რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
კარასინის აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს „ხელების გადაგრეხას“ იწყებს რუსეთთან „მშვიდი ურთიერთობის გამო“.
"როგორც შეიძლება მოელოდეთ, ახლა დასავლეთი იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა: გააკეთე ეს! ამაზე კომენტარის გაკეთება აზრი არ აქვს!,- წერს კარასინი "ტელეგრამზე".
არც რუსეთი მინდა, არც დასავლეთი,არც უკრაინა,არც თურქეთი. მე მინდა პრაგმატული, ყველასთან მოზომილი, კეთილმეზობლური ურთიერთობა.არც არავის ვასალობა გვჭირდება, მშვიდად უნდა გატარდეს უპირველესად საქართველოს ინტერესები. ყველანაირად უნდა ვეცადოთ ავირიდოთ სამხედრო კონფლიქტი.არც ერთი ბიჭი არ გვყავს გასამეტებელი, ისედაც საჯიშე ბიჭების ნაკლებობას განვიცდით. ომში კი მხოლოდ ასეთები იხოცებიან. ამ არეულ დროში მთავარია"მშვიდობა საქართველოს"
რუსეთს საქართველოში თავისი გეოპოლიტიკური იტერესი უკვე დაკმაყოფილებული აქვს, ანუ რა, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის მეშვეობით შავზღვაზე კონტროლის არეალის გაზრდა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მეშვეობით საქართველოს ცენტრალურ ნაწილსა და დედაქალაქზე სამხედრო ზემოქმედების ბერკეტი (ანუ რო რამე ის უკვე აქ დგას), აქედან გამომდინარე, სანამ რუსეთი ასეთი სამხედრო პოტენციალით იარსებებს სამყაროში, საქართველოში სხვა ძალა ცხვირს ვერ შემოყოფს, ასე რომ რუსეთის დამხობამდე დაივიწყეთ ნატო, ხოლო როდის დაემხობა კაციშვილმა არ იცის (უკრაინიდან სულ პანჩურებით რომ გაყარონ, ეს არ მაინც ნიშნავს მის დამხობას, იმ მარტივი მიზეზით, რომ ათასობით ატომური ბომბი აქვს) !!!
ხოდა იმედი იმისა რომ შესაძლოა ოდესმე რუსეთმა კეთილი ნების გამოხატულებით დაგვიბრუნოს ტერიტორიები, ფუჭია, იმ მარტივი მიზეზით რომ არანაირი გეოპოლიტიკური იძულება არ დგას მის თავს ასეთი ნაბიჯი გადადგას (იმპერიები ასე "ტუფტაზე" არავის არაფერს უთმობენ).
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ე. წ არგაღიზიანების პოლიტიკა არ უნდა გავაგრძელოთ, რატომ? იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს იმ იმპერიებისთვის წიხლების კვრა რომლებიც მათ მეზობლად არსებობდნენ ყოველთვის ძვირად უჯდებოდათ და მშვიდობის ფასი იმაზე ძვირი იყო ხოლმე ვიდრე ახლა ვიხდით, ასე რომ დააფასეთ ის რაც ამჟამად გვაქვს!!!
თუ რუსეთმა ეგზისტენციალური საფრთხე იგრძნო საქართველოდან (გაიხსენეთ 2008 წელს რა დრო დასჭირდათ საქართველოში შემოსასვლელად და იგოეთამდე ჩამოსაღწევად? და გაითვალისწინეთ რომ ამჯერად რო რამე რუსეთიდან შემოსასვლელად კი არ მოუწევთ დროის დაკარგვა, არამედ აქვე დგანან და ისიც იქონიეთ მხედველობაში რომ სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ანუ საქართველოს საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზა აქვთ! ხოდა თუ კვლავ მოხდა ისე რომ ისევ დავეჯახეთ ერთმანეთს, შესაძლოა მთელი ქვეყნის ოკუპაციით დასრულდეს ომი და მთელმა ჩვენმა თაობამ შესაძლოა ვერც იხილოს დამოუკიდებელი საქაღთველო! ასე რომ ხელისუფლების პრაგმატულული ნაბიჯები დააფასეთ და ურაპატრიოტული ლოზუნგებით სარეველასავით ნუ გამოედებით ფეხებში!