კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... მე და ჩემს შვილს გვინდა, რაღაც ვქნათ და ცალკე ვიცხოვროთ, რადგან გადავიღალე" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახზე, შვილსა და მთავარ მიღწევაზე
"დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... მე და ჩემს შვილს გვინდა, რაღაც ვქნათ და ცალკე ვიცხოვროთ, რადგან გადავიღალე" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახზე, შვილსა და მთავარ მიღწევაზე

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი ადა­მი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სი­კე­თის კე­თე­ბაა. მი­იჩ­ნევს, რომ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრია და რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ქალ­ბა­ტო­ნებს ცხოვ­რე­ბის, უკე­თეს ფორ­მა­ში ყოფ­ნის სტი­მუ­ლი მის­ცა...

- როცა სარ­კე­ში იყუ­რე­ბით, ვის ხე­დავთ?

- ში­ნა­გა­ნად პა­ტა­რა ლე­ნუ­კას - ბავ­შვს, რო­მე­ლიც თით­ქოს უსუ­სუ­რია, დაც­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ვხე­დავ ძლი­ერ და მი­ზან­და­სა­ხულ ქალს.

- ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, თქვენს მთა­ვარ მიღ­წე­ვად რას მი­იჩ­ნევთ?

- რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვი­ლი უკვე 22 წლის ხდე­ბა. მისი სა­ხით, გვერ­დით კაცი მიდ­გას, თან ისე­თი შვი­ლი მყავს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სულ ვამ­ბობ, ღმერ­თმა ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი მი­ბო­ძა, რომ უბედ­ნი­ე­რე­სი დედა ვარ. ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- რა სა­ერ­თო და მკვეთ­რად გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­ხა­სი­ა­თებთ თქვენ და თქვენს შვილს?

- ორი­ვე­ნი პირ­და­პი­რე­ბი და ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი ვართ, ასე­ვე - ემო­ცი­უ­რე­ბი. როცა ნი­კუ­შას ვე­სა­უბ­რე­ბი იმა­ზე, რა­საც გან­ვიც­დი, ზუს­ტად ვიცი, ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცდა ეუფ­ლე­ბა, თუმ­ცა არ იმ­ჩნევს. მას­ში ჩემს თავს ვხე­დავ. ნი­კუ­შა ჩემ­თვის სარ­კე­სა­ვი­თაა: რომ ვუ­ყუ­რებ, მგო­ნია, მე ვარ. ჩემ­ში რაც მიყ­ვარს - სი­კე­თე, ადა­მი­ა­ნო­ბა - ნი­კუ­შა­საც იგი­ვე გა­აჩ­ნია. ძა­ლი­ან კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნო­ბას არ კარ­გავ. არც დავ­კარ­გავ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემს შვილ­შიც ანა­ლო­გი­ურს ვხე­დავ. ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ... ჩვენ შო­რის გან­მას­ხვა­ვე­ბელ თვი­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მე ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს, ის კი ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია (იცი­ნის).

ლე­ნუ­კა და ნიკო

- რა არის თქვენ­თვის კომ­ფორ­ტის ზონა?

- სიმ­შვი­დე. ისეთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რო­მელ­შიც 24/7-ზე სტუმ­რი­ა­ნო­ბა იყო. თან, დღემ­დე 8 კაცი ერ­თად ვცხოვ­რობთ. პირ­და­პირ ვი­ტყვი: ამ­დენ ხალ­ხში ცხოვ­რე­ბა უკვე ძა­ლი­ან მი­ჭირს. მე და ჩემი შვი­ლი გან­ვი­ხი­ლავთ - რა­ღაც უნდა ვქნათ, რომ ცალ­კე ვი­ცხოვ­როთ, რად­გან ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად არ მყოფ­ნის ძალა, ფსი­ქი­კა... ალ­ბათ გა­და­ვი­ღა­ლე, რად­გან სულ ქა­ოს­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემს ოჯახს სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა არას­დროს ეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში არის რა­ღაც ასა­კი და ეტა­პი, როცა გინ­და, ადა­მი­ან­მა სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე, სიმ­ყუდ­რო­ვე იგ­რძნო. მა­გა­ლი­თად, მე­გო­ბარ­თან რომ დავ­რჩე­ნილ­ვარ ან და­სას­ვე­ნებ­ლად სად­მე წავ­სულ­ვარ, იქ მიგ­რძნია, რომ სუ­ლი­ე­რად დავ­მშვი­დე­ბულ­ვარ. ვა­ტყობ, მშვი­დი გა­რე­მო ჩემ­თვის კომ­ფორ­ტია.

- როცა ადა­მი­ანს პი­რა­დად ხვდე­ბით, მისი გა­რეგ­ნო­ბის რა დე­ტა­ლი იქ­ცევს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას?

- თვა­ლე­ბი ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ძა­ლი­ან მე­ტყვე­ლია - სუ­ლის სარ­კეა. რო­დე­საც ადა­მი­ანს თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს სკა­ნი­რე­ბას ვუ­კე­თებ და გა­მო­ვიც­ნობ, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ შევ­მცდარ­ვარ.

- გქო­ნი­ათ სურ­ვი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- არა, პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბას არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ, მით უმე­ტეს - ახლა ეს ამ­ბა­ვი გა­ას­მაგ­და: "პრა­იმ ჰა­უს­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, ხალ­ხის­გან იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი მი­ვი­ღე, რომ დე­დას გე­ფი­ცე­ბი, სი­ცო­ცხლის წლე­ბი მო­მე­მა­ტა - ბედ­ნი­ე­რი ვარ! თურ­მე, რა კარ­გია, როცა ამ­დენ ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ... მე­უბ­ნე­ბი­ან, - რო­გო­რი კე­თი­ლი, კარ­გი, პო­ზი­ტი­უ­რი ხარ, სი­კე­თეს აფ­რქვე­ვო... როცა უამ­რავ და­დე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბას, გულ­თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იღებ, ადა­მი­ანს მეტი რა გინ­და? ქა­ლე­ბი მწე­რენ - ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო ხარო და ეს მარ­თლა მა­ბედ­ნი­ე­რებს. სა­ერ­თოდ, რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მერე, ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მაქვს - ჩემ­თვის ყოფ­ნა მინ­და. ცუდ გან­წყო­ბა­ზე მყო­ფი რო­გორც კი ხალ­ხის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ, 2 წამ­ში კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი.

- რე­ა­ლი­თი შო­უ­ში თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ამ­სახ­ველ ეპი­ზო­დებს როცა უყუ­რებთ, რო­გო­რი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბათ?

- სა­ერ­თოდ, სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლად ვა­ფა­სებ. ახ­ლაც მე­უბ­ნე­ბი­ან, - პრო­ექ­ტში რა­ტომ შე­დი­ო­დი, რა გინ­დო­და? გი­ღირ­დაო? ჩემ­თვის ეს "შუ­ა­ლე­დუ­რი ეტა­პი" იყო, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მევ­ლო, რად­გან ამით ძა­ლი­ან გავძლი­ერ­დი... ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და­ვამ­სხვრიე - 35+ ასა­კის ქა­ლებს იმე­დი მი­ვე­ცი. მწე­რენ, - ცხოვ­რე­ბას ახლა ვი­წყებთ, ყო­ჩაღ, სტი­მუ­ლი მოგ­ვე­ციო! რომ ვთქვი, "მა­ბუ­ლინ­გე­ბენ", რად­გან რე­ა­ლი­თი შო­უ­ში 40 წლის მო­ნა­წი­ლე ვარ-მეთ­ქი, და­დე­ბი­თი "ესე­მე­სე­ბი" "წა­მო­ვი­და": რას ამ­ბობ? რომ გი­ყუ­რებთ, ვა­მა­ყობთ და სტი­მუ­ლი გვაქვს, რომ ჩვენც ფორ­მა­ში ვი­ყო­თო! ზოგი თხოვ­დე­ბა, ზოგი - შვილს აჩენს... მად­ლო­ბა იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვინც გვერ­დში და­მიდ­გნენ და სტი­მუ­ლი მომ­ცეს... რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­მინ­და, რად­გან ერ­თფე­როვ­ნე­ბას ვერ ვი­ტან. სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა ამი­ტომ მი­ჭირს: ერ­თფე­რო­ვან გა­რე­მო­ში თით­ქოს გა­ლი­ა­ში ვარ. ჰო­როს­კო­პით, თევ­ზე­ბის ნიშ­ნის ქვეშ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნე, თევზს კუდ­ში ხელი რომ წა­ავ­ლო და არ გა­უშ­ვა, ზუს­ტად ასე ვარ - შე­ბო­ჭი­ლი ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს. საქ­მე უნდა ვა­კე­თო, და­ვი­ხარ­ჯო და რის­თვი­საც ამ ცხოვ­რე­ბა­ში ვარ მო­სუ­ლი, ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, რა­ღაც გა­ვა­კე­თო...

- უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა ბო­ლოს რის გამო და­გე­უფ­ლათ?

- მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა მაქვს: რაც მან თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში დღემ­დე გა­ა­კე­თა, სა­თა­ნა­დოდ ვერ და­ფას­და. ზურა ყიფ­ში­ძე დღეს ისე არ უნდა ცხოვ­რობ­დეს, რო­გორც ცხოვ­რობს. ეს ყო­ველ­თვის მა­წუ­ხებს და გული მწყდე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ისე­თი ადა­მი­ა­ნი არ აღ­მოჩ­ნდა, რომ რა პრობ­ლე­მე­ბიც ზუ­რას აქვს, მო­უგ­ვა­როს, და­ეხ­მა­როს... ის დეპ­რე­სი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ უნდა იყოს...

- რო­მე­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლის ფლო­ბას ისურ­ვებ­დით?

- მინ­და ჩემი წარ­მო­სახ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა და ასე­ვე, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­მეძ­ლოს. წარ­მო­გიდ­გე­ნია, რამ­დენ ადა­მი­ანს განვკურ­ნავ­დი? პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ესაა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
1

ისეეე ვარსკვალვიიი რომ გაუხანესსს კარგია და ნამდვილად დასაფასებელიიი მსხიობია მაგრამ ასე რომ უჭირს მართლა რაღაც საჩუქრის სახით მერიას გადაეცა პატარა ბინა მაინც ეჩუქებინათ

ოსიმენი
6

რა ვალი გვაწვს ქართველებს ამ ყიფშიძეების, რაც მაგას შესაძლებლობები ჰქონდა და აქვს რომ თავის ცხოვრება დაალაგოს და მოაწესრიგოს , მაგრამ წამალს გადაყვნენ და ჩვენ რატომ უნდა ვუხადოთ მაგათ ვალები

ავტორი:

"დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... მე და ჩემს შვილს გვინდა, რაღაც ვქნათ და ცალკე ვიცხოვროთ, რადგან გადავიღალე" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახზე, შვილსა და მთავარ მიღწევაზე

"დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... მე და ჩემს შვილს გვინდა, რაღაც ვქნათ და ცალკე ვიცხოვროთ, რადგან გადავიღალე" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახზე, შვილსა და მთავარ მიღწევაზე

ლენუკა ყიფშიძის ცხოვრების დევიზი ადამიანობის შენარჩუნება და სიკეთის კეთებაა. მიიჩნევს, რომ ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დაამსხვრია და რეალითი შოუში მონაწილეობით, ქალბატონებს ცხოვრების, უკეთეს ფორმაში ყოფნის სტიმული მისცა...

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- შინაგანად პატარა ლენუკას - ბავშვს, რომელიც თითქოს უსუსურია, დაცვა სჭირდება, მაგრამ იმავდროულად ვხედავ ძლიერ და მიზანდასახულ ქალს.

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვილი უკვე 22 წლის ხდება. მისი სახით, გვერდით კაცი მიდგას, თან ისეთი შვილი მყავს, რომლის შესახებაც სულ ვამბობ, ღმერთმა ისეთი საჩუქარი მიბოძა, რომ უბედნიერესი დედა ვარ. ვფიქრობ, ქალისთვის ეს უმნიშვნელოვანესია.

- რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ თქვენ და თქვენს შვილს?

- ორივენი პირდაპირები და ზედმეტად ყურადღებიანები ვართ, ასევე - ემოციურები. როცა ნიკუშას ვესაუბრები იმაზე, რასაც განვიცდი, ზუსტად ვიცი, ანალოგიური განცდა ეუფლება, თუმცა არ იმჩნევს. მასში ჩემს თავს ვხედავ. ნიკუშა ჩემთვის სარკესავითაა: რომ ვუყურებ, მგონია, მე ვარ. ჩემში რაც მიყვარს - სიკეთე, ადამიანობა - ნიკუშასაც იგივე გააჩნია. ძალიან კარგია, როცა ადამიანობას არ კარგავ. არც დავკარგავ, დარწმუნებული ვარ. ჩემს შვილშიც ანალოგიურს ვხედავ. ამით ბედნიერი ვარ... ჩვენ შორის განმასხვავებელ თვისებას რაც შეეხება, მე ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ის კი ძალიან თავშეკავებულია (იცინის).

ლენუკა და ნიკო

- რა არის თქვენთვის კომფორტის ზონა?

- სიმშვიდე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელშიც 24/7-ზე სტუმრიანობა იყო. თან, დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ. პირდაპირ ვიტყვი: ამდენ ხალხში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირს. მე და ჩემი შვილი განვიხილავთ - რაღაც უნდა ვქნათ, რომ ცალკე ვიცხოვროთ, რადგან ფიზიკურად და სულიერად არ მყოფნის ძალა, ფსიქიკა... ალბათ გადავიღალე, რადგან სულ ქაოსში ვცხოვრობდი. ჩემს ოჯახს სტუმარმასპინძლობა არასდროს ეშლებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არის რაღაც ასაკი და ეტაპი, როცა გინდა, ადამიანმა სიწყნარე, სიმშვიდე, სიმყუდროვე იგრძნო. მაგალითად, მეგობართან რომ დავრჩენილვარ ან დასასვენებლად სადმე წავსულვარ, იქ მიგრძნია, რომ სულიერად დავმშვიდებულვარ. ვატყობ, მშვიდი გარემო ჩემთვის კომფორტია.

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- თვალები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ძალიან მეტყველია - სულის სარკეა. როდესაც ადამიანს თვალებში ვუყურებ, თითქოს სკანირებას ვუკეთებ და გამოვიცნობ, როგორი პიროვნება შეიძლება იყოს. ჯერჯერობით არ შევმცდარვარ.

- გქონიათ სურვილი, პოპულარული არ ყოფილიყავით?

- არა, პოპულარულობას არ შევუწუხებივარ, მით უმეტეს - ახლა ეს ამბავი გაასმაგდა: "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის შემდეგ, ხალხისგან იმხელა სიყვარული მივიღე, რომ დედას გეფიცები, სიცოცხლის წლები მომემატა - ბედნიერი ვარ! თურმე, რა კარგია, როცა ამდენ ხალხს უყვარხარ... მეუბნებიან, - როგორი კეთილი, კარგი, პოზიტიური ხარ, სიკეთეს აფრქვევო... როცა უამრავ დადებით შეტყობინებას, გულთბილ დამოკიდებულებას იღებ, ადამიანს მეტი რა გინდა? ქალები მწერენ - ჩვენთვის სამაგალითო ხარო და ეს მართლა მაბედნიერებს. საერთოდ, რეალითი შოუში მონაწილეობის მერე, ადაპტაციის პერიოდი მაქვს - ჩემთვის ყოფნა მინდა. ცუდ განწყობაზე მყოფი როგორც კი ხალხის შეტყობინებებს, კომენტარებს ვკითხულობ, 2 წამში კარგ ხასიათზე ვდგები.

- რეალითი შოუში თქვენი მონაწილეობის ამსახველ ეპიზოდებს როცა უყურებთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- საერთოდ, საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ. ახლაც მეუბნებიან, - პროექტში რატომ შედიოდი, რა გინდოდა? გიღირდაო? ჩემთვის ეს "შუალედური ეტაპი" იყო, რაც აუცილებლად უნდა გამევლო, რადგან ამით ძალიან გავძლიერდი... ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დავამსხვრიე - 35+ ასაკის ქალებს იმედი მივეცი. მწერენ, - ცხოვრებას ახლა ვიწყებთ, ყოჩაღ, სტიმული მოგვეციო! რომ ვთქვი, "მაბულინგებენ", რადგან რეალითი შოუში 40 წლის მონაწილე ვარ-მეთქი, დადებითი "ესემესები" "წამოვიდა": რას ამბობ? რომ გიყურებთ, ვამაყობთ და სტიმული გვაქვს, რომ ჩვენც ფორმაში ვიყოთო! ზოგი თხოვდება, ზოგი - შვილს აჩენს... მადლობა იმ ქალბატონებს, ვინც გვერდში დამიდგნენ და სტიმული მომცეს... რეალითი შოუში მონაწილეობა მომინდა, რადგან ერთფეროვნებას ვერ ვიტან. სამსახურის პოვნა ამიტომ მიჭირს: ერთფეროვან გარემოში თითქოს გალიაში ვარ. ჰოროსკოპით, თევზების ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. წარმოიდგინე, თევზს კუდში ხელი რომ წაავლო და არ გაუშვა, ზუსტად ასე ვარ - შებოჭილი ყოფნა არ შემიძლია. აქტიური ცხოვრება მიყვარს. საქმე უნდა ვაკეთო, დავიხარჯო და რისთვისაც ამ ცხოვრებაში ვარ მოსული, ჩემი წვლილი შევიტანო, რაღაც გავაკეთო...

- უსამართლობის განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- მამაჩემთან დაკავშირებით ყოველთვის უსამართლობის განცდა მაქვს: რაც მან თავის პროფესიაში დღემდე გააკეთა, სათანადოდ ვერ დაფასდა. ზურა ყიფშიძე დღეს ისე არ უნდა ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს. ეს ყოველთვის მაწუხებს და გული მწყდება - საქართველოში ერთი ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რა პრობლემებიც ზურას აქვს, მოუგვაროს, დაეხმაროს... ის დეპრესიულ სიტუაციაში არ უნდა იყოს...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- მინდა ჩემი წარმოსახვის რეალიზება და ასევე, ადამიანებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შემეძლოს. წარმოგიდგენია, რამდენ ადამიანს განვკურნავდი? პრინციპში, ყველაზე მთავარი ესაა...განაგრძეთ კითხვა