პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასოციალური" ზენდაიას გიჟური წარმატება - 20-მილიონიანი ქონება და ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვა: "მუშაობა რომ შევწყვიტო, ყველაფერი გაქრება, რაც მაქვს"
"ასოციალური" ზენდაიას გიჟური წარმატება - 20-მილიონიანი ქონება და ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვა:  "მუშაობა რომ შევწყვიტო, ყველაფერი გაქრება, რაც მაქვს"

ზენ­და­ია მარი სთერ­მერ კო­ულ­მა­ნი ბავ­შვო­ბა­ში­ვე ეზი­ა­რა წარ­მა­ტე­ბას, თუმ­ცა მისი ფა­ნე­ბის რი­ცხვი სე­რი­ალ "ეი­ფო­რი­ა­ში" რუ ბე­ნე­ტის რო­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნა მარ­ვე­ლის "ადა­მი­ა­ნი ობო­ბას“ მო­რიგ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­მაც იქო­ნია.

ზენ­და­ი­ამ გა­სარ­თობ ინ­დუსტრი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა მო­დე­ლო­ბით და­ი­წყო. მა­ნამ, ვიდ­რე "დის­ნე­ის" ფილ­მებ­ში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, 12 წლის ასაკ­ში, პა­ტა­რა ზენ­და­ია Sears-ის რეკ­ლა­მა­ში სე­ლე­ნა გო­მეზ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ვარ­სკვლავს, მო­დე­ლო­ბის, მომ­ღერ­ლო­ბის და სამ­სა­ხი­ო­ბო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, უც­დია პრო­დი­უ­სე­რო­ბა, გა­მოშ­ვე­ბუ­ლი აქვს წიგ­ნი და ფეხ­საც­მლის კო­ლექ­ცია, აქვს სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ხა­ზიც, Dayaby Zendaya. ამ­ჟა­მად, ზენ­და­ი­ას ქო­ნე­ბა 20 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

• "ზენ­და­ია", ზიმ­ბაბ­ვეს შო­ნას ენა­ზე, მად­ლო­ბის გა­დახ­დას ნიშ­ნავს

ზენ­და­ია 1996 წლის 1-ლ სექ­ტემ­ბერ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. ის დე­დი­სერ­თაა, თუმ­ცა მა­მის მხრი­დან, უფ­რო­სი ნა­ხე­ვარ და-ძმე­ბი ჰყავს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მშობ­ლებ­მა ის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად აღ­ზარ­დეს. მსა­ხი­ო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჟღე­რა­დო­ბის სა­ხელ­საც სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს. ზენ­და­ი­ას­ვე თქმით, მის სა­ხელს, ზენ­და­ია მარი სთერ­მერ კო­ულ­მენს, ღრმა კავ­ში­რი აქვს მის გერ­მა­ნულ და აფ­რი­კულ წარ­მო­შო­ბას­თან. მისი მამა, კა­ზემ­ბე აჯა­მუ კო­ულ­მა­ნი აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, დედა, კლერ სტერ­მე­რი კი გერ­მა­ნუ­ლი. "ზენ­და­ია", ზიმ­ბაბ­ვეს შო­ნას ენა­ზე, მად­ლო­ბის გა­დახ­დას ნიშ­ნავს.

ზენ­და­ია მშობ­ლებ­თან ერ­თად

ამ­ჟა­მად, მისი ბავ­შვო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "დის­ნე­ის" ყო­ფი­ლი ვარ­სკვლა­ვი, არც თუ ისე მოკ­რძა­ლე­ბულ 1.4-მი­ლი­ო­ნი­ან სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობს. ზენ­და­ია ჯერ კი­დევ 20 წლის იყო, როცა ეს უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მას ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და და რომ ასე­თი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და­სა­წყი­სის წყა­ლო­ბით ახლა კი­დევ უფრო მე­ტად აფა­სებს წარ­მა­ტე­ბას.

• ზენ­და­ი­ას შთა­გო­ნე­ბის წყა­რო

ზენ­და­ია თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. მისი ჩაც­მუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის პუბ­ლი­კი­სა და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ზენ­და­ი­ას თქმით, მის­თვის მო­დის კერ­პი მა­მა­მი­სია. ის ად­რინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს:

"ისეთ ხალ­ხს ვა­ფა­სებ, რომ­ლე­ბიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბას არ უშინ­დე­ბი­ან და სა­კუ­თარ გუ­ლის ხმას უს­მე­ნენ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის იც­ვა­მენ გარ­კვე­უ­ლი სტი­ლის სა­მოსს და არა­ვის აზრი ადარ­დებთ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბით ვარ შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ჩემ­თვის, "სტი­ლის ხატი" მა­მა­ჩე­მია, ასე­ვე მა­დო­ნა და ერი­კა ბადუ.

