მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რბოლა იწყება" - Google-ის მთავარი კონკურენტი საძიებო სისტემა Bing-ის ახალი ვერსია იქნება, სადაც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ: რა შესაძლებლობები ექნება მას
"რბოლა იწყება" - Google-ის მთავარი კონკურენტი საძიებო სისტემა Bing-ის ახალი ვერსია იქნება, სადაც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ: რა შესაძლებლობები ექნება მას

Microsoft-ი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა Bing-ის ახალ ვერ­სი­ას ქმნის, სა­დაც ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს მიღ­წე­ვებს გა­მო­ი­ყე­ნებს.

სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა OpenAI-ის ChatGPT ტექ­ნო­ლო­გი­ას გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­მე­ლიც უკვე მთელ მსოფ­ლი­ო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი.

ამ ნა­ბი­ჯით, Microsoft-ის Bing-ი, Google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დო­მი­ნან­ტობს, ყვე­ლა­ზე დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს. "რბო­ლა დღეს იწყე­ბა", - თქვა Microsoft -ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სა­ტია ნა­დე­ლამ.

ChatGPT ღრმა შეს­წავ­ლის ტექ­ნი­კას იყე­ნებს, რათა ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი პა­სუ­ხე­ბი შე­ი­მუ­შა­ვოს.

ნა­დე­ლას თქმით, ეს ონ­ლა­ინ ძი­ე­ბის ხა­სი­ათ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მებ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას შეც­ვლის. "ეს ტექ­ნო­ლო­გია თით­ქმის ყვე­ლა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კა­ტე­გო­რი­ას შეც­ვლის, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ცით.", - თქვა ნა­დე­ლამ.

Bing სა­ძი­ე­ბო შე­კი­თხვებს ახლა უფრო დე­ტა­ლუ­რი პა­სუ­ხე­ბით უპა­სუ­ხებს - არა მხო­ლოდ ვებ­სა­ი­ტე­ბის ბმუ­ლე­ბით. მომ­ხმა­რებ­ლებს ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ ბოტს ესა­უბ­რონ, რათა თა­ვი­ან­თი მო­თხოვ­ნე­ბი უკეთ მო­არ­გონ ძი­ე­ბას.

კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, Bing-ის ახა­ლი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა მოხ­მა­რე­ბა­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩა­ეშ­ვე­ბა. Bing-ის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­კეთ­და, რაც Google-მა სა­კუ­თა­რი ახა­ლი ჩათ­ბო­ტის, Bard-ის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებ­ზე გა­ნა­ცხა­და.

Microsoft-ი სან-ფრან­ცის­კო­ში და­ფუძ­ნე­ბულ OpenAI-ის ღია მხარ­დამ­ჭე­რია და მი­ლი­არ­დო­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტში. გა­სულ თვე­ში კომ­პა­ნი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ის OpenAI-სთან მრა­ვალ­წლი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რებს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემეტრე
5

რა ბინგი,რის ბინგი,სად გუგლი და სად ბინგი,ეგ იგივეა ორიგინალი ტელეფონები ჩინურ პატენტებს შეადარო

თენგო
0

მე მაქვს ბინგი. სუსტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"რბოლა იწყება" - Google-ის მთავარი კონკურენტი საძიებო სისტემა Bing-ის ახალი ვერსია იქნება, სადაც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ: რა შესაძლებლობები ექნება მას

"რბოლა იწყება" - Google-ის მთავარი კონკურენტი საძიებო სისტემა Bing-ის ახალი ვერსია იქნება, სადაც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ: რა შესაძლებლობები ექნება მას

Microsoft-ი საძიებო სისტემა Bing-ის ახალ ვერსიას ქმნის, სადაც ხელოვნურ ინტელექტს და ამ მიმართულებით არსებულ უახლეს მიღწევებს გამოიყენებს.

საძიებო სისტემა OpenAI-ის ChatGPT ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოშია პოპულარული.

ამ ნაბიჯით, Microsoft-ის Bing-ი, Google-ის საძიებო სისტემას, რომელიც ამჟამად დომინანტობს, ყველაზე დიდ კონკურენციას გაუწევს. "რბოლა დღეს იწყება", - თქვა Microsoft -ის ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ.

ChatGPT ღრმა შესწავლის ტექნიკას იყენებს, რათა ძიების მოთხოვნებზე ადამიანის მსგავსი პასუხები შეიმუშავოს.

ნადელას თქმით, ეს ონლაინ ძიების ხასიათსა და კომპიუტერულ პროგრამებთან ადამიანების ურთიერთობას შეცვლის. "ეს ტექნოლოგია თითქმის ყველა პროგრამული უზრუნველყოფის კატეგორიას შეცვლის, რომელიც ჩვენ ვიცით.", - თქვა ნადელამ.

Bing საძიებო შეკითხვებს ახლა უფრო დეტალური პასუხებით უპასუხებს - არა მხოლოდ ვებსაიტების ბმულებით. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ ბოტს ესაუბრონ, რათა თავიანთი მოთხოვნები უკეთ მოარგონ ძიებას.

კომპანიის ცნობით, Bing-ის ახალი საძიებო სისტემა მოხმარებაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება. Bing-ის განახლების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Google-მა საკუთარი ახალი ჩათბოტის, Bard-ის შესახებ ახალ დეტალებზე განაცხადა.

Microsoft-ი სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ OpenAI-ის ღია მხარდამჭერია და მილიარდობით ინვესტიციას ახორციელებს ხელოვნურ ინტელექტში. გასულ თვეში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის OpenAI-სთან მრავალწლიან თანამშრომლობას აპირებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა