მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც სააკაშვილს ეუბნება, ხალხმრავალი აქცია იქნება და არ დაიშლება, იტყუება..." - აკაკი ბობოხიძე
"ვინც სააკაშვილს ეუბნება, ხალხმრავალი აქცია იქნება და არ დაიშლება, იტყუება..." - აკაკი ბობოხიძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ დღე­საც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბ­ნე­ბა, რომ ხვალ ხალ­ხმრა­ვა­ლი მი­ტინ­გი იქ­ნე­ბა და არ და­იშ­ლე­ბა, იტყუ­ე­ბა, ვერ ვხე­დავ ამ გან­წყო­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის თქმით, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ხალ­ხმრა­ვალ აქ­ცი­ებს და­ი­წყებს, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში არ შე­ურთდე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ "თუ მე­ო­რე დღეს­ვე დაშ­ლას აპი­რე­ბენ", მა­შინ მის აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნას აზრი არ აქვს.

"მა­ში­ნაც კი, როცა მისი პარ­ტია არ იყო მის გვერ­დში, ჩვენ ვი­დე­ქით მის გვერ­დში და პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­შას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ წა­მო­ვი­და და­სავ­ლე­თი­დან, იყო "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ინი­ცი­რე­ბუ­ლი. ჩვენ ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დით ყვე­ლას და ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ცუდი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს. მისი პარ­ტია მი­შას ტაშს უკ­რავ­და, რო­დე­საც ის იწყებ­და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მძი­მე შიმ­ში­ლო­ბას, ამ­ბობ­დნენ, საკ­მა­რი­სია, მიშა ცუ­დად გახ­დეს და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ერი გა­მო­ვარ­დე­ბა ქუ­ჩა­ში. კი მაგ­რამ მა­მა­ცხო­ნე­ბუ­ლო, მა­ინც და მა­ინც ცუ­დად უნდა გახ­დეს?

სო­ლი­და­რუ­ლე­ბი მის მი­მართ დღე­საც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბ­ნე­ბა, რომ ხვალ ხალ­ხმრა­ვა­ლი მი­ტინ­გი იქ­ნე­ბა და არ და­იშ­ლე­ბა, იტყუ­ე­ბა, ვერ ვხე­დავ ამ გან­წყო­ბას. ამი­ტომ, როცა მე­კი­თხე­ბი­ან შე­ვუ­ერ­თდე­ბი თუ არა აქ­ცი­ას, ამას წი­ნათ პა­სუ­ხი გა­ვე­ცი, რომ მეშ­ვი­დე დღეს შე­ვუ­ერ­თდე­ბი ხალ­ხმრა­ვალ აქ­ცი­ას. თუ შვი­დი დღის გაძ­ლე­ბას არ აპი­რებ, თუ მე­ო­რე დღეს­ვე იშ­ლე­ბი, მა­შინ გა­მა­გე­ბი­ნეთ, რა­ტომ ითხოვ ასე სა­სო­წარ­კვე­თით შე­მო­ერ­თე­ბას, ერ­თდღი­ან მი­ტინგს ერთი კა­ცით მეტი ეყო­ლე­ბა თუ ნაკ­ლე­ბი რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მი­ტინ­გის ზო­მას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, როცა ამ­ბობ, რომ ახლა იწყებ ისეთ რა­ღა­ცას, რო­მელ­საც გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვან და მა­ნამ­დე არ გა­ჩერ­დე­ბი. თუ მეშ­ვი­დე დღეს იქ არ დამ­ხვდი, მა­შინ მარ­თა­ლი ვყო­ფილ­ვარ, რომ ამ მოქ­მე­დე­ბას აკე­თებ, რო­გორც "მოქ­მე­დე­ბას მოქ­მე­დე­ბის­თვის".

მე სო­ლი­და­რო­ბას იმა­ში გა­მოვ­ხა­ტავ, რომ მი­შას ვე­უბ­ნე­ბი იმ მწა­რე სი­მარ­თლეს, რა რე­ა­ლო­ბა­შიც დღეს ვართ. მან უნდა გა­უძ­ლოს, თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას რა­მე­ნა­ი­რად თვი­თონ უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, იმი­ტომ, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­ზე­დაც და­სავ­ლე­თი მოქ­მე­დებს, გა­და­ლა­ხეს ეგ ზღვა­რი უკვე, იყო დრო, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის აზრს კი­დევ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, აღარ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ უკვე.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მი­შას დახ­სნას ითხოვს დღეს, რა­ტომ­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მე მა­კის­რე­ბენ და არა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის დახ­ვედ­რას ჰპირ­დე­ბო­და. იმათ მოს­თხო­ვონ პა­სუ­ხი. რა­ტომ არ სთხო­ვენ იცით? ისი­ნი დღე­საც "მიშა, მი­შას“ იძა­ხი­ან და ამ "მიშა, მი­შას“ ძა­ხილ­ში უფსკრულ­ში მი­ა­ქა­ნე­ბენ მი­შა­საც და რაც უფრო ცუ­დია, ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

ამას­თან, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის თქმით, ცრუ ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ადა­მი­ა­ნებს ყალბ წარ­მოდ­გე­ნებს უქ­მნის, რად­გან "ყვე­ლას ერ­თად თავს თუ მო­უყ­რი, ვერ მო­ვი­გებთ“.