• "დის­ნე­ის" ვარ­სკვლა­ვის ასო­ცი­ა­ლუ­რი ბავ­შვო­ბა

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ზენ­და­ი­ა­ზე ისაა, რომ ის 6 წლი­დან აქ­ტი­ვის­ტია. მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და, რომ აქ­ტი­ვიზ­მის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა 6 წლის ასაკ­ში ჰქონ­და, რო­დე­საც ის და მისი ორი მე­გო­ბა­რი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ის თვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან სპექ­ტაკ­ლის დად­გმას ლო­ბი­რებ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბი­სა, ზენ­და­ია ბავ­შვო­ბა­ში ისე­თი მორ­ცხვი ყო­ფი­ლა, რომ რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, ბა­ღის ხე­ლახ­ლა გავ­ლა მო­უ­წია. ეს იმი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო, რომ მისი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის დონე ისე­თი­ვე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გო­რიც მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზენ­და­ი­ას თქმით, ის კვლავ ასო­ცი­ა­ლუ­რია.

• "ჰარი პო­ტე­რის" ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა ზენ­და­ი­ას­თვის დღის რუ­ტი­ნის ნა­წი­ლია

კი­თხვა­ზე, რას აკე­თებს ზენ­და­ია გან­ტვირ­თვის­თვის, ის პა­სუ­ხობს, რომ მე­დი­ტა­ცია უჭირს, ამი­ტომ, ამის ნაც­ვლად "ჰარი პო­ტე­რის“ ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. 2019 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში ზენ­და­ია ყვე­ბა:

"ხალ­ხი ამ­ბობს, რომ გიჟი ვარ, მაგ­რამ "ჰარი პო­ტე­რის" ფილ­მებს ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებ. ეს მამ­შვი­დებს. ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ თუ "ჰარი პო­ტე­რის" ყუ­რე­ბა არ სურთ, ჩემს სახ­ლში არ მო­ვიდ­ნენ, რად­გან ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი".

British Vogue-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზენ­დე­ი­ამ მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ღიად ილა­პა­რა­კა. მსა­ხი­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მისი შფოთვე­ბი ხში­რად ფი­ნან­სე­ბის მარ­თვას უკავ­შირ­დე­ბა, რა­საც ის თე­რა­პი­ით უმკლავ­დე­ბა.

"მუ­შა­ო­ბა რომ შევ­წყვი­ტო, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რე­ბა, რაც მაქვს", - ამ­ბობს ის.

"რა თქმა უნდა, თე­რა­პი­ა­ზე დავ­დი­ვარ. თუ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე და ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა­ზე შფოთვე­ბი გაქვთ, გირ­ჩევთ, ამ გზას მი­მარ­თოთ. პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბის და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის ეს გზა სწო­რი მგო­ნია, როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბას იღებ და არა ოჯა­ხის წევ­რის... იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­საც სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს შენს მი­მართ".

Euphoria-ს ვარ­სკვლა­ვის თქმით, თე­რა­პევტთან სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა სწო­რედ ფულს უკავ­შირ­დე­ბა:

"დე­და­ჩემს უყ­ვარს ფუ­ლის და­ზოგ­ვა და ვცდი­ლობ, მის­გან ვის­წავ­ლო. მა­მა­ჩე­მი პი­რი­ქი­თაა და ხში­რად ამ­ბობს, - ხომ იცი, ფულს რომ მოვ­კვდე­ბი, მერე ვერ დავ­ხარ­ჯა­ვო... მე ამ ორს შო­რის ვარ".

• ზენ­და­ი­ას "ბარ­ბის" შექ­მნის ის­ტო­რია

2015 წლის "ოს­კა­რის“ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ზენ­და­ია დრე­დე­ბით გა­მო­ცხად­და. ვარ­ცხნი­ლო­ბამ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბაც მი­იქ­ცია და მოგ­ვი­ა­ნე­ბით "მა­ტელ­მა“ "ბარ­ბიც" კი შექ­მნა მსგავ­სი ვი­ზუ­ა­ლით. ლი­მი­ტი­რე­ბულ თო­ჯი­ნას ზენ­და­ი­ას "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი ჰქონ­და: ზენ­და­ი­ას კაბა, სა­ყუ­რე­ე­ბი, მა­კი­ა­ჟი და მისი გრძე­ლი, მძი­ვე­ბი­ა­ნი დრე­დე­ბი. "როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ჩემი გა­რეგ­ნო­ბის ბარ­ბის პოვ­ნა ვერ შევ­ძე­ლი.. ღმერ­თო.. რო­გორ შე­იც­ვა­ლა დრო­ე­ბა..." - და­წე­რა ზენ­და­ი­ამ "ინ­სტაგ­რა­მის" პოს­ტში.

• სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი წყვი­ლი

ზენ­და­ია ამ­ჟა­მად მსა­ხი­ობ ტომ ჰო­ლან­დს ხვდე­ბა. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2016 წელს, ფილმ "ადა­მი­ა­ნი ობო­ბას" გა­და­ღე­ბი­სას გა­იც­ნო, რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყვა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, 2021 წლამ­დე მათ ერ­თად ყოფ­ნის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. წყვი­ლი პა­პა­რაც­მა მა­შინ გა­და­ი­ღო, როცა ერ­თმა­ნეთს კოც­ნიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი...

"ტომ­მა თქვა, რომ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სა­შინ­ლად უხერ­ხუ­ლი იყო, რად­გან ის ჩემ­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას აპი­რებ­და, მე კი ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად გავ­წე­ულ­ვარ. თვი­თონ არ მახ­სოვს ეს მო­მენ­ტი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მა­გა­რია“, - ყვე­ბო­და 2017 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში ზენ­და­ია.

ტომ ჰო­ლან­დი და ზენ­და­ია ჰო­ლი­ვუ­დის ფა­ვო­რიტ წყვი­ლად იქცა.

2021 წელს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ტომ­მა და ზენ­და­ი­ამ თა­ვი­ანთ სი­მაღ­ლე­ებს შო­რის სხვა­ო­ბა­ზე იხუმ­რეს. ტომ ჰო­ლან­დი სი­მაღ­ლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით - 173, ზენ­და­ია კი 178 სან­ტი­მეტ­რია. მათი თქმით, ცო­ტა­თი რთუ­ლი იყო იმ ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც "ადა­მი­ან ობო­ბას" ფრე­ნის შემ­დეგ ემ­ჯეი ხიდ­ზე უნდა ჩა­მო­ეს­ვა. რად­გა­ნაც ზენ­და­ია უფრო მა­ღა­ლია, ხიდ­ზე ტომ­ზე ადრე დგე­ბო­და. მათ ტრი­უ­კი ინ­ტერ­ვი­უს დრო­საც გა­ი­თა­მა­შეს. ჟურ­ნა­ლის­ტმა ფილმში პი­ტე­რი­სა და ემ­ჯე­ის კოც­ნა გა­იხ­სე­ნა და მსა­ხი­ო­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ის სტე­რე­ო­ტი­პი შე­ახ­სე­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, წყვილ­ში ქალი კაც­ზე მა­ღა­ლი არ უნდა იყოს. ტომ­მა და ზენ­და­ი­ამ ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას სი­სუ­ლე­ლე უწო­დეს.

დრო­დად­რო მათი ნიშ­ნო­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი, მაგ­რამ ტომი და ზენ­და­ია არ ჩქა­რო­ბენ.

წყა­რო: insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ასოციალური" ზენდაიას გიჟური წარმატება - 20-მილიონიანი ქონება და ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვა: "მუშაობა რომ შევწყვიტო, ყველაფერი გაქრება, რაც მაქვს"

"ასოციალური" ზენდაიას გიჟური წარმატება - 20-მილიონიანი ქონება და ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვა:  "მუშაობა რომ შევწყვიტო, ყველაფერი გაქრება, რაც მაქვს"

ზენდაია მარი სთერმერ კოულმანი ბავშვობაშივე ეზიარა წარმატებას, თუმცა მისი ფანების რიცხვი სერიალ "ეიფორიაში" რუ ბენეტის როლის არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. მსახიობის პოპულარობაზე გავლენა მარველის "ადამიანი ობობას“ მორიგ ეკრანიზაციაში მონაწილეობამაც იქონია.

ზენდაიამ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობა მოდელობით დაიწყო. მანამ, ვიდრე "დისნეის" ფილმებში მიიღებდა მონაწილეობას, 12 წლის ასაკში, პატარა ზენდაია Sears-ის რეკლამაში სელენა გომეზთან ერთად გამოჩნდა. ვარსკვლავს, მოდელობის, მომღერლობის და სამსახიობო აქტივობების გარდა, უცდია პროდიუსერობა, გამოშვებული აქვს წიგნი და ფეხსაცმლის კოლექცია, აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც, Dayaby Zendaya. ამჟამად, ზენდაიას ქონება 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

• "ზენდაია", ზიმბაბვეს შონას ენაზე, მადლობის გადახდას ნიშნავს

ზენდაია 1996 წლის 1-ლ სექტემბერსაა დაბადებული. ის დედისერთაა, თუმცა მამის მხრიდან, უფროსი ნახევარ და-ძმები ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, მშობლებმა ის მოკრძალებულად აღზარდეს. მსახიობის განსხვავებული ჟღერადობის სახელსაც საკუთარი ისტორია აქვს. ზენდაიასვე თქმით, მის სახელს, ზენდაია მარი სთერმერ კოულმენს, ღრმა კავშირი აქვს მის გერმანულ და აფრიკულ წარმოშობასთან. მისი მამა, კაზემბე აჯამუ კოულმანი აფრიკული წარმოშობისაა, დედა, კლერ სტერმერი კი გერმანული. "ზენდაია", ზიმბაბვეს შონას ენაზე, მადლობის გადახდას ნიშნავს.

ზენდაია მშობლებთან ერთად

ამჟამად, მისი ბავშვობისგან განსხვავებით, "დისნეის" ყოფილი ვარსკვლავი, არც თუ ისე მოკრძალებულ 1.4-მილიონიან სასახლეში ცხოვრობს. ზენდაია ჯერ კიდევ 20 წლის იყო, როცა ეს უზარმაზარი სახლი შეიძინა. მიუხედავად ამისა, მსახიობი ამბობს, რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და რომ ასეთი მოკრძალებული დასაწყისის წყალობით ახლა კიდევ უფრო მეტად აფასებს წარმატებას.

• ზენდაიას შთაგონების წყარო

ზენდაია თავისი განსაკუთრებული სტილითაცაა ცნობილი. მისი ჩაცმულობა ყოველთვის პუბლიკისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. ზენდაიას თქმით, მისთვის მოდის კერპი მამამისია. ის ადრინდელ ინტერვიუში ამბობს:

"ისეთ ხალხს ვაფასებ, რომლებიც ინდივიდუალურობას არ უშინდებიან და საკუთარ გულის ხმას უსმენენ, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იცვამენ გარკვეული სტილის სამოსს და არავის აზრი ადარდებთ. ასეთი ადამიანებით ვარ შთაგონებული. ჩემთვის, "სტილის ხატი" მამაჩემია, ასევე მადონა და ერიკა ბადუ.

• "დისნეის" ვარსკვლავის ასოციალური ბავშვობა

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ზენდაიაზე ისაა, რომ ის 6 წლიდან აქტივისტია. მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა, რომ აქტივიზმის პირველი გამოცდილება 6 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ის და მისი ორი მეგობარი ფერადკანიანი ადამიანების ისტორიის თვის აღსანიშნავად, სკოლის დირექტორთან სპექტაკლის დადგმას ლობირებდნენ.

მიუხედავად აქტიური ბუნებისა, ზენდაია ბავშვობაში ისეთი მორცხვი ყოფილა, რომ როგორც თვითონ აღნიშნა, ბაღის ხელახლა გავლა მოუწია. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ მისი სოციალიზაციის დონე ისეთივე ყოფილიყო, როგორიც მისი თანატოლების. მიუხედავად ამისა, ზენდაიას თქმით, ის კვლავ ასოციალურია.

• "ჰარი პოტერის" ფილმების ყურება ზენდაიასთვის დღის რუტინის ნაწილია

კითხვაზე, რას აკეთებს ზენდაია განტვირთვისთვის, ის პასუხობს, რომ მედიტაცია უჭირს, ამიტომ, ამის ნაცვლად "ჰარი პოტერის“ ფილმების ყურებას ამჯობინებს. 2019 წლის ინტერვიუში ზენდაია ყვება:

"ხალხი ამბობს, რომ გიჟი ვარ, მაგრამ "ჰარი პოტერის" ფილმებს ყოველდღე ვუყურებ. ეს მამშვიდებს. ყველას ვეუბნები, რომ თუ "ჰარი პოტერის" ყურება არ სურთ, ჩემს სახლში არ მოვიდნენ, რადგან ის აუცილებლად იქნება ჩართული".

