მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ საქონლის ხორცი - გზამკვლევი გურმანებისთვის
როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ საქონლის ხორცი - გზამკვლევი გურმანებისთვის

ხორ­ცი ადა­მი­ა­ნის კვე­ბის რა­ცი­ო­ნის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის, ქათ­მი­სა და ღო­რის ხორ­ცია. მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვთ. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ხორ­ცის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ირ­თვათ გა­უ­ყი­ნა­ვი საღი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა გავ­ლი­ლი აქვს.

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ წარ­მო­გიდ­გენთ ხორ­ცის შერ­ჩე­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თო­დებს.

ჯან­სა­ღი ხორ­ცი რომ მარ­ტი­ვად იც­ნოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

  • ხორ­ცის ზე­და­პი­რი უნდა იყოს მშრა­ლი. ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცი ხორ­ცზე და­დე­ბით არ უნდა დას­ველ­დეს. გაჭ­რის დროს კი ზე­და­პი­რი უნდა იყოს სვე­ლი, მაგ­რამ არა წე­ბო­ვა­ნი.
  • გაჭ­რის დროს სა­ქონ­ლის ხორ­ცი უნდა იყოს ღია წი­თე­ლი ფე­რი­დან მუქ წით­ლამ­დე, ხბოს ხორ­ცი – ბაცი ვარ­დის­ფე­რი, ღო­რის ხორ­ცი – ღია ვარ­დის­ფე­რი­დან წით­ლამ­დე.
  • ხორ­ცის ცხი­მი არ უნდა იყოს ყვი­თე­ლი. სა­ქონ­ლის ქონს აქვს თეთ­რი, ჩა­ლის­ფე­რი ან მოყ­ვი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბა. ღო­რის ქონი რბი­ლია და მისი შე­ფე­რი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ღია ვარ­დის­ფე­რი ან თეთ­რი.

მას შემ­დეგ რაც დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ხორ­ცი ახა­ლი და ჯან­სა­ღია, სწო­რად უნდა შე­არ­ჩი­ოთ ნა­წი­ლი, რო­მელ­საც შე­ი­ძენთ. სხვა­დას­ხვა კერ­ძის­თვის ხორ­ცის კონ­კრე­ტუ­ლი ნაჭ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ჩვენ გირ­ჩევთ, რო­მე­ლი ნა­ჭე­რი რო­მე­ლი კერ­ძის­თვი­საა იდე­ა­ლუ­რი.

სა­ქონ­ლის ხორ­ცის რო­მე­ლი ნა­წი­ლი რო­მე­ლი კერ­ძის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ?

ჩა­ლა­ღა­ჯი - ეს გახ­ლავთ სა­ქონ­ლის ხორ­ცის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად იტ­ვირ­თე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ ხორ­ცი საკ­მა­ოდ რბი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ის იდე­ა­ლუ­რია სტე­ი­კის გა­სა­კე­თებ­ლად ან სხვა ფორ­მით შე­საწ­ვა­ვად.

ანტრე­კო­ტი - ეს სა­ქონ­ლის ზურ­გის ნა­წი­ლია. მას სა­კე­პი ხელ­სა­წყო­თი ამუ­შა­ვე­ბენ და ასე­ვე შე­საწ­ვა­ვად იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა ანტრე­კო­ტის­გან ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ოს­ტრი და ჩა­შუ­შუ­ლიც მზად­დე­ბა.

ბარ­კა­ლი - სა­ქონ­ლის ხორ­ცის ეს ნა­წი­ლი იდე­ა­ლუ­რია ფარ­შის მო­სამ­ზა­დებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, თუ გუფ­თის, ტოლ­მის ან კოტ­ლე­ტის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ, აუ­ცი­ლებ­ლად ბარ­კლის რბი­ლი ნა­წი­ლი შე­ი­ძი­ნეთ.

სუკი - მას ბე­ჭის ხორცს უწო­დე­ბენ. სუკი ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­საწ­ვა­ვად, სტე­ი­კის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რად­გან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რბი­ლი ნა­წი­ლია სა­ქონ­ლის ხორ­ცში. შე­სა­ბა­მი­სად, ის ად­ვი­ლად და სწა­ფად იწ­ვე­ბა. რად­გან სუკი უცხი­მო ნა­წი­ლია, ის უფრო მშრა­ლი გა­მო­დის, ამი­ტომ შეწ­ვის წინ სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ამა­რი­ნა­დე­ბენ.

რად­გან სუკი რბი­ლი და უცხო­მო ნა­ჭე­რია, მას ხში­რად იყე­ნე­ბენ მო­სა­ხარ­შა­დაც. ზო­გა­დად, მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბია. მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ბავ­შვთა კვე­ბა­ში, დი­ე­ტის დროს.

არ­ტა­ლა - ამ ნა­წილს ხში­რად კან­ჭსაც უწო­დე­ბენ. ძრო­ხის არ­ტა­ლას­გან სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის წვნი­ა­ნი მზად­დე­ბა. ძვალ­თან ერ­თად მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცის ნაჭ­რით ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და არო­მა­ტუ­ლი წვნი­ა­ნი გა­მო­დის.

მო­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იდე­ა­ლუ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას შეძ­ლებთ. არ და­გა­ვი­წყდეთ საღი ხორ­ცის შერ­ჩე­ვის წე­სე­ბიც. პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნეთ სან­დო ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ხა­რის­ხის ყვე­ლა სტან­დარ­ტი და­ცუ­ლია. „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი, საღი, ქარ­თუ­ლი ხორ­ცით მა­რაგ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, სრუ­ლად და­ცუ­ლია ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, სწო­რედ ამი­ტომ არის იგი ყო­ველ­თვის ახა­ლი, ჯან­სა­ღი, ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ საქონლის ხორცი - გზამკვლევი გურმანებისთვის

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ საქონლის ხორცი - გზამკვლევი გურმანებისთვის

ხორცი ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილია. საქართველოში ყველაზე გავრცელებული საქონლის, ქათმისა და ღორის ხორცია. მათ განსხვავებული სასარგებლო თვისებები აქვთ. თუმცა ნებისმიერი ტიპის ხორცისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, აუცილებელია, მიირთვათ გაუყინავი საღი პროდუქტი, რომელსაც ლაბორატორიული შემოწმება გავლილი აქვს.

ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა“ წარმოგიდგენთ ხორცის შერჩევისა და გამოყენების მეთოდებს.

ჯანსაღი ხორცი რომ მარტივად იცნოთ, გაითვალისწინეთ:

  • ხორცის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი. ქაღალდის ხელსახოცი ხორცზე დადებით არ უნდა დასველდეს. გაჭრის დროს კი ზედაპირი უნდა იყოს სველი, მაგრამ არა წებოვანი.
  • გაჭრის დროს საქონლის ხორცი უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, ხბოს ხორცი – ბაცი ვარდისფერი, ღორის ხორცი – ღია ვარდისფერიდან წითლამდე.
  • ხორცის ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი. საქონლის ქონს აქვს თეთრი, ჩალისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. ღორის ქონი რბილია და მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი ან თეთრი.

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ხორცი ახალი და ჯანსაღია, სწორად უნდა შეარჩიოთ ნაწილი, რომელსაც შეიძენთ. სხვადასხვა კერძისთვის ხორცის კონკრეტული ნაჭრების გამოყენებაა რეკომენდებული. ჩვენ გირჩევთ, რომელი ნაჭერი რომელი კერძისთვისაა იდეალური.

საქონლის ხორცის რომელი ნაწილი რომელი კერძისთვის გამოვიყენოთ?

ჩალაღაჯი - ეს გახლავთ საქონლის ხორცის ნაწილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იტვირთება და სწორედ ამიტომ ხორცი საკმაოდ რბილია. შესაბამისად, ის იდეალურია სტეიკის გასაკეთებლად ან სხვა ფორმით შესაწვავად.

ანტრეკოტი - ეს საქონლის ზურგის ნაწილია. მას საკეპი ხელსაწყოთი ამუშავებენ და ასევე შესაწვავად იყენებენ. თუმცა ანტრეკოტისგან ძალიან გემრიელი ოსტრი და ჩაშუშულიც მზადდება.

ბარკალი - საქონლის ხორცის ეს ნაწილი იდეალურია ფარშის მოსამზადებლად. შესაბამისად, თუ გუფთის, ტოლმის ან კოტლეტის გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად ბარკლის რბილი ნაწილი შეიძინეთ.

სუკი - მას ბეჭის ხორცს უწოდებენ. სუკი ძირითადად გამოიყენება შესაწვავად, სტეიკის მოსამზადებლად, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რბილი ნაწილია საქონლის ხორცში. შესაბამისად, ის ადვილად და სწაფად იწვება. რადგან სუკი უცხიმო ნაწილია, ის უფრო მშრალი გამოდის, ამიტომ შეწვის წინ სხვადასხვა მეთოდით ამარინადებენ.

რადგან სუკი რბილი და უცხომო ნაჭერია, მას ხშირად იყენებენ მოსახარშადაც. ზოგადად, მოხარშული ხორცი ძალიან სასარგებლო საკვებია. მას აქტიურად იყენებენ ბავშვთა კვებაში, დიეტის დროს.

არტალა - ამ ნაწილს ხშირად კანჭსაც უწოდებენ. ძროხის არტალასგან სხვადასხვა სახეობის წვნიანი მზადდება. ძვალთან ერთად მოხარშული ხორცის ნაჭრით ყველაზე გემრიელი და არომატული წვნიანი გამოდის.

მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით იდეალური კერძის მომზადებას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ საღი ხორცის შერჩევის წესებიც. პროდუქტი შეიძინეთ სანდო ქსელურ მარკეტებში, სადაც უსაფრთხოებისა და ხარისხის ყველა სტანდარტი დაცულია. „ნიკორას“ სუპერმარკეტები ყოველდღიურად ახალი, საღი, ქართული ხორცით მარაგდება. რაც მთავარია, სრულად დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი ყოველთვის ახალი, ჯანსაღი, ხარისხიანი და გემრიელი.