მორიგ ავტოავარიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანას მკვიდრი ახალგაზრდა გია ბოლქვაძე ემსხვერპლა. ამის თაობაზე ინფორმაცია “გურია ნიუსმა" გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მოხდა.
გარდაცვლილს ერთი თვის მოყვანილი მეუღლე დარჩა.
გია ბოლქვაძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად. ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო, უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო, ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის საფიცარო ძმაო?! როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?" - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.