"ადა­მი­ა­ნებს ყალბ წარ­მოდ­გე­ნას ვუქ­მნით ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე, რომ მა­ინც და მა­ინც ყვე­ლამ ერ­თად მი­შას დრო­შა ავი­ტა­ცოთ, ან ბო­ბო­ხი­ძის, ან გა­ხა­რი­ას. არა, ხალ­ხო, ჩვენ ყვე­ლამ ჩვენ ჩვე­ნი დრო­შით უკან უნდა დავ­რაზ­მოთ ადა­მი­ა­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

მართალს ამბობს ეს კაცი ხალხი არ გამოვა და არც უნდა გამოვიდეს მიშას გასანთავისუფლებლად

სენაკელი
6

საინტერესო იქნებოდა მის ლექციაზე დასწრება-პოლიტიკა კუბში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვინც სააკაშვილს ეუბნება, ხალხმრავალი აქცია იქნება და არ დაიშლება, იტყუება..." - აკაკი ბობოხიძე

"ვინც სააკაშვილს ეუბნება, ხალხმრავალი აქცია იქნება და არ დაიშლება, იტყუება..." - აკაკი ბობოხიძე

მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ ხალხმრავალ აქციებს დაიწყებს, პირველივე დღეებში არ შეურთდება, რადგან მიიჩნევს, რომ "თუ მეორე დღესვე დაშლას აპირებენ", მაშინ მის აქციაზე ყოფნას აზრი არ აქვს.

"მაშინაც კი, როცა მისი პარტია არ იყო მის გვერდში, ჩვენ ვიდექით მის გვერდში და პირველი განცხადებები მიშას დაკავებასთან დაკავშირებით რომ წამოვიდა დასავლეთიდან, იყო "ევროპული საქართველოს“ ინიცირებული. ჩვენ ვეხმიანებოდით ყველას და ვეუბნებოდით, რომ ცუდი პროცესები შეიძლება დაიწყოს. მისი პარტია მიშას ტაშს უკრავდა, როდესაც ის იწყებდა ჯანმრთელობისთვის მძიმე შიმშილობას, ამბობდნენ, საკმარისია, მიშა ცუდად გახდეს და გაგიჟებული ერი გამოვარდება ქუჩაში. კი მაგრამ მამაცხონებულო, მაინც და მაინც ცუდად უნდა გახდეს?

სოლიდარულები მის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას. ამიტომ, როცა მეკითხებიან შევუერთდები თუ არა აქციას, ამას წინათ პასუხი გავეცი, რომ მეშვიდე დღეს შევუერთდები ხალხმრავალ აქციას. თუ შვიდი დღის გაძლებას არ აპირებ, თუ მეორე დღესვე იშლები, მაშინ გამაგებინეთ, რატომ ითხოვ ასე სასოწარკვეთით შემოერთებას, ერთდღიან მიტინგს ერთი კაცით მეტი ეყოლება თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს. მიტინგის ზომას მნიშვნელობა აქვს, როცა ამბობ, რომ ახლა იწყებ ისეთ რაღაცას, რომელსაც გამარჯვებამდე მიიყვან და მანამდე არ გაჩერდები. თუ მეშვიდე დღეს იქ არ დამხვდი, მაშინ მართალი ვყოფილვარ, რომ ამ მოქმედებას აკეთებ, როგორც "მოქმედებას მოქმედებისთვის".

მე სოლიდარობას იმაში გამოვხატავ, რომ მიშას ვეუბნები იმ მწარე სიმართლეს, რა რეალობაშიც დღეს ვართ. მან უნდა გაუძლოს, თავის ჯანმრთელობას რამენაირად თვითონ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელზედაც დასავლეთი მოქმედებს, გადალახეს ეგ ზღვარი უკვე, იყო დრო, როდესაც დასავლეთის აზრს კიდევ ითვალისწინებდნენ, აღარ ითვალისწინებენ უკვე.

ის ადამიანები, ვინც მიშას დახსნას ითხოვს დღეს, რატომღაც პასუხისმგებლობას მე მაკისრებენ და არა იმ ადამიანებს, ვინც ასობით ათასი ადამიანის დახვედრას ჰპირდებოდა. იმათ მოსთხოვონ პასუხი. რატომ არ სთხოვენ იცით? ისინი დღესაც "მიშა, მიშას“ იძახიან და ამ "მიშა, მიშას“ ძახილში უფსკრულში მიაქანებენ მიშასაც და რაც უფრო ცუდია, ქვეყანას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, აკაკი ბობოხიძის თქმით, ცრუ ერთობაზე საუბარი ადამიანებს ყალბ წარმოდგენებს უქმნის, რადგან "ყველას ერთად თავს თუ მოუყრი, ვერ მოვიგებთ“.

"ადამიანებს ყალბ წარმოდგენას ვუქმნით ერთიანობაზე, რომ მაინც და მაინც ყველამ ერთად მიშას დროშა ავიტაცოთ, ან ბობოხიძის, ან გახარიას. არა, ხალხო, ჩვენ ყველამ ჩვენ ჩვენი დროშით უკან უნდა დავრაზმოთ ადამიანები“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.