სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ლარი შესწირეს ხაბეიშვილმა და ხერხეულიძემ "ნაცმოძრაობას" და რა თანხა მიიღო "ოცნებამ", რომლის შემომწირველებს შორის თამაზ თამაზაშვილია?
რამდენი ლარი შესწირეს ხაბეიშვილმა და ხერხეულიძემ "ნაცმოძრაობას" და რა თანხა მიიღო "ოცნებამ", რომლის შემომწირველებს შორის თამაზ თამაზაშვილია?

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ე­ბის ნა­წილ­მა, 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში, 1 953 200.25 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღო.

კერ­ძოდ, 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი - 1 036 000 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" მო­დის. მას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 შე­მომ­წირ­ვე­ლი ჰყავ­და, რო­მელ­თა ნა­ხე­ვარ­მაც მმარ­თველ პარ­ტი­ას 50-50 ათა­სი ლარი შეს­წი­რა. შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რი­საა თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებს შო­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შემ­დეგ, 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მეტი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით პარ­ტი­ამ "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მი­ი­ღო. პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 54 ერ­თე­უ­ლი თან­ხის ჩა­რი­ცხვა ფიქ­სირ­დე­ბა, რაც ჯამ­ში, 619 437 ლარს შე­ად­გენს.

შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის არი­ან, დე­პუ­ტა­ტი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 40 ათა­სი ლარი შეს­წი­რა. ასე­ვე, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, პარ­ტი­ის­თვის შპს „მე­გა­კომ­მა“ 120 ათა­სი ლარი გა­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მო­წი­რუ­ლე­ბას, 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ამ შე­მო­წი­რუ­ლე­ბის სა­ხით 216 687.25 ლარი მი­ი­ღო. პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თან­ხის 94-ჯერ ჩა­რი­ცხვა ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის არი­ან პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი: გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ის­თვის 12 ათა­სი ლარი გა­ი­ღო; და­ვით ხა­ჯიშ­ვი­ლი, მან პარ­ტი­ას 5 ათა­სი ლარი შეს­წი­რა; ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, რო­მელ­მაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ 6 ათა­სი ლარი შეს­წი­რა, აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლო­ვი (10 ათა­სი ლარი), პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი (20 ათა­სი ლარი), ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარ­ტი­ის­თვის 5-5 ათა­სი ლარი გა­ი­ღეს, ასე­ვე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 5 ათა­სი ლარი შეს­წი­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, მან 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 49 176 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღო. პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე 47 ჩა­რი­ცხვა ფიქ­სირ­დე­ბა. შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე, მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია და პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა და კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძე.

კი­დევ ერ­თმა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ „ევ­რო­პელ­მა სო­ცი­ა­ლის­ტებ­მა“ 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 31 900 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ე­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბებს 2023 წელს, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, პარ­ტი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებს“ ჯერ მხო­ლოდ თითო შე­მომ­წირ­ვე­ლი ჰყავთ.

2023 წელს კი პარ­ტი­ის­თვის „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თან­ხა 3 შე­მომ­წირ­ველ­მა გა­ი­ღო. მათ ჯამ­ში, პარ­ტი­ას 73 ათა­სი ლარი შეს­წი­რეს, მათ შო­რი­საა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 10 ათა­სი ლარი შეს­წი­რა.

აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა“ და „მო­ქა­ლა­ქე­ებს“ 2022 წელს, ისე რო­გორც 2023 წლის იან­ვარ­ში შე­მო­წი­რუ­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
78

არ შეილება ერთი დღე დაგვასვენოთ მიშაზე და ნაცების სტიებით ქვეყანა რა დღეშია იქნევ ვიგლოვოთ და უფალს გადარჩენ შევთხოვოთ🙏🙏🙏

?!
27

თამაზაშვილი ედიკას დროიდან აყაჩაღებს ამ ქვეყანას! რა ხალხი დაასვა ქვეყანას წურბელებად ფულიანმა კაცმა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რამდენი ლარი შესწირეს ხაბეიშვილმა და ხერხეულიძემ "ნაცმოძრაობას" და რა თანხა მიიღო "ოცნებამ", რომლის შემომწირველებს შორის თამაზ თამაზაშვილია?

რამდენი ლარი შესწირეს ხაბეიშვილმა და ხერხეულიძემ "ნაცმოძრაობას" და რა თანხა მიიღო "ოცნებამ", რომლის შემომწირველებს შორის თამაზ თამაზაშვილია?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება "ქართულ ოცნებაზე" მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი.

საპარლამენტო პარტიებს შორის, "ქართული ოცნების" შემდეგ, 2022 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოწირულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" მიიღო. პარტიის ანგარიშზე, გასული წლის განმავლობაში, 54 ერთეული თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება, რაც ჯამში, 619 437 ლარს შეადგენს.

შემომწირველებს შორის არიან, დეპუტატი დავით უსუფაშვილი, პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 40 ათასი ლარი შესწირა. ასევე, ამავე პერიოდში, პარტიისთვის შპს „მეგაკომმა“ 120 ათასი ლარი გაიღო.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულებას, 2022 წლის განმავლობაში პარტიამ შემოწირულების სახით 216 687.25 ლარი მიიღო. პარტიის ანგარიშზე, გასული წლის განმავლობაში, თანხის 94-ჯერ ჩარიცხვა ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შემომწირველებს შორის არიან პარლამენტის დეპუტატები: გიორგი ბოტკოველი, რომელმაც პარტიისთვის 12 ათასი ლარი გაიღო; დავით ხაჯიშვილი, მან პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა; ეკა ხერხეულიძე, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 6 ათასი ლარი შესწირა, აბდულა ისმაილოვი (10 ათასი ლარი), პეტრე ცისკარიშვილი (20 ათასი ლარი), ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა პარტიისთვის 5-5 ათასი ლარი გაიღეს, ასევე, საკრებულოს წევრი გიორგი ონიანი, რომელმაც პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მან 2022 წლის განმავლობაში 49 176 ლარის შემოწირულება მიიღო. პარტიის ანგარიშზე 47 ჩარიცხვა ფიქსირდება. შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე მოწერელია და პარტიის წევრები ბერდია სიჭინავა და კახაბერ ქემოკლიძე.

კიდევ ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ 2022 წლის განმავლობაში 31 900 ლარის შემოწირულება მიიღო.

რაც შეეხება საპარლამენტო პარტიების შემოწირულებებს 2023 წელს, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“ და „ევროპელ სოციალისტებს“ ჯერ მხოლოდ თითო შემომწირველი ჰყავთ.

2023 წელს კი პარტიისთვის „ლელო საქართველოსთვის“ თანხა 3 შემომწირველმა გაიღო. მათ ჯამში, პარტიას 73 ათასი ლარი შესწირეს, მათ შორისაა მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ 2022 წელს, ისე როგორც 2023 წლის იანვარში შემოწირულება არ მიუღიათ.