მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი მასშტაბის კი არა, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა" - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი და რისი გაკეთებაა საჭირო კატასტროფის ასარიდებლად
"მსგავსი მასშტაბის კი არა, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა" - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი და რისი გაკეთებაა საჭირო კატასტროფის ასარიდებლად

6 თე­ბერ­ვალს, გვი­ან ღა­მით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა მოხ­და. სე­ის­მო­ლოგ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რემ 7.4 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. ეპი­ცენ­ტრი თურ­ქე­თის ქა­ლაქ გა­ზი­ან­თე­ფი­დან 33 კმ-ის მო­შო­რე­ბით იყო. მას შემ­დეგ არა­ერ­თი ბიძ­გი გან­მე­ორ­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ერთი ძლი­ე­რი მი­წიძ­ვრა მოხ­და. ამ­ჯე­რად 7.5 მაგ­ნი­ტუ­და.

  • მომ­ხდა­რი­დან მალე, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­გა­შის უმაღ­ლე­სი დონე გა­მო­ა­ცხა­და და და­სახ­მა­რებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მი­მარ­თა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რალ­და 10 ქა­ლა­ქი, მათ შო­რის გა­ზი­ან­თე­პი, მა­ლა­თია, ადა­ნა და დი­არ­ბა­ქი­რი. ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი იგ­რძნო­ბო­და კვიპ­როს­ზე, ეგ­ვიპ­ტე­ში, ლი­ბან­სა და ერაყ­შიც.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­წისძვრის შე­დე­გად 2300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე გა­ნაგ­რძო­ბენ ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ამოყ­ვა­ნას.

სე­ის­მო­ლო­გი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, რად­გან ეპი­ცენ­ტრი ჩვენ­გან შორს მდე­ბა­რე­ობს. თუმ­ცა მისი თქმით, მსგავ­სი მას­შტა­ბის მი­წისძვრას სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ქა­ლა­ქე­ბი ვერ გა­უძ­ლებ­დნენ...

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ამ მას­შტა­ბის მი­წისძვრა კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში?

- მო­სა­ლონ­დე­ლი იყო იმ მხრივ, რომ თურ­ქე­თის სე­ის­მურ რუ­კას თუ და­ხე­დავთ, ეს ზოლი, სა­დაც გამ­თე­ნი­ი­სას მი­წისძვრა მოხ­და, სე­ის­მუ­რად სა­ხი­ფა­თო ზო­ნად არის გა­მო­ყო­ფი­ლი. სე­ის­მუ­რი საფრ­თხის რუ­კა­ზე ეს ორი ზოლი ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის შემ­ცვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

- მსგავ­სი მას­შტა­ბის მი­წისძვრა, ზა­რა­ლით, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ბო­ლოს რო­დის მოხ­და მსოფ­ლი­ო­ში?

- უფრო დიდი მას­შტა­ბი­საც ყო­ფი­ლა. ჩი­ლე­ში მოხ­და რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა, ია­პო­ნი­ა­ში, 2011 წელს, რო­მელ­მაც ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია, გა­ვიხ­სე­ნოთ ინ­დო­ნე­ზი­ის 2004 წლის მი­წისძვრა, სა­დაც მსხვერ­პლიც გა­ცი­ლე­ბიც დიდი იყო. შე­გახ­სე­ნებთ თურ­ქეთ­შიც, 1999 წელს მომ­ხდარ მი­წისძვრას, იზ­მირ­თან, ოღონდ და­სავ­ლე­თით. მა­შინ თით­ქმის 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თვი­თონ მი­წისძვრა ასე­თი ძლი­ე­რი არ იყო, მაგ­რამ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ არე­ალ­ში მოხ­და, რა­მაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია. თურ­ქე­თი სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ზო­ნაა. ასე­თი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1939 წელ­საც მოხ­და.

- უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი ვნა­ხეთ, სა­დაც ჩანს, რომ ერთ ზოლ­ში ზო­გი­ერ­თი კორ­პუ­სი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა და ზო­გიც ხე­ლუხ­ლე­ბად დგას...

- ეს ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­რა­თია და პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­ნო­ბე­ბის ხა­რისხთან. ზო­გა­დად, მი­წისძვრის­გან დაც­ვის პროგ­ნო­ზი არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად ის, რომ სე­ის­მო­ლო­გებ­მა თქვან, რომ ამა და ამ ად­გი­ლას მოხ­დე­ბა ასე­თი მი­წისძვრა, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ფიქ­რობს, რომ სა­ერ­თოდ ასე­თი რა­მის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რო­მე­ლია სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის დაც­ვა მა­ინც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვგუ­ლის­ხმობ აშე­ნე­ბის პრო­ცეს­ში ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას.

- სი­რია და თურ­ქე­თი, ორი­ვე ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი...

- 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი სი­რი­ის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს, მარ­თა­ლია, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, მაგ­რამ სა­ზღვარ­თან ახ­ლოს. რო­დე­საც ასე­თი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრაა, ბიძ­გე­ბი შორს იგ­რძნო­ბა და ახ­ლოს მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და ნგრე­ვაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

- დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ყვე­ლა ფიქ­რობს, ჩვენც ხომ არ გვე­მუქ­რე­ბა საფრ­თხე?

- არა, ეს მი­წისძვრა ჩვენ­გან საკ­მა­ოდ შორს მოხ­და, რომ რა­ი­მე გავ­ლე­