პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ
ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მე - ეს კა­რა­ქია. მას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვა­რი­ა­ცი­ით, მათ შო­რის, თაფლთან, ჯემ­თან, ყველ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ. ის არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც რძის შე­დღვე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა და სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბის არ­სე­ბობს. კა­რა­ქი ბევ­რს უყ­ვარს, მაგ­რამ მის სწო­რად შე­ნახ­ვი­სა და მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. სწო­რედ ამი­ტომ გთა­ვა­ზობთ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გის ნინო ბუ­რძგლას რჩე­ვებს, თუ რო­გორ უნდა შე­არ­ჩი­ოთ და შე­ი­ნა­ხოთ კა­რა­ქი, რომ მან ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი არ და­კარ­გოს.

სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბის კა­რა­ქი

არ­სე­ბობს სტან­დარ­ტუ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 82%) და და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი (და­ახ­ლო­ე­ბით 72%) კა­რა­ქი. ერ­თმა­ნე­თის­გან ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბით: ფე­რით, გე­მო­თი და სუ­ნით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც თვალ­სა­ჩი­ნოა და მას სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი. სტან­დარ­ტულ კა­რაქს რძის ცხი­მის მკვეთ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი გემო აქვს. ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი გემო არ მოს­წონს, და­ბალ­ცხი­მი­ან კა­რაქს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩვენს ასორ­ტი­მენ­ტში ორი­ვე სა­ხე­ო­ბის კა­რა­ქია: პრე­მი­უმ კა­რა­ქი 82% ცხი­მით და და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი 71% ცხი­მით. პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც 71% ცხი­მი­ან­ზე ნაკ­ლე­ბია ის სპრე­დია.

ხა­რის­ხი­ა­ნი კა­რა­ქის სტრუქ­ტუ­რა

გა­ყინ­ვის დროს კა­რა­ქი უნდა იყოს მსხვრე­ვა­დი. ეს მის ხა­რისხს უს­ვამს ხაზს. ხე­ლის გუ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა კი საკ­მა­რი­სია, რომ მან დნო­ბა/დარ­ბი­ლე­ბა და­ი­წყოს. ხელ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი მა­ლე­ვე გა­გი­ცხი­მი­ა­ნებთ ხელს, რად­გან ის დად­ნე­ბა და კან­ში შე­ი­ზი­ლე­ბა. სპრე­დი კი კანს ზე­და­პირ­ზე ეს­მე­ვა და ცხე­ლი წყლით და­ბა­ნის დრო­საც კი შე­იძ­ლე­ბა არ მო­შორ­დეს.

მი­ნუს და პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ნახ­ვა

კა­რაქს შე­ნახ­ვის ორგვა­რი პი­რო­ბე­ბი აქვს. ის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ნა­ხოთ რო­გორც მი­ნუს, ისე პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი შე­ნახ­ვის ვადა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ზო­გა­დად, სა­სურ­ვე­ლია პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ი­ნა­ხოთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კა­რა­ქი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბა­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აპი­რებთ. და­ნარ­ჩე­ნი კა­რა­ქი კი მო­ა­თავ­სეთ სა­ყი­ნუ­ლე­ში, მი­ნუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რას, ის უნდა იყოს +3+5 გრა­დუ­სი.

ფერ­შეც­ვლი­ლი, მოყ­ვი­თა­ლო კა­რა­ქი

კა­რა­ქი, რო­მელ­საც ჰა­ერ­თან აქვს შე­ხე­ბა, ყო­ველ­თვის იც­ვლის ფერს. ამავდრო­უ­ლად, ის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იღებს გვერ­დით მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სუნ­სა და გე­მოს. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია კა­რა­ქი არა სა­კუ­თა­რი შე­ფუთ­ვით, არა­მედ ვა­კუ­მი­რე­ბულ სა­კა­რა­ქე­ში შე­ი­ნა­ხოთ. თუმ­ცა ფერ­შეც­ვლი­ლი, მოყ­ვი­თა­ლო კა­რა­ქი არ ნიშ­ნავს, რომ ის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია. უბ­რა­ლოდ მისი ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია.

კა­რა­ქის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ბი­ლე­ბა და გა­ყინ­ვა

მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რომ კა­რაქს მოხ­მა­რე­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე იღე­ბენ მა­ცივ­რი­დან, რომ დარ­ბილ­დეს. ეს არას­წო­რია. არა მხო­ლოდ კა­რა­ქის, არა­მედ არც ერთი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ტემ­პე­რა­ტუ­რის რამ­დენ­ჯერ­მე ცვლი­ლე­ბა არაა სა­სურ­ვე­ლი. თუ კა­რა­ქის წი­ნას­წარ გა­მო­ღე­ბა და დარ­ბი­ლე­ბა გსურთ, გა­მო­ი­ღეთ მხო­ლოდ ის ოდე­ნო­ბა, რო­მელ­საც ერთჯე­რა­დად მო­იხ­მართ.

სა­კა­რა­ქე

კა­რა­ქი აუ­ცი­ლებ­ლად სა­კა­რა­ქე­ში უნდა ინა­ხე­ბო­დეს და ის ჰერ­მე­ტუ­ლად და­ხუ­რუ­ლი უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია, რომ სა­კა­რა­ქე მი­ნის ან კე­რა­მი­კის იყოს. პლასტმა­სი მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სუნს ად­ვი­ლად იღებს და შემ­დეგ სხვა პრო­დუქტზე გა­და­აქვს.

ავტორი:

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

ბევრისთვის საყვარელი საუზმე - ეს კარაქია. მას სხვადასხვაგვარი ვარიაციით, მათ შორის, თაფლთან, ჯემთან, ყველთან ერთად მიირთმევენ. ის არის ნატურალური რძის პროდუქტი, რომელიც რძის შედღვების შედეგად მიიღება და სხვადასხვა პროცენტულობის არსებობს. კარაქი ბევრს უყვარს, მაგრამ მის სწორად შენახვისა და მოხმარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „დღის“ მთავარი ტექნოლოგის ნინო ბურძგლას რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ და შეინახოთ კარაქი, რომ მან ორგანოლეპტიკური თვისებები არ დაკარგოს.

სხვადასხვა პროცენტულობის კარაქი

არსებობს სტანდარტული (დაახლოებით 82%) და დაბალცხიმიანი (დაახლოებით 72%) კარაქი. ერთმანეთისგან ორგანოლეპტიკური თვისებებით: ფერით, გემოთი და სუნით მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება მომხმარებლისთვისაც თვალსაჩინოა და მას საკუთარი გემოვნების შესაბამისად შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი. სტანდარტულ კარაქს რძის ცხიმის მკვეთრი და ინტენსიური გემო აქვს. ვისაც აღნიშნული გემო არ მოსწონს, დაბალცხიმიან კარაქს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს ასორტიმენტში ორივე სახეობის კარაქია: პრემიუმ კარაქი 82% ცხიმით და დაბალცხიმიანი 71% ცხიმით. პროდუქტი, რომელიც 71% ცხიმიანზე ნაკლებია ის სპრედია.

ხარისხიანი კარაქის სტრუქტურა

გაყინვის დროს კარაქი უნდა იყოს მსხვრევადი. ეს მის ხარისხს უსვამს ხაზს. ხელის გულის ტემპერატურა კი საკმარისია, რომ მან დნობა/დარბილება დაიწყოს. ხელზე მოხვედრილი ნამდვილი კარაქი მალევე გაგიცხიმიანებთ ხელს, რადგან ის დადნება და კანში შეიზილება. სპრედი კი კანს ზედაპირზე ესმევა და ცხელი წყლით დაბანის დროსაც კი შეიძლება არ მოშორდეს.

მინუს და პლუს ტემპერატურაზე შენახვა

კარაქს შენახვის ორგვარი პირობები აქვს. ის შეიძლება შეინახოთ როგორც მინუს, ისე პლუს ტემპერატურაზე. თუმცა ამ შემთხვევაში მისი შენახვის ვადა განსხვავებულია. ზოგადად, სასურველია პლუს ტემპერატურაზე შეინახოთ მცირე რაოდენობის კარაქი, რომლის მოხმარებასაც უახლოეს პერიოდში აპირებთ. დანარჩენი კარაქი კი მოათავსეთ საყინულეში, მინუს ტემპერატურაზე. რაც შეეხება პლუს ტემპერატურას, ის უნდა იყოს +3+5 გრადუსი.

ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი

კარაქი, რომელსაც ჰაერთან აქვს შეხება, ყოველთვის იცვლის ფერს. ამავდროულად, ის ძალიან მარტივად იღებს გვერდით მოთავსებული საკვების სუნსა და გემოს. ამიტომ სასურველია კარაქი არა საკუთარი შეფუთვით, არამედ ვაკუმირებულ საკარაქეში შეინახოთ. თუმცა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი არ ნიშნავს, რომ ის გაფუჭებულია. უბრალოდ მისი ორგანოლეპტიკური თვისებები დაქვეითებულია.

კარაქის რამდენჯერმე დარბილება და გაყინვა

მიღებული პრაქტიკაა, რომ კარაქს მოხმარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე იღებენ მაცივრიდან, რომ დარბილდეს. ეს არასწორია. არა მხოლოდ კარაქის, არამედ არც ერთი საკვები პროდუქტის ტემპერატურის რამდენჯერმე ცვლილება არაა სასურველი. თუ კარაქის წინასწარ გამოღება და დარბილება გსურთ, გამოიღეთ მხოლოდ ის ოდენობა, რომელსაც ერთჯერადად მოიხმართ.

საკარაქე

კარაქი აუცილებლად საკარაქეში უნდა ინახებოდეს და ის ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს. სასურველია, რომ საკარაქე მინის ან კერამიკის იყოს. პლასტმასი მასში მოთავსებული საკვების სუნს ადვილად იღებს და შემდეგ სხვა პროდუქტზე გადააქვს.