საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილ გეითსი გირჩევთ: ფილმები და სერიალები სტრესთან გასამკლავებლად: თუ ცოტა ხნით "ცხოვრებისგან გაქცევა" მოგინდათ
ბილ გეითსი გირჩევთ: ფილმები და სერიალები სტრესთან გასამკლავებლად: თუ ცოტა ხნით "ცხოვრებისგან გაქცევა" მოგინდათ

სტრეს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ყვე­ლას სა­კუ­თა­რი მე­თო­დი აქვს. და­ძა­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მის­გან გაქ­ცე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და გან­ტვირ­თვა ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. მი­ლი­არ­დე­რი ბილ გე­ით­სი ამ­ბობს, რომ გან­ტვირ­თვის­თვის ის ან წიგ­ნებს კი­თხუ­ლობს, ამ ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებს უყუ­რებს.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მან იმ ფილ­მე­ბი­სა და სე­რი­ა­ლე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც გან­ტვირ­თვის­თვის უყუ­რებს ხოლ­მე და სხვებ­საც მის­ცა ამ ფილ­მე­ბის ნახ­ვის რე­კო­მენ­და­ცია.

ვნა­ხოთ, რო­მე­ლი ფილ­მე­ბი­სა და სე­რი­ა­ლე­ბის ნახ­ვას გვირ­ჩევს მი­ლი­არ­დე­რი, იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ ცოტა შეს­ვე­ნე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა და დას­ვე­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა:

  • "Spy Game"/"ჯა­შუშ­თა თა­მა­ში" (imdb - 7.0)

"ჯა­შუშ­თა თა­მა­შე­ბი“ ბილ გე­ით­სის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია. 2001 წელს გა­და­ღე­ბულ კი­ნო­სუ­რათ­ში მთა­ვარ რო­ლებს რო­ბერტ რე­დფორ­დი და ბრედ პიტი ას­რუ­ლე­ბენ.

"ძა­ლი­ან ბევ­რს არ სმე­ნია "ჯა­შუშ­თა თა­მა­შის" შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე ალ­ბათ 12-ჯერ მი­ნა­ხავს," - ამ­ბობს მი­ლი­არ­დე­რი. თრი­ლე­რი მოგ­ვი­თხრობს CIA-ს გა­დამ­დგარ აგენტზე, რომ­ლის პრო­ტეჟეც ჩი­ნეთ­ში და­ა­კა­ვეს ჯა­შუ­შო­ბის­თვის და ამის შემ­დეგ თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა. ფილ­მის შე­ფა­სე­ბა IMDB-ზე 7.0-ია

  • "A Million Little Things"/ "მი­ლი­ო­ნი წვრილ­მა­ნი" (imdb - 7,9)

ეს არის სე­რი­ა­ლი, რო­მელ­საც გე­ით­სის თქმით, ყო­ფილ ცოლ­თან, მე­ლინ­დას­თან ერ­თად უყუ­რებ­და."მი­ლი­ო­ნი წვრილ­მა­ნი“ მოგ­ვი­თხრობს მე­გობ­რე­ბის ჯგუფ­ზე, რო­მელ­თა აზ­როვ­ნე­ბაც, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა სა­ერ­თო მე­გობ­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ.

ისი­ნი უფრო მეტს ფიქ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და რო­გორც გე­ით­სი ამ­ბობს, სე­რი­ა­ლი უფრო მე­ტად დაგ­ვა­ფიქ­რებს ჩვენს ქმე­დე­ბებ­ზე.

  • "This is Us"/ “ეს ჩვენ ვართ" (imdb - 8.7)

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს სე­რი­ა­ლი ბილ გე­ით­სის მსგავ­სად, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის ნა­წი­ლის ფა­ვო­რიტ სე­რი­ა­ლებ­შიც არის. ის გვიყ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ყო­ველ­დღი­ურ ბრძო­ლებ­ზე და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გმი­რებ­თან სა­კუ­თარ თავს აი­გი­ვებს. ეს არის სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც გათ­ქმე­ვი­ნებთ - "დიახ, ეს მე ვარ."

  • "‘Ozark’ (imdb 8.5)

ეს მი­ლი­არ­დე­რის კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი სე­რი­ა­ლია. "ოზარ­კი" გვიყ­ვე­ბა ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ველ­ზე, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა და ჩი­კა­გო­დან მი­სუ­რის შტატ­ში გა­და­დის, სა­დაც სა­ხი­ფა­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბი ელო­დე­ბა.

"ოზარკში" თა­მა­შობს ჯე­ი­სონ ბე­იტ­მე­ნი, რო­გორც მამა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად გარ­ბის მი­სუ­რის­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის შემ­დეგ, სა­დაც ის და მისი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც ლორა ლინი თა­მა­შობს, იწყე­ბენ ახალ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას.

  • “Pandemic: How to Prevent an Outbreak”/"პან­დე­მია, რო­გორ ავი­რი­დოთ თა­ვი­დან და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა" (imdb - 6.5)

ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ბილ გე­ით­სის ფა­ვო­რი­ტი ფილ­მე­ბის სი­ა­ში ეს ფილ­მიც არის. მი­ლი­არ­დე­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­სა­ლოდ­ნე­ლი პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ. ის ინ­ვეს­ტი­ცი­ას დებს ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. "ნე­ტფ­ლიქ­სის" ეს სე­რი­ა­ლიც იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში ეპი­დე­მი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

  • I, Claudius (imdb - 8.9)

და ბო­ლოს, ბილ გე­ით­სი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს 1970-იან წლებ­ში გა­და­ღე­ბულ BBC-ის სე­რი­ალს რო­მის იმ­პე­რი­ის შე­სა­ხებ.

სე­რი­ალ­ში აღ­წე­რი­ლია რო­მის იმ­პე­რა­ტო­რე­ბის, ავ­გუს­ტუ­სის, ტი­ბე­რი­უ­სის, კა­ლი­გუ­ლას და კლავ­დი­უ­სის მე­ფო­ბის პე­რი­ო­დე­ბი. სე­რი­ა­ლი რო­ბერტ გრე­ივ­ზის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
2

ამისი რჩევა კი არა ოქრო არ მინდა!!!

ნოდარი
5

ბილ ყველას არ შეგვიძლია ვინდოუსის შექმნა და მილიარდების შოვნა, ამიტომ ვარ დასტრესილი და კიდევ აშშ-ს დონის ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ბილ გეითსი გირჩევთ: ფილმები და სერიალები სტრესთან გასამკლავებლად: თუ ცოტა ხნით "ცხოვრებისგან გაქცევა" მოგინდათ

ბილ გეითსი გირჩევთ: ფილმები და სერიალები სტრესთან გასამკლავებლად: თუ ცოტა ხნით "ცხოვრებისგან გაქცევა" მოგინდათ

სტრესთან გასამკლავებლად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს. დაძაბული ცხოვრების რიტმისგან გაქცევა აუცილებელია და განტვირთვა ყველას სჭირდება. მილიარდერი ბილ გეითსი ამბობს, რომ განტვირთვისთვის ის ან წიგნებს კითხულობს, ამ ფილმებსა და სერიალებს უყურებს.

პანდემიის პერიოდში მან იმ ფილმებისა და სერიალების სია გამოაქვეყნა, რომელსაც განტვირთვისთვის უყურებს ხოლმე და სხვებსაც მისცა ამ ფილმების ნახვის რეკომენდაცია.

ვნახოთ, რომელი ფილმებისა და სერიალების ნახვას გვირჩევს მილიარდერი, იმ შემთხვევისთვის თუ ცოტა შესვენება, ყურადღების გადატანა და დასვენება გვჭირდება:

  • "Spy Game"/"ჯაშუშთა თამაში" (imdb - 7.0)

"ჯაშუშთა თამაშები“ ბილ გეითსის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. 2001 წელს გადაღებულ კინოსურათში მთავარ როლებს რობერტ რედფორდი და ბრედ პიტი ასრულებენ.

"ძალიან ბევრს არ სმენია "ჯაშუშთა თამაშის" შესახებ, მაგრამ მე ალბათ 12-ჯერ მინახავს," - ამბობს მილიარდერი. თრილერი მოგვითხრობს CIA-ს გადამდგარ აგენტზე, რომლის პროტეჟეც ჩინეთში დააკავეს ჯაშუშობისთვის და ამის შემდეგ თავგადასავლებით სავსე ამბავი ვითარდება. ფილმის შეფასება IMDB-ზე 7.0-ია

  • "A Million Little Things"/ "მილიონი წვრილმანი" (imdb - 7,9)

ეს არის სერიალი, რომელსაც გეითსის თქმით, ყოფილ ცოლთან, მელინდასთან ერთად უყურებდა."მილიონი წვრილმანი“ მოგვითხრობს მეგობრების ჯგუფზე, რომელთა აზროვნებაც, დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ რადიკალურად იცვლება საერთო მეგობრის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ.

ისინი უფრო მეტს ფიქრობენ ადამიანურ ურთიერთობებზე და როგორც გეითსი ამბობს, სერიალი უფრო მეტად დაგვაფიქრებს ჩვენს ქმედებებზე.

  • "This is Us"/ “ეს ჩვენ ვართ" (imdb - 8.7)

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სერიალი ბილ გეითსის მსგავსად, ჩვენი მკითხველის ნაწილის ფავორიტ სერიალებშიც არის. ის გვიყვება ადამიანურ ურთიერთობებზე, ყოველდღიურ ბრძოლებზე და ბევრი ადამიანი გმირებთან საკუთარ თავს აიგივებს. ეს არის სერიალი, რომელიც გათქმევინებთ - "დიახ, ეს მე ვარ."

  • "‘Ozark’ (imdb 8.5)

ეს მილიარდერის კიდევ ერთი ფავორიტი სერიალია. "ოზარკი" გვიყვება ფინანსური მრჩეველზე, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნება და ჩიკაგოდან მისურის შტატში გადადის, სადაც სახიფათო გამოწვევები ელოდება.

"ოზარკში" თამაშობს ჯეისონ ბეიტმენი, როგორც მამა, რომელიც ოჯახთან ერთად გარბის მისურისში ფულის გათეთრების შემდეგ, სადაც ის და მისი მეუღლე, რომელსაც ლორა ლინი თამაშობს, იწყებენ ახალ დანაშაულებრივ ცხოვრებას.

  • “Pandemic: How to Prevent an Outbreak”/"პანდემია, როგორ ავირიდოთ თავიდან დაავადების გავრცელება" (imdb - 6.5)

ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ბილ გეითსის ფავორიტი ფილმების სიაში ეს ფილმიც არის. მილიარდერი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას მოსალოდნელი პანდემიის შესახებ. ის ინვესტიციას დებს ვაქცინების განვითარებაში. "ნეტფლიქსის" ეს სერიალიც იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად მუშაობენ.

  • I, Claudius (imdb - 8.9)

და ბოლოს, ბილ გეითსი რეკომენდაციას უწევს 1970-იან წლებში გადაღებულ BBC-ის სერიალს რომის იმპერიის შესახებ.

სერიალში აღწერილია რომის იმპერატორების, ავგუსტუსის, ტიბერიუსის, კალიგულას და კლავდიუსის მეფობის პერიოდები. სერიალი რობერტ გრეივზის რომანის მიხედვით არის გადაღებული.