გავრცელებული ინფორმაციით, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი უკვე წელიწადზე მეტია კომპანია Oracle-ის გარდაცვლილი დირექტორის, მარკ ჰერდის ქვრივს, პაულა ჰერდს ხვდება.
"ისინი განუყრელები არიან. უკვე წელიწადზე მეტია ერთად არიან. მას, როგორც იდუმალ ქალს, ასე აღწერდნენ ხოლმე, თუმცა მათი მეგობრებისთვის საიდუმლო არ ყოფილა, რომ ისინი რომანტიკულ ურთიერთობაში არიან", - განაცხადა Daily Mail-თან წყვილის მეგობარმა.
პაულას მეუღლე 2019 წელს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. იმ დროისთვის მარკის ქონება 500-მილიონ დოლარს შეადგენდა.
60 წლის პაულა ჰერდის და 67 წლის ბილ გეითსს საერთო სანაცნობო წრე ჰყავთ და მათი გზები მარკის სიკვდილამდე გადაიკვეთა: როგორც ცნობილია, ორივეს ძალიან უყვარს ჩოგბურთი.
გასულ თვეში, Microsoft-ის დამფუძნებელი და მისი ახალი პარტნიორი ავსტრალიაში, მელბურნში სეირნობისას შენიშნეს, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ქალის ვინაობა.
პაულას და მარკს ორი შვილი ჰყავთ, კეტრინი და კელი. გეითსი, თავის მხრივ, 27 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული ყოფილ მეუღლეზე, მელინდა გეითსზე.
ისინი 2021 წელს განქორწინდნენ. ბილსა და მელინდას 3 შვილი ჰყავთ - ჯენიფერი, რორი და ფიბი.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა