ქეთი სიჭინავა პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მეუღლეა. წყვილმა 2010 წელს იქორწინა და უკვე სამი შვილი ჰყავს, 7 წლის ანასტასია, 9 წლის - დაჩი და 11 წლის - მიშიკო. წყვილის საოჯახო ცხოვრების შესახებ ინტერვიუ ქეთისთან ჩავწერეთ, საუბარი კი სასიყვარულო ისტორიით დავიწყეთ.
- 18 წლის ვიყავი, გიორგი რომ გავიცანი ვენაში, მაშინ იქ ვსწავლობდი. 10 წლით არის ჩემზე უფროსი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მასთან რამე მსგავსი ურთიერთობა შეიძლებოდა მქონოდა, ვუყურებდი ისე, როგორც უფროს ადამიანს. ვიცოდი, ლექციებს კითხულობდა და მოვიხსენიებდი, როგორც ლექტორს, „ლექტორი კაცი“ - ასე ვეძახდი მეგობრებში (იცინის). დროთა განმავლობაში ეს ლექტორი კაცი დამიახლოვდა, ხშირად ჩამოდიოდა ვენაში და მოხდა ისე, რომ ძალიან მალე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.
- როგორ მიიღეთ გადაწყვტილება რომ „ლექტორი კაცისთვის“ დაგეკავშირებინათ ცხოვრება?
- გიორგი ყოველთვის ძალიან განვითარებული, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი იყო, ეს ის სამი თვისებაა, რასაც ბავშვობიდან ყველაზე მატად ვაფასებ ადამიანში, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე.
- რამდენად მკაცრი და მომთხოვნი ხართ შვილებთან და გიორგი როგორი მამაა?
- გიორგი ძალიან თბილია ოჯახში და ბავშვებთან განსაკუთრებით, მომთხოვნიც არის, მაგრამ არასდროს შეურაცხყოფა არ მიუყენებია შვილებისთვის და არ დაუძაბავს. ზოგადად, ეს ახალი თაობა ისეთი განვითარებულია, სხვადასხვა საკითხის შესახებ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, იციან რომელ წრეზე უნდათ სიარული, რომელზე - არა, ჩვენც ვაძლევთ საშუალებას, რომ დამატებით თავად აარჩიონ, რაზე ივლიან და რითი დაკავდებიან. ანასტასიას ხან სიმღერაზე სიარული მოუნდება, ხან - ცეკვაზე, დაჩი ჭადრაკზე დადის, მიშკას უყვარს ფეხბურთი. მთავარი მოთხოვნა მათ მიმართ არის, რომ კარგად ისწავლონ და კარგად მოიქცნენ.
- მამის საჯარო ცხოვრებას თუ ადევნებენ თვალს?
- როცა ტელევიზიით ხედავენ, რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ, "მამიკო, მამიკო" - იძახიან, თუმცა, შინაარსობრივად ვერ ხვდებიან პოლიტიკური განცხადებების მნიშვნელობას.
- სირთულეები თუ გქონიათ როგორც დედას, ბავშვებთან მიმართებაში?
- ჯერ პატარები არიან და სირთულეები დიდად არ მიგრძვნია, ერთადერთი რაც გაგვიჭირდა, ანასტასიას მოთვინიერებაა. ბიჭები უპრობლემოდ გავზარდე, მაგრამ ანასტასიამ მთელი ოჯახი ყირაზე დაგვაყენა, მის გარშემო ვტრიალებთ ყველა...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: