მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა

მნიშ­ვნე­ლო­ვან სპორ­ტულ მოვ­ლე­ნას რამ­დე­ნი­მე დღე გვა­შო­რებს. 16 თე­ბერ­ვლი­დან ბა­კუ­რი­ან­ში ფრის­ტა­ი­ლის, სნო­უ­ბორ­დი­სა და ფრის­კის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი სტარტს აი­ღებს და 5 მარ­ტის ჩათ­ვლით 42 ქვეყ­ნის 700 სპორ­ტსმე­ნი ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რივ და ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში შე­ე­ჯიბ­რე­ბა. მათ შო­რის იას­პა­რე­ზე­ბენ ქარ­თვე­ლი ათ­ლე­ტე­ბი სქი ქრო­სის და ფრის­ტა­ი­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნი­სათ­ვის სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცია, მისი გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი სილ­ქნე­ტი, მთის ტრა­სე­ბის სა­ა­გენ­ტო, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ბოლო 5 წლის მან­ძილ­ზე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე სილ­ქნეტ­მა სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და ჩემ­პი­ო­ნა­ტის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი გა­ა­აც­ნო თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს და სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რებს. სპი­კე­რებ­მა დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლეს თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა, ტრა­სე­ბის სპე­ცი­ფი­კა, სპორ­ტსმე­ნის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ფილ­მი, რო­მე­ლიც ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ყვე­ბა, თუ რო­გორ გახ­და სა­ქარ­თვე­ლო და ბა­კუ­რი­ა­ნი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლი.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, რომ 2023 წლის მთა­ვარ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვმას­პინ­ძლობთ და სილ­ქნე­ტი არის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარმდგე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­არ­სე­ბის დღი­დან, კომ­პა­ნია სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია, თუმ­ცა მხარ­და­ჭე­რა გა­ცი­ლე­ბით ადრე იწყე­ბა. სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი იყო ის, ვინც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ედგა მხარ­ში ფე­დე­რა­ცი­ას. სწო­რედ მისი და მერე უკვე ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის ამ მას­შტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლი.“ - გა­ნა­ცხა­და სილ­ქნე­ტის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა კატო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

ბა­კუ­რი­ა­ნი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დაა. კუ­რორტზე სა­გან­გე­ბოდ აიგო 6 სა­შე­ჯიბ­რო ტრა­სა, და­მონ­ტაჟ­და 3 ახა­ლი სა­ბა­გი­რო და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი.

რო­გორც სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის მე­დია კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ნინო მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსვლე­ლო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა, თუმ­ცა, ყვე­ლა აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლისტსა და ფო­ტოგ­რაფს მი­ე­ცე­მა კომ­ფორ­ტუ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე­დი­ის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე­ე­ბი კოხ­ტა-მი­ტარ­ბის და დიდ­ვე­ლის ტრა­სებ­თან.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ით­ქვა, რომ ბა­კუ­რი­ა­ნი 2023-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი, „სილქ ჰოს­პი­თა­ლი­თი“ კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბით გა­უ­წევს მას­პინ­ძლო­ბას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს.

„სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ჩემ­თვის რო­გორც „სილქ ჰოს­პი­თა­ლი­თის“ წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რო­ბა. მე და ჩემი გუნ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით ვაჩ­ვე­ნოთ, თუ რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა.“- გა­ნა­ცხა­და „სილქ ჰოს­პი­თა­ლი­თის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა იორდ ქი­უ­თიმ.

ბა­კუ­რი­ანს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 1000-ზე მეტი სტუ­მა­რი ეწ­ვე­ვა. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ჯიბ­რის პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ერ­თა­შო­რი­სო არხი „ევ­როს­პორ­ტი“, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბი და ჩარ­თვე­ბი ექ­ნე­ბათ სხვა უცხო­ურ არ­ხებს. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“, „სილქ უნი­ვერ­სა­ლის“ და Silk Sport 1-ის არ­ხებ­ზე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა შე­ეძ­ლე­ბა.

ერ­თად ვუ­ქო­მა­გოთ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ბა­კუ­რი­ან­ში!

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ატ­რი­ბუ­ტი­კის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ სილ­ქნე­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა

მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა

მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას რამდენიმე დღე გვაშორებს. 16 თებერვლიდან ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებში შეეჯიბრება. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.

საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ამ ისტორიული მოვლენისათვის სათხილამურო ფედერაცია, მისი გენერალური სპონსორი სილქნეტი, მთის ტრასების სააგენტო, სახელმწიფო უწყებები, პარტნიორი კომპანიები ბოლო 5 წლის მანძილზე ემზადებოდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სილქნეტმა სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიასთან შეხვედრა გამართა და ჩემპიონატის მზადების პროცესი გაააცნო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს და სპორტის გულშემატკივრებს. სპიკერებმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული სახეობა, ტრასების სპეციფიკა, სპორტსმენის შეფასების კრიტერიუმები. ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც ქრონოლოგიურად ყვება, თუ როგორ გახდა საქართველო და ბაკურიანი ამ ღონისძიების მასპინძელი.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 2023 წლის მთავარ ღონისძიებას ვმასპინძლობთ და სილქნეტი არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი საქართველოში. დაარსების დღიდან, კომპანია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია, თუმცა მხარდაჭერა გაცილებით ადრე იწყება. სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იყო ის, ვინც ძალიან აქტიურად ედგა მხარში ფედერაციას. სწორედ მისი და მერე უკვე ჩვენი კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო არის ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი.“ - განაცხადა სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა კატო ჯავახიშვილმა.

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა. კურორტზე საგანგებოდ აიგო 6 საშეჯიბრო ტრასა, დამონტაჟდა 3 ახალი საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების სისტემები.

როგორც სათხილამურო ფედერაციის მედია კოორდინატორმა ნინო მეგრელიშვილმა განმარტა, ჩემპიონატის მსვლელობისას გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება, თუმცა, ყველა აკრედიტირებულ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს მიეცემა კომფორტულად მუშაობის საშუალება. მედიისთვის გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები კოხტა-მიტარბის და დიდველის ტრასებთან.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ბაკურიანი 2023-ის ოფიციალური პარტნიორი, „სილქ ჰოსპითალითი“ კვების ობიექტებით გაუწევს მასპინძლობას მსოფლიო ჩემპიონატს.

„სულ რამდენიმე დღეში დაიწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩემთვის როგორც „სილქ ჰოსპითალითის“ წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი პატივია ამ ღონისძიების პარტნიორობა. მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სტუმარ-მასპინძლობა.“- განაცხადა „სილქ ჰოსპითალითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იორდ ქიუთიმ.

ბაკურიანს ჩემპიონატზე 1000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საერთაშორისო არხი „ევროსპორტი“, სპეციალური რეპორტაჟები და ჩართვები ექნებათ სხვა უცხოურ არხებს. უკვე ცნობილია, რომ ქართველ გულშემატკივარს „ევრონიუს ჯორჯიას“, „სილქ უნივერსალის“ და Silk Sport 1-ის არხებზე მსოფლიო ჩემპიონატის თვალის მიდევნება შეეძლება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს ბაკურიანში!

მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.

R