კერძო ვერტმფრენი Airbus ACJ319, ნომრით RA-73417, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ეკუთვნის, რადარმა მალდივის კუნძულებზე დააფიქსირა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი მალდივებზე სამი დღის განმავლობაში იყო.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ჩეჩნეთის ლიდერი ბორტზე, თუმცა მედიის ცნობით, ის არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე იმ პერიოდში, როცა თვითმრინავი მალდივებზე იყო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კადიროვი აკრიტიკებდა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომის დროს ქვეყანას ტოვებდნენ. გამოცემა kavkazr წერს, რომ კადიროვის 16 წლის ვაჟი ამჟამად საზღვარგარეთ, ტაილანდში იმყოფება.
ცნობილია, რომ კადიროვი არაერთხელ ყოფილა მალდივებში. მაგალითად, მისი თვითმფრინავი კუნძულზე 2021 წლის 2-დან 6 ნოემბრამდე პერიოდში დააფიქსირეს.
უფრო ხშირად ჩეჩნეთის ლიდერი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სტუმრობს.
ნახევარი საქართველოს განადგურების სანაცვლოდ,ნამდვილად არ მსურს გამნადგურებელმა ოქროს კოშკები ამიშენოს,ვისაც მოწონს შეუძლია გადავიდეს ჩეჩნეთში საცხოვრებლად
ისეთს ნჰ დავწერთ ამხანაგებო რომ გული ვატკინოთ ამხანაგი პუტინის ერთგილი ლაქიის ქართველ ყმა მონათა დიდ ამქარს.