"ტვ პირველი" მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს, რომელიც რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. მათ შორის არის ექსპრეზიდენტისა და ბუბა კიკაბიძის შეხვედრა "ვივამედში". ეს კიკაბიძის ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა იყო საჯარო სივრცეში და ის მაშინ მთავრობას მიმართავდა, გადაეყვანათ სააკაშვილი საზღვარგარეთ. კადრები ივნისშია გადაღებული.

ცნობისთვის, დღეს ასევე ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კადრები, რომელიც კლინიკა „ვივამედშია“ გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა CNN Tonight-ს კადრები სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა. CNN-ის მიერ გავრცელებული კადრებს გადაღების თარიღად 6 ოქტომბერი აქვს მითითებული. ვიდეომასალის ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში გადაადგილების დროს იატაკზე ეცემა, მეორე შემთხვევაში კი ის საწოლიდან ვარდება და ბადრაგი მის დახმარებას ცდილობს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ გადაცემაში CNN Tonight საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული რისკი, მკურნალობის შემთხვევაშიც კი სააკაშვილის გამოჯანმრთელება ვეღარ მოხდეს.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: ბუბა კიკაბიძისა და სააკაშვილის შეხვედრა