ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ჯემალ ღაღანიძის პანაშვიდზე - ცნობილ მსახიობს საზოგადოება რუსთაველის თეატრში ეთხოვება

ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ჯემალ ღაღანიძის პანაშვიდზე - ცნობილ მსახიობს საზოგადოება რუსთაველის თეატრში ეთხოვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 3 თებერვალს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მან არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში, მონაწილეობდა ტელესერიალებში. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.