პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Google-ის AI ბოტის შეცდომამ კომპანია 100 მილიარდით აზარალა - დასმულ კითხვას, საჩვენებელ ვიდეოში, ბოტმა არასწორად უპასუხა
Google-ის AI ბოტის შეცდომამ კომპანია 100 მილიარდით აზარალა - დასმულ კითხვას, საჩვენებელ ვიდეოში, ბოტმა არასწორად უპასუხა

Google-ს სურს, მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცოს, რომ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცია აქვს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სფე­რო­ში. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამას ვერ ახერ­ხებს. გა­მოქ­ვეყ­ნდა კომ­პა­ნი­ის ახა­ლი AI ბო­ტის, Bard-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად ვი­დეო, თუმ­ცა ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ბოტი დას­მულ კი­თხვებს არას­წო­რად პა­სუ­ხობს.

ამან გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­ლე­ნა იქო­ნია Google-ის მფლო­ბელ კომ­პა­ნია Alphabet-ის აქ­ცი­ე­ბის ფას­ზე. ოთხშა­ბათს მისი აქ­ცი­ე­ბი 7%-ით გა­უ­ფა­სურ­და, რა­მაც ფირ­მის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით აზა­რა­ლა.

რო­დე­საც Bard-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ბოტს ჰკი­თხებს, რა უნდა ვუ­თხრათ 9 წლის ბავ­შვს ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მან არას­წო­რი პა­სუ­ხი გას­ცა.

ბოტ­მა უპა­სუ­ხა, რომ ტე­ლეს­კოპ­მა პირ­ველ­მა გა­და­ი­ღო მზის სის­ტე­მის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის სუ­რა­თე­ბი, როცა, რე­ა­ლუ­რად, ეს მიღ­წე­ვა European Very Large Telescope-ს ეკუთ­ვნის (2004 წ.). ეს შეც­დო­მა ას­ტრო­ნო­მებ­მა სწრა­ფად შე­ნიშ­ნეს:

"რა­ტომ არ გა­და­ა­მოწ­მეთ ფაქ­ტის სის­წო­რე, სა­ნამ გა­ა­ზი­ა­რებ­დით?" - წერს "ტვი­ტერ­ზე" ნი­უ­კას­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, კრის ჰა­რი­სო­ნი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნია, Microsoft-ი თა­ვი­სი­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ჩატ­ბოტს, ChatGPT-ის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ას უშ­ვებს. ChatGPT-ის პროგ­რა­მა შარ­შან­ვე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით.

Microsoft-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მისი Bing სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის ახა­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მორ­ჩე­ბო­და Google-ს, ახლა ChatGPT-ის ტექ­ნო­ლო­გი­ის უახ­ლეს ფორ­მას გა­მო­ი­ყე­ნებს. სკეპ­ტი­კო­სე­ბი კომ­პა­ნი­ებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბამ არას­წო­რი შე­დე­გე­ბის რის­კი გა­ზარ­დო­სა და პლა­გი­ა­ტის პრობ­ლე­მა გა­ამ­ძაფ­როს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

Google-ის AI ბოტის შეცდომამ კომპანია 100 მილიარდით აზარალა - დასმულ კითხვას, საჩვენებელ ვიდეოში, ბოტმა არასწორად უპასუხა

Google-ის AI ბოტის შეცდომამ კომპანია 100 მილიარდით აზარალა - დასმულ კითხვას, საჩვენებელ ვიდეოში, ბოტმა არასწორად უპასუხა

Google-ს სურს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მოწინავე პოზიცია აქვს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. თუმცა, ჯერჯერობით, ამას ვერ ახერხებს. გამოქვეყნდა კომპანიის ახალი AI ბოტის, Bard-ის შესაძლებლობების საჩვენებლად ვიდეო, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ ბოტი დასმულ კითხვებს არასწორად პასუხობს.

ამან გარკვეულწილად გავლენა იქონია Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ის აქციების ფასზე. ოთხშაბათს მისი აქციები 7%-ით გაუფასურდა, რამაც ფირმის საბაზრო ღირებულება 100 მილიარდი დოლარით აზარალა.

როდესაც Bard-ის სახელით ცნობილი ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტს ჰკითხებს, რა უნდა ვუთხრათ 9 წლის ბავშვს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აღმოჩენების შესახებ, მან არასწორი პასუხი გასცა.

ბოტმა უპასუხა, რომ ტელესკოპმა პირველმა გადაიღო მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების სურათები, როცა, რეალურად, ეს მიღწევა European Very Large Telescope-ს ეკუთვნის (2004 წ.). ეს შეცდომა ასტრონომებმა სწრაფად შენიშნეს:

"რატომ არ გადაამოწმეთ ფაქტის სისწორე, სანამ გააზიარებდით?" - წერს "ტვიტერზე" ნიუკასლის უნივერსიტეტის თანამშრომელი, კრის ჰარისონი.

პარალელურად, კონკურენტი კომპანია, Microsoft-ი თავისივე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, ChatGPT-ის განახლებულ ვერსიას უშვებს. ChatGPT-ის პროგრამა შარშანვე გახდა პოპულარული თავისი შესაძლებლობებით.

Microsoft-ში განაცხადეს, რომ მისი Bing საძიებო სისტემის ახალი ვერსია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამორჩებოდა Google-ს, ახლა ChatGPT-ის ტექნოლოგიის უახლეს ფორმას გამოიყენებს. სკეპტიკოსები კომპანიებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ტექნოლოგიების დაჩქარებაულად განვითარებამ არასწორი შედეგების რისკი გაზარდოსა და პლაგიატის პრობლემა გაამძაფროს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა