პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს..." - მხატვრის მიერ გამოფენაზე დატოვებული წარწერა, სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოების პროტესტი
"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს..." - მხატვრის მიერ გამოფენაზე დატოვებული წარწერა, სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოების პროტესტი

ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში, 4 თე­ბერ­ვალს გა­მო­ფე­ნა "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ მო­ნა­წი­ლემ, მხატ­ვარ­მა სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა, ხოლო მის ად­გი­ლას კე­დელ­ზე, სა­ღე­ბა­ვით და­ტო­ვა წარ­წე­რა - "ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია."

  • მომ­დევ­ნო დღეს შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­მა შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მხატ­ვრის მიერ ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღ­მო­ფხვრი­ლია. 4 თე­ბერ­ვალს, დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "ათი­ნა­თის“ გა­მო­ფე­ნა "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ გა­იხ­სნა (კუ­რა­ტო­რი ქე­თე­ვან შავ­გუ­ლი­ძე). გა­მო­ფე­ნის გახ­სნი­სას, გა­მო­ფე­ნის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლე მხატ­ვარ­მა, სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ, გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­ი­ფიქ­რა (კედ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა) და შე­სას­ხუ­რე­ბე­ლი სა­ღე­ბა­ვით წარ­წე­რა გა­ა­კე­თა, რი­თაც და­ა­ზი­ა­ნა ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის კე­დე­ლი. ამ დრო­ის­თვის, "ათი­ნა­თის” მიერ კედ­ლის პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხე აღ­დგე­ნი­ლია და გა­მო­ფე­ნა ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ერ­თი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

  • გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს იმა­ვე გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რო­მელ­შიც სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ისი­ნი გმო­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ხე­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ "ან­ტა­გო­ნიზმსა და რეპ­რე­სი­ებს."

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყვე­ლა ხელ­მომ­წე­რი ვთან­ხმდე­ბით და ვა­ფიქ­სი­რებთ ერ­თო­ბას გა­მო­ფე­ნის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვგმობთ აშ­კა­რად გა­ცხა­დე­ბულ ან­ტა­გო­ნიზმსა და რეპ­რე­სი­ებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. პრო­ცე­სის ამ ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა დევ­ნი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად.

სა­მარ­თლის ყვე­ლა­ზე ფორ­მა­ლის­ტუ­რი გა­გე­ბი­თაც კი გა­უ­გე­ბა­რია სან­დროს პერ­ფორ­მან­სის ქურ­დო­ბად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა, რად­გან ქურ­დო­ბის­თვის მთა­ვარ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს წარ­მო­ად­გენს სხვი­სი ნივ­თის ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბა მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით. მას არ მი­უთ­ვი­სე­ბია სხვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი, მე­ტიც, სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია სხვის ნა­მუ­შე­ვარს და მის ქმე­დე­ბას არ მოჰ­ყო­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-20 მუხ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­მოქ­მე­დე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბას და კრძა­ლავს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში ჩა­რე­ვას.

მო­ვუ­წო­დებთ დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­სა და შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, მი­მარ­თონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ზი­ა­ნი.

დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის, კონ­ტექ­სტი­სა და მისი და­ფუძ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცია, რის გა­მოც, მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პრო­ცე­სის ამ ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­ხილ­ვა აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ქარ­თულ შე­მოქ­მე­დე­ბით სივ­რცე­სა და თა­ვი­სუ­ფალ თვით­გა­მო­ხატ­ვას, არა­მედ იგი შე­უ­რა­ცხყოფს ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და მისი და­ფუძ­ნე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას.

ამ პრო­ცეს­ში არც სან­დრო და არც ჩვენ, გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, არ ვართ მარ­ტო­ნი.

ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პენ­ცენ­ტრიც (არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც იცავს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას). ისი­ნი მხატ­ვარ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას გმო­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პენ­ცენ­ტრი გმობს მხატ­ვარ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას, ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ნა­მუ­შევ­რის გამო. პენ­ცენ­ტრის­თვის ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის მხრი­დან ამ სა­კი­თხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბა, რაც აჩენს გო­ნივ­რულ ეჭვს, რომ მხატ­ვრის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ქმე­დე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, ასე­ვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან.

რეპ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმა სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის მი­მართ მიზ­ნად ისა­ხავს არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი მხატ­ვრის დას­ჯას, არა­მედ სხვა ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას და მათი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ყო­ველ­გვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის გა­ტე­ხას.

მხატ­ვრის წი­ნა­აღ­მდეგ, მისი ნა­მუ­შევ­რის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა, თა­ვი­სი არ­სით არის პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქმე­დე­ბა და ცხად­ყოფს, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მოქ­მე­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პენ­ცენ­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია და ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ან­გრევს ხე­ლო­ვა­ნე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯე­რე­ბის და ზო­გა­დად, კულ­ტუ­რის ქო­მა­გე­ბის მიერ ათწლე­უ­ლო­ბით გა­წე­უ­ლი შრო­მის შე­დე­გად შექ­მნილ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს; აზი­ა­ნებს შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცე­სებს და გან­გებ ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­ცე­ვას კულ­ტუ­რულ იზო­ლა­ცი­ა­ში, რაც, თა­ვის მხრივ, საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბას.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ არ ვი­თხოვთ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის შე­წყა­ლე­ბას, არა­მედ მო­ვი­თხოვთ, რომ შე­წყდეს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა, რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და მო­მა­ვალ­შიც, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ასე­ვე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და მათ­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა უწყე­ბებ­მა, იმოქ­მე­დონ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-20 მუხ­ლით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით.

ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პენ­ცენ­ტრი მო­ი­თხოვს, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ამ გა­უ­გო­ნა­რი პუ­ტი­ნის­ტუ­რი გა­მოხ­დო­მის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგლის, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­უც­ვე­ლო­ბის გამო, მუ­ზე­უ­მე­ბი­დან კომ­პე­ტენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო, რაც სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უტყუ­ა­რა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვოს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ, სხვა ქარ­თველ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, გა­მო­ვი­ყე­ნებთ პრო­ტეს­ტის ყვე­ლა ფორ­მას ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია!" - ნათ­ქვა­მია პენ­ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უიი
1

რაც მთავარია "პუტინისტური" ქმედებაა

ალექს
2

მოდილიანიმაც იგივე ქნა ! მე სოლიდარობას ვუცხადებ მხატვარს, რომელსაც ესმის, რომ, თუ ხელოვნება ცოცხალია, ის დამოუკიდებელი იქნება და ვერანაირი ძალი ვერ მოთოკავს! დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია ! გუშინ გალაკტიონის ძეგლს ჩავუარე !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს..." - მხატვრის მიერ გამოფენაზე დატოვებული წარწერა, სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოების პროტესტი

"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს..." - მხატვრის მიერ გამოფენაზე დატოვებული წარწერა, სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოების პროტესტი

ეროვნულ გალერეაში, 4 თებერვალს გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა, ხოლო მის ადგილას კედელზე, საღებავით დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია."

  • მომდევნო დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

"მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია. 4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ "ათინათის“ გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი. ამ დროისთვის, "ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

მალევე ცნობილი გახდა, რომ სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა.

  • განცხადება გაავრცელეს იმავე გამოფენის მონაწილეებმა, რომელშიც სანდრო სულაბერიძე მონაწილეობდა. ისინი გმობენ თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმსა და რეპრესიებს."

"უპირველეს ყოვლისა, ყველა ხელმომწერი ვთანხმდებით და ვაფიქსირებთ ერთობას გამოფენის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ინსტიტუციებისა და ხელოვანების წინააღმდეგ. პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განვითარება აღქმული იქნება დევნისა და თვითგამოხატვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.

სამართლის ყველაზე ფორმალისტური გაგებითაც კი გაუგებარია სანდროს პერფორმანსის ქურდობად ინტერპრეტირება, რადგან ქურდობისთვის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება მისაკუთრების მიზნით. მას არ მიუთვისებია სხვისი ნამუშევარი, მეტიც, საერთოდ არ შეხებია სხვის ნამუშევარს და მის ქმედებას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას და კრძალავს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ჩარევას.

მოვუწოდებთ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ ფორმირების პროცესში მყოფი ინსტიტუციური ზიანი.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ქართული კულტურისთვის, კონტექსტისა და მისი დაფუძნების ისტორიის გათვალისწინებით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ სახელოვნებო პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს არა მხოლოდ ქართულ შემოქმედებით სივრცესა და თავისუფალ თვითგამოხატვას, არამედ იგი შეურაცხყოფს ამ ინსტიტუციასა და მისი დაფუძნების სულისკვეთებას.

ამ პროცესში არც სანდრო და არც ჩვენ, გამოფენის მონაწილეები, არ ვართ მარტონი.

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

  • აღნიშნულ თემას ეხმიანება საქართველოს პენცენტრიც (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას). ისინი მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გმობენ.

"საქართველოს პენცენტრი გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო. პენცენტრისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მიმართ გატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან.

რეპრესიული თავდასხმა სანდრო სულაბერიძის მიმართ მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრის დასჯას, არამედ სხვა ქართველი ხელოვანების დაშინებას და მათი თავისუფალი ნების ყოველგვარი გამოვლინების გატეხას.

მხატვრის წინააღმდეგ, მისი ნამუშევრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასევე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თავისი არსით არის პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა და ფასეულობებით.

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრი არაკომპეტენტურია და ის მიზანმიმართულად ანგრევს ხელოვანების, მეცნიერების, კულტურის მენეჯერების და ზოგადად, კულტურის ქომაგების მიერ ათწლეულობით გაწეული შრომის შედეგად შექმნილ ინსტიტუციებს; აზიანებს შემოქმედებით პროცესებს და განგებ ცდილობს საქართველოს მოქცევას კულტურულ იზოლაციაში, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან სანდრო სულაბერიძის შეწყალებას, არამედ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით.

ამავდროულად, საქართველოს პენცენტრი მოითხოვს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ გაუგონარი პუტინისტური გამოხდომის გამო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისგან დაუცველობის გამო, მუზეუმებიდან კომპეტენტური მეცნიერებისა და თანამშრომლების უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით უტყუარადაა დადასტურებული, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, სხვა ქართველ სახელოვნებო ჯგუფებთან ერთად, გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას ამ მიზნის მისაღწევად.

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - ნათქვამია პენცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.