მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა" - პროკურორი
"ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა" - პროკურორი

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბი­სას დიდი ოდე­ნო­ბით რუ­სუ­ლი ფული და ე.წ. აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი ჰქონ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც ბად­რი ესე­ბუა დის­ტან­ცი­უ­რად ერ­თვე­ბა.

ესე­ბუ­ამ მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, ცნობ­და, თუ არა ის თავს დამ­ნა­შა­ვედ, უპა­სუ­ხა, რომ არა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბად­რი ესე­ბუ­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ, რო­მე­ლიც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბას ეხე­ბა.

რო­გორც სხდო­მა­ზე საქ­მის პრო­კუ­რორ­მა დი­მიტ­რი ხვი­ტი­ამ აღ­ნიშ­ნა, მო­ცე­მულ საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს, რად­გან ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის სიმ­ძი­მი­დან და ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მკაც­რი სახე - პა­ტიმ­რო­ბა უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

დი­მიტ­რი ხვი­ტი­ას თქმით, არ­სე­ბობ­და, რო­გორც მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, ასე­ვე მი­მალ­ვის საფრ­თხე. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ესე­ბუა ძებ­ნი­ლი იყო და ემა­ლე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, ის ბრა­ლის აღი­ა­რე­ბით არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა და მისი და­კა­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად მოხ­და.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბი­სას დიდი ოდე­ნო­ბით რუ­სუ­ლი ფული და აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი ჰქონ­და, რაც მისი მი­მალ­ვის საფრ­თხეს ადას­ტუ­რებს.

ხვი­ტი­ას გან­მარ­ტე­ბით, ბად­რი ესე­ბუ­ას სხვა საქ­მე­ზე პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ესე­ბუ­ას აღ­ნიშ­ნულ­ზეც - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა შე­ე­ფარ­დოს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა და აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის ორ­ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 8 თე­ბერ­ვალს, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ომი­ა­ნე ჯი­ქი­ას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა" - პროკურორი

"ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა" - პროკურორი

"საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც ბადრი ესებუა დისტანციურად ერთვება.

ესებუამ მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა, თუ არა ის თავს დამნაშავედ, უპასუხა, რომ არა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ეხება.

როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ აღნიშნა, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს, რადგან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

დიმიტრი ხვიტიას თქმით, არსებობდა, როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის საფრთხე. მისივე განცხადებით, ესებუა ძებნილი იყო და ემალებოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ის ბრალის აღიარებით არ გამოცხადებულა და მისი დაკავება სპეციალური ღონისძიების შედეგად მოხდა.

პროკურორის განმარტებით, ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და აფხაზური პასპორტი ჰქონდა, რაც მისი მიმალვის საფრთხეს ადასტურებს.

ხვიტიას განმარტებით, ბადრი ესებუას სხვა საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ესებუას აღნიშნულზეც - ცეცხლსასროლი იარაღი უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ორჯერ გამოყენება, მიზანშეწონილი არ არის.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

"საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.