თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მოსამართლემ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.
მხარდამჭერები სკანდირებენ "მონებო, მონებო“.
ამ წუთებში სასამართლოს შენობაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლაა.
დაცვის სამსახური ცდილობს, რომ მხარდამჭერებს შენობა დაატოვებინოს.