British Vogue-სთან ინტერვიუში ზენდეიამ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად ილაპარაკა. მსახიობის განცხადებით, მისი შფოთვები ხშირად ფინანსების მართვას უკავშირდება, რასაც ის თერაპიით უმკლავდება.

"მუშაობა რომ შევწყვიტო, ყველაფერი გაქრება, რაც მაქვს", - ამბობს ის.

"რა თქმა უნდა, თერაპიაზე დავდივარ. თუ საკუთარ ცხოვრებაზე და ფინანსების მართვაზე შფოთვები გაქვთ, გირჩევთ, ამ გზას მიმართოთ. პრობლემებთან გამკლავების და საკუთარ თავზე მუშაობის ეს გზა სწორი მგონია, როცა პროფესიონალის დახმარებას იღებ და არა ოჯახის წევრის... იმ ადამიანის, რომელსაც სუბიექტური დამოკიდებულება არ აქვს შენს მიმართ".

Euphoria-ს ვარსკვლავის თქმით, თერაპევტთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ფულს უკავშირდება:

"დედაჩემს უყვარს ფულის დაზოგვა და ვცდილობ, მისგან ვისწავლო. მამაჩემი პირიქითაა და ხშირად ამბობს, - ხომ იცი, ფულს რომ მოვკვდები, მერე ვერ დავხარჯავო... მე ამ ორს შორის ვარ".

• ზენდაიას "ბარბის" შექმნის ისტორია

2015 წლის "ოსკარის“ დაჯილდოებაზე ზენდაია დრედებით გამოცხადდა. ვარცხნილობამ მედიის ყურადღებაც მიიქცია და მოგვიანებით "მატელმა“ "ბარბიც" კი შექმნა მსგავსი ვიზუალით. ლიმიტირებულ თოჯინას ზენდაიას "ოსკარების" დაჯილდოების ჩაცმულობის ყველა დეტალი ჰქონდა: ზენდაიას კაბა, საყურეები, მაკიაჟი და მისი გრძელი, მძივებიანი დრედები. "როცა პატარა ვიყავი, ჩემი გარეგნობის ბარბის პოვნა ვერ შევძელი.. ღმერთო.. როგორ შეიცვალა დროება..." - დაწერა ზენდაიამ "ინსტაგრამის" პოსტში.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Zendaya (@zendaya)

• სოციალური ქსელის მომხმარებლების საყვარელი წყვილი

ზენდაია ამჟამად მსახიობ ტომ ჰოლანდს ხვდება. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს, ფილმ "ადამიანი ობობას" გადაღებისას გაიცნო, რასაც მალევე მოჰყვა მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები. ამის მიუხედავად, 2021 წლამდე მათ ერთად ყოფნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. წყვილი პაპარაცმა მაშინ გადაიღო, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ, რის შემდეგაც ურთიერთობის შესახებ საჯაროდ დაიწყეს საუბარი...

"ტომმა თქვა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა საშინლად უხერხული იყო, რადგან ის ჩემთვის ხელის ჩამორთმევას აპირებდა, მე კი ჩასახუტებლად გავწეულვარ. თვითონ არ მახსოვს ეს მომენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაგარია“, - ყვებოდა 2017 წლის ინტერვიუში ზენდაია.

ტომ ჰოლანდი და ზენდაია ჰოლივუდის ფავორიტ წყვილად იქცა.

2021 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ტომმა და ზენდაიამ თავიანთ სიმაღლეებს შორის სხვაობაზე იხუმრეს. ტომ ჰოლანდი სიმაღლეში დაახლოებით - 173, ზენდაია კი 178 სანტიმეტრია. მათი თქმით, ცოტათი რთული იყო იმ ილეთების შესრულება, რომლის დროსაც "ადამიან ობობას" ფრენის შემდეგ ემჯეი ხიდზე უნდა ჩამოესვა. რადგანაც ზენდაია უფრო მაღალია, ხიდზე ტომზე ადრე დგებოდა. მათ ტრიუკი ინტერვიუს დროსაც გაითამაშეს. ჟურნალისტმა ფილმში პიტერისა და ემჯეის კოცნა გაიხსენა და მსახიობებს საზოგადოებაში დამკვიდრებული ის სტერეოტიპი შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყვილში ქალი კაცზე მაღალი არ უნდა იყოს. ტომმა და ზენდაიამ ამ შეხედულებას სისულელე უწოდეს.

დროდადრო მათი ნიშნობის გეგმების შესახებაც ვრცელდება ჭორები, მაგრამ ტომი და ზენდაია არ ჩქარობენ.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Tom Holland (@tomholland2013)

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა