ავტორი:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთთან, ბახმაროდან 3 კმ-ში იყო.

ბიძგები დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები თბილისის დროით 19:33 საათზე დაფიქსირდა.