საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები: "ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი მინისტრის განცხადება"
რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები: "ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი მინისტრის განცხადება"

"რუ­სეთს სურს აფხა­ზეთ­თან ერ­თად კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ჰაბი გახ­დეს" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს.

  • სქე­მა ასე­თია - რუ­სუ­ლი სამ­თავ­რო­ბო მე­დია ამა თუ იმ გეგ­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ­ლის კო­მენ­ტი­რე­ბა­საც აფხა­ზუ­რი მე­დია ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან იწყებს, მო­სახ­ლე­ო­ბა შფო­თავს, თუმ­ცა აქ­ტი­ურ ნა­წილს მა­შინ­ვე თავს ეს­ხმი­ან, რო­გორც გა­რე­დან მარ­თულ ძა­ლას, მუხ­ტი მცირ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც, ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის...

კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ჰა­ბად გა­დაქ­ცე­ვის­თვის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გმუ­ლია. lenta.ru-ს ცნო­ბით, რუ­სეთ­მა და აფხა­ზეთ­მა შე­საძ­ლოა, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ჰაბი და­ა­ფუძნონ, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ტრანსსა­სა­ზღვრო გა­დახ­დე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

"რუ­სე­თის კრიპ­ტო ინ­დუსტრი­ი­სა და ბლო­კჩე­ი­ნე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრ ბრა­ჟ­ნი­კო­ვის თქმით, პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­წყე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის მი­მართ ინ­ტე­რესს ადას­ტუ­რებს Global Abkhazia-ს ფო­რუ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუ­რა­ტო­რია", - წერს გა­მო­ცე­მა.

ბრა­ჟ­ნი­კო­ვის თქმით, აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის უკვე მზად იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­კჩე­ი­ნე­ბი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ასე­ვე, სტე­ი­ბკ­ლო­ნე­ბი, ციფ­რუ­ლი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი ექ­სპერ­ტის თქმით, აფხა­ზეთს შე­უძ­ლია გა­და­იქ­ცეს ციფ­რულ მინი შვე­ი­ცა­რი­ად რუ­სე­თი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის და გახ­დეს სტა­ბილ­კო­ი­ნე­ბის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­რან­ტო­რი, რომ­ლის სტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვით.

  • ფი­ნან­სუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის რო­მან პრო­ხო­რო­ვის თქმით, ასე­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნა და რეს­პუბ­ლი­კის ტრანსსა­სა­ზღვრო ჯაჭვში ჩაბ­მა პრობ­ლე­მუ­რია, რად­გან მისი იუ­რის­დიქ­ცია ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ეს პრო­ექ­ტი, მით უფრო, რო­გორ შე­უ­წყობს ხელს ახა­ლი ჰაბი რუ­სუ­ლი კრიპ­ტო ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას და რო­გორ იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რად უკე­თე­სი? აფხა­ზეთ­ზე, რუ­სე­თის გარ­და, სხვა ქვე­ყა­ნას არა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა არ აქვს..." - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

სხვა ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოპცი­ე­ბის­თვის.

"პრო­ექტს უპი­რა­ტე­სო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა, თუ აფხა­ზუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ წვდო­მას იაფ ლიკ­ვი­დო­ბა­ზე ევ­რო­პულ და ჰონგ-კონ­გის ბირ­ჟებ­ზე, კერ­ძოდ, დო­ლა­რის მხარ­და­ჭე­რილ სტა­ბილ­კო­ინ­ზე" - მი­აჩ­ნია Grad Bar Association-ის სა­ად­ვო­კა­ტო კო­ლე­გი­ის მმარ­თველს მა­რია აგ­რა­ნოვ­სკა­ი­ას, რომ­ლის თქმი­თაც, შე­საძ­ლოა, აფხა­ზუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებს და ად­გი­ლობ­რივ ბან­კებს პო­ტენ­ცი­უ­რად გა­უ­ჭირ­დე­ბათ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა.

კრიპ­ტო­ჰა­ბის პრო­ექტს მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თი რე­გი­ონ­ში გარ­კვე­უ­ლი "მა­ქი­ნა­ცი­უ­რი სქე­მე­ბის" ხარ­ჯზე, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნად წარ­მო­ა­ჩენს, და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას ცდი­ლობს.

"ანუ ვა­ღი­ა­რებთ და ვე­გუ­ე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა კი არა, რუ­სე­თის ქარ­ხა­ნა ვართ, თუ რო­გორ?.. თუ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, გა­რე­დან მარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი ვართ?.. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ვა­პი­რებთ, საით მივ­დი­ვარ თუ მივ­დი­ვართ სა­ერ­თოდ?... რომ ბნე­ლა, ვი­ცით, მაგ­რამ ასე ძა­ლი­ან? რო­მელ კრიპ­ტო ჰაბ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­დე­საც ამ ყინ­ვა­ში უშუ­ქოდ ვცხოვ­რობთ და რომ არ გა­ვი­ყი­ნოთ, სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე საბ­ნის ქვეშ ვართ შემ­ძვრა­ლი... თუ კო­ლო­ნია ვართ, გვი­თხა­რით და სხვა ზო­მებს მი­ვი­ღებთ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა.

"ახლა გა­სა­გე­ბია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა მი­ნის­ტრის მკაც­რი სა­ხით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ აფხა­ზეთ­ში თურ­მე ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ღვივ­დე­ბა... ანუ თუ კო­რუფ­ცი­ის და ვი­ღა­ცის მა­ქი­ნა­ცი­უ­რი სქე­მის ნა­წი­ლად ყოფ­ნა არ მინ­და, მარ­თუ­ლი აგენ­ტი ვარ. აქამ­დე მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სა­დამ­დე წა­ვი­დო­და ამა­თი თავ­ხე­დო­ბა, ახლა ვხვდე­ბი, რომ ბო­ლომ­დე" - წერს რაულ ბე­ნია.

"და­ვით და­სა­ნი­ას პოს­ტი წა­ი­კი­თხეთ, ვი­საც არ წა­გი­კი­თხავთ, ან­ტი­რუ­სუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის გამო ავიწ­რო­ე­ბენ. ვინ­მეს "ეფეს­ბეს" სტი­ლი ხომ არ ეცნო... ყვე­ლა­ფე­რი ისე მი­დის, მა­ი­ძუ­ლე­ბენ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დეო. რა ხდე­ბა, რო­დის გავ­ხდით ასე ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვე­ბი?" - კი­თხუ­ლობს ლეონ აფხა­ზი...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანნა
3

და რა ეფექტურ სანქციებზეა საუბარი კრიპტოვალუტის პირობებში? რუსები ამ გზით უპრობლემოდ ახორციელებენ საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს.

ნახეთ რა ხდება თუნდაც დუბაიში, რუსი აიტიშნიკებითა და კრიპტომოვაჭრეებითაა სავსე, ყოველ ნაბიჯზე რუსს შეხვდები. აქ იმას გვედავებიან თანაც ვარაუდით რომ თურმე საქართველოს გავლით გერმანული ძეხვი შეიძლება მოხვდეს რუსეთში და რა ხდება ჰონგ კონგში, სინგაპურში, დუბაისა და კუალა ლუმპურში არავის აინტერესებს?

ია
1

კრიპტო ვალუტას გააჩნია დაგროვების ფუნქცია, თავისუფალი ყიდვა გაყიდვის ფუნქცია,ვინ დაგიტოვებთ აფხაზებო თქვენ თავისუფლებას,მართლა გჯერათ?მსოფლიო,მათ შორის რუსეთიც,საქართველოცო(ვაი ჩვენს დღეს)ელექტრონულ ფულზე გადადის,რომელზეც როგორც ჩინეთში გააკეთეს სოციალურ ქულებს მიაბამენ_ვითომ დემოკრატიულ ევროპასაც კი დაამონებენ_იმ თქვენ ქულებს და არა ფულს ვერ დახარჯავ როგორც გინდათ,როცა არ მოეწონებათ ნებისმიერ დროს შეუწყვეტენ ანგარიშთან წვდომას თავის მოქალაქეებს,და თქვენ აფხაზები იქნებით მარტო სამოთხეში,მართლა გჯერათ ამის?

ავტორი:

რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები: "ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი მინისტრის განცხადება"

რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები: "ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი მინისტრის განცხადება"

"რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპირებულ რეგიონში ახალი პროექტისთვის ნიადაგს ამზადებს.

  • სქემა ასეთია - რუსული სამთავრობო მედია ამა თუ იმ გეგმის შესახებ საუბრობს, რომლის კომენტირებასაც აფხაზური მედია ე.წ. ხელმძღვანელობისგან იწყებს, მოსახლეობა შფოთავს, თუმცა აქტიურ ნაწილს მაშინვე თავს ესხმიან, როგორც გარედან მართულ ძალას, მუხტი მცირდება, რის შემდეგაც, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის...

კრიპტოვალუტის ჰაბად გადაქცევისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. lenta.ru-ს ცნობით, რუსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა, კრიპტოვალუტის ჰაბი დააფუძნონ, რომელიც პოტენციურად შეიძლება ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის გამოიყენონ.

"რუსეთის კრიპტო ინდუსტრიისა და ბლოკჩეინების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრ ბრაჟნიკოვის თქმით, პროექტის განხილვა დაწყებულია. აღნიშნული თემის მიმართ ინტერესს ადასტურებს Global Abkhazia-ს ფორუმის წარმომადგენელი, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კურატორია", - წერს გამოცემა.

ბრაჟნიკოვის თქმით, აფხაზეთში მიმდინარე წლისთვის უკვე მზად იქნება ადგილობრივი ბლოკჩეინები, რომელსაც საერთაშორისო პლატფორმებზე გამოიყენებენ, ასევე, სტეიბკლონები, ციფრული ფინანსური აქტივობებისთვის.

გამოცემის ცნობით, რუსი ექსპერტის თქმით, აფხაზეთს შეუძლია გადაიქცეს ციფრულ მინი შვეიცარიად რუსეთისა და მისი მეგობარი ქვეყნებისთვის და გახდეს სტაბილკოინების კრიპტოვალუტის გარანტორი, რომლის სტაბილურობა გარანტირებულია საყოველთაოდ აღიარებული აქტივით.

  • ფინანსური ინოვაციების წარმომადგენლის რომან პროხოროვის თქმით, ასეთი ინფრასტრუქტურის აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნა და რესპუბლიკის ტრანსსასაზღვრო ჯაჭვში ჩაბმა პრობლემურია, რადგან მისი იურისდიქცია ბევრ ქვეყანაში არ არის აღიარებული.

"საინტერესოა, როგორ უნდა განვითარდეს ეს პროექტი, მით უფრო, როგორ შეუწყობს ხელს ახალი ჰაბი რუსული კრიპტო ბაზრის განვითარებას და როგორ იქნება აფხაზეთი ფუნდამენტურად უკეთესი? აფხაზეთზე, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყანას არავითარი გავლენა არ აქვს..." - ამბობს ექსპერტი.

სხვა ექსპერტების თქმით, ინიციატივა შეიძლება საინტერესო იყოს რუსეთის მოქალაქეების ოპციებისთვის.

"პროექტს უპირატესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ აფხაზური კომპანიები მიიღებენ წვდომას იაფ ლიკვიდობაზე ევროპულ და ჰონგ-კონგის ბირჟებზე, კერძოდ, დოლარის მხარდაჭერილ სტაბილკოინზე" - მიაჩნია Grad Bar Association-ის საადვოკატო კოლეგიის მმართველს მარია აგრანოვსკაიას, რომლის თქმითაც, შესაძლოა, აფხაზური კომპანიები დაექვემდებარონ დასავლეთის სანქციებს და ადგილობრივ ბანკებს პოტენციურად გაუჭირდებათ კრიპტოვალუტის შესაძენად გადახდის ნებართვის მიღება.

კრიპტოჰაბის პროექტს მიუღებელს უწოდებს აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომლის თქმითაც, რუსეთი რეგიონში გარკვეული "მაქინაციური სქემების" ხარჯზე, რომელსაც აფხაზეთისთვის მომგებიანად წარმოაჩენს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

"ანუ ვაღიარებთ და ვეგუებით, რომ ქვეყანა კი არა, რუსეთის ქარხანა ვართ, თუ როგორ?.. თუ გავაპროტესტეთ, გარედან მართული ძალები ვართ?.. მართლა მაინტერესებს, რას ვაპირებთ, საით მივდივარ თუ მივდივართ საერთოდ?... რომ ბნელა, ვიცით, მაგრამ ასე ძალიან? რომელ კრიპტო ჰაბზე ვსაუბრობთ, როდესაც ამ ყინვაში უშუქოდ ვცხოვრობთ და რომ არ გავიყინოთ, საღამოს 6 საათზე საბნის ქვეშ ვართ შემძვრალი... თუ კოლონია ვართ, გვითხარით და სხვა ზომებს მივიღებთ" - წერს ადგილობრივი ლარისა ხაჯიმბა.

"ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი ახალგაზრდა მინისტრის მკაცრი სახით გაკეთებული განცხადება, რომ აფხაზეთში თურმე ანტირუსული განწყობები ღვივდება... ანუ თუ კორუფციის და ვიღაცის მაქინაციური სქემის ნაწილად ყოფნა არ მინდა, მართული აგენტი ვარ. აქამდე მაინტერესებდა, სადამდე წავიდოდა ამათი თავხედობა, ახლა ვხვდები, რომ ბოლომდე" - წერს რაულ ბენია.

"დავით დასანიას პოსტი წაიკითხეთ, ვისაც არ წაგიკითხავთ, ანტირუსული გამოსვლების გამო ავიწროებენ. ვინმეს "ეფესბეს" სტილი ხომ არ ეცნო... ყველაფერი ისე მიდის, მაიძულებენ ქვეყნიდან წავიდეო. რა ხდება, როდის გავხდით ასე ადვილი სამართავები?" - კითხულობს ლეონ აფხაზი...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"