უკვე რამდენიმე დღეა, ჩილეში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისათვის ქვეყანაში ხანძრის 200-ზე მეტი კერა რჩება.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ 270 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.
ტყის ხანძრებს ჩილეში სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების მიზეზად ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა და ნალექების ნაკლებობა სახელდება. სპეციალისტების მტკიცებით, წელს ჩილეში ბოლო ათასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი გვალვაა.