მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა" - რას აცხადებს ესებუას ადვოკატი
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა" - რას აცხადებს ესებუას ადვოკატი

რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფებ­და. იყო აფხა­ზეთ­შიც, მაგ­რამ დიდი ხნით არა, - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ რაც ესე­ბუ­ას სა­ხელ­მა გა­იჟ­ღე­რა ბან­კის ძარ­ცვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ესე­ბუ­ას გა­უჩ­ნდა გან­ცდა, რომ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და და ამი­ტომ იმა­ლე­ბო­და.

"გუ­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე და შე­სა­ბა­მი­სად, მქონ­და გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის სა­უ­ბა­რი. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ იმ თე­მა­ზე, რაც ეხე­ბო­და მისი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს. მისი პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია, რომ ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და შემ­ხებ­ლო­ბა ამ და­ნა­შა­ულ­თან არ აქვს.

ის, თუ რა­ტომ იმა­ლე­ბო­და, მისი გან­მარ­ტე­ბით, ყა­ჩა­ღო­ბი­დან მე­ო­რე დღეს გაჟ­ღერ­და მისი სა­ხე­ლი, და­ი­წყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და გა­უჩ­ნდა გან­ცდა, იმის გამო, რომ თან­ხა იყო ბან­კი­დან წა­ღე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი­ყო დევ­ნის ობი­ექ­ტი ყვე­ლა მხრი­დან, მარ­ტო პო­ლი­ცი­ას არ გუ­ლის­ხმობ­და. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს გას­ჩე­ნო­და ინ­ტე­რე­სი და "ენა­დი­რათ" ამ პირ­ზე. იმის გამო, რომ საფრ­თხეს გრძნობ­და, თავი აა­რი­და. მისი ძმაც და­ა­კა­ვეს, ნახა, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მის ოჯახ­ზე და არა­კა­ნო­ნი­ე­რი დევ­ნა მას­ზე, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ის ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფებ­და. იყო აფხა­ზეთ­შიც, მაგ­რამ დიდი ხნით არა", - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით ესე­ბუ­ას­თვის არა­ფე­რი უკი­თხავს, რად­გან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, რომ ბან­კის ყა­ჩა­ღო­ბას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. მი­სი­ვე თქმით, ბად­რი ესე­ბუა სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­ეს­წრე­ბა.

"ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წრე­ბა, მისი ინ­ტე­რე­სიც არის. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მისი ძმა უსა­მარ­თლოდ არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, დიდი იმე­დი არა აქვს, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ და ვიბ­რძო­ლოთ სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით", - აღ­ნიშ­ნა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა გუ­შინ, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ომი­ა­ნე ჯი­ქი­ას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნუნუ
0

დეგნანის ფოტო რა შუაშია ამ სტატიასთან?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა" - რას აცხადებს ესებუას ადვოკატი

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა" - რას აცხადებს ესებუას ადვოკატი

როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა, - ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ესებუას სახელმა გაიჟღერა ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით, ესებუას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ იმალებოდა.

"გუშინ პირველად ვნახე და შესაბამისად, მქონდა გაცნობითი ხასიათის საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რაც ეხებოდა მისი სისხლის სამართლის საქმეს. მისი პოზიცია ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს.

ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და "ენადირათ" ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო.

როგორც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, თანხასთან დაკავშირებით ესებუასთვის არაფერი უკითხავს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბანკის ყაჩაღობასთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, ბადრი ესებუა სასამართლო პროცესს დაესწრება.

"ბრალდებული სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება, მისი ინტერესიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა უსამართლოდ არის გასამართლებული, დიდი იმედი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით", - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

"საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.