მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში 2-3 კვირაში კოვიდის ახალი ქვეშტამი გახდება დომინანტური... "კრაკენი" ხასიათდება სწრაფი გავრცელებით" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი?
"საქართველოში 2-3 კვირაში კოვიდის ახალი ქვეშტამი გახდება დომინანტური... "კრაკენი" ხასიათდება სწრაფი გავრცელებით" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი?

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ 2-3 კვი­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ქვეშ­ტა­მი "კრა­კე­ნი“ დო­მი­ნან­ტი გახ­დე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, რომ ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, რად­გან მას დაც­ვის მეტი ძალა აქვს, ვიდ­რე ძველ, სტან­დარ­ტულ ვაქ­ცი­ნას.

"დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია "ომიკ­რო­ნის" "ბი5" ვა­რი­ან­ტი, მაგ­რამ რა თქმა უნდა, იან­ვრის თვე­ში სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი მო­დის. რა­ტომ აქვს ამას ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა? ის ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც "კრა­კე­ნის" სა­ხე­ლით ვიც­ნობთ ჩვენ, ეს არის BXX15 ვა­რი­ან­ტი, ყვე­ლა სხვა "ომიკ­რო­ნის" შტა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ 2-3 კვი­რა­ში "კრა­კე­ნი" დო­მი­ნან­ტუ­რი ვა­რი­ან­ტი გახ­დე­ბა. ამა­ზე მი­უ­თი­თებს მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ტენ­დენ­ცია.

რო­გორც უკვე ვთქვი, ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი მას­შტა­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რი­ცხვი გაზ­რდი­ლი არ აქვს, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ ეფექ­ტუ­რო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი, რა­ზეც მინ­და ვი­სა­უბ­რო, არის ის, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნას 2023 წლის იან­ვარ­შიც კი არ აქვს ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ახა­ლი ომიკ­რონ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის არც ერთი დოზა. ახლა მეტი აქ­ცენ­ტი უნდა გვქონ­დეს და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რათა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია შე­ვამ­ცი­როთ.

რო­გორც ვი­ცით, ყო­ველ­დღე 500-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვაა და აქე­დან 300 ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი. 300 თით­ქოს არ არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ციფ­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­წოლ­ფონ­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით 300 ჰოს­პი­ტალ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ცოტა ციფ­რი არ არის. ამი­ტომ დრო­უ­ლად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი ოჯა­ხის ექი­მი, და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს მალე და და­ი­წყოს მკურ­ნა­ლო­ბა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა და­სუს­ტე­ბუ­ლია, გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე ჯერ მოხ­სნი­ლი არ არის და ჯან­მო არ ჩქა­რობს, რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­დოს" - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში" სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

რატომ? იმიტომ რომ ორ კვირაში საპროტესტო აქციები დაიწყება და იმიტომ

სუდჰდ
4

მსოფლიოს უკვე დაავიწყდა კოვიდი და ამ საქართველოში.... ვინაა ეს ოთხი კაცი სულ კოვიდზე და ვაქცინა ე საუბრობენ მემგონი ამათ ჩრდილოეთ კორეაში გონიათ თავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საქართველოში 2-3 კვირაში კოვიდის ახალი ქვეშტამი გახდება დომინანტური... "კრაკენი" ხასიათდება სწრაფი გავრცელებით" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი?

"საქართველოში 2-3 კვირაში კოვიდის ახალი ქვეშტამი გახდება დომინანტური... "კრაკენი" ხასიათდება სწრაფი გავრცელებით" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი?

"საქართველოში ალბათ 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი "კრაკენი“ დომინანტი გახდება" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, რადგან მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველ, სტანდარტულ ვაქცინას.

"დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია "ომიკრონის" "ბი5" ვარიანტი, მაგრამ რა თქმა უნდა, იანვრის თვეში სხვადასხვა ვარიანტები მოდის. რატომ აქვს ამას ჩვენი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დარგის ექსპერტებისთვის მნიშვნელობა? ის ვარიანტი, რომელსაც "კრაკენის" სახელით ვიცნობთ ჩვენ, ეს არის BXX15 ვარიანტი, ყველა სხვა "ომიკრონის" შტამისგან განსხვავებით ხასიათდება ყველაზე უფრო სწრაფი გავრცელებით. საქართველოში ალბათ 2-3 კვირაში "კრაკენი" დომინანტური ვარიანტი გახდება. ამაზე მიუთითებს მსოფლიოს ქვეყნების ტენდენცია.

როგორც უკვე ვთქვი, ის გავრცელების მაღალი მასშტაბით ხასიათდება, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, მაგრამ ვაქცინების მიმართ ეფექტურობა შემცირებულია. ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური ახალი ომიკრონზე მორგებული ვაქცინის არც ერთი დოზა. ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ.

როგორც ვიცით, ყოველდღე 500-მდე ახალი შემთხვევაა და აქედან 300 ჰოსპიტალიზირებული. 300 თითქოს არ არის კატასტროფული ციფრი, მაგრამ ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით 300 ჰოსპიტალში მყოფი ადამიანი ცოტა ციფრი არ არის. ამიტომ დროულად უნდა იყოს ჩართული ოჯახის ექიმი, დაავადება გამოვლინდეს მალე და დაიწყოს მკურნალობა... მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის და ჯანმო არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებად გამოაცხადოს" - განაცხადა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ "მთავარში" საუბრისას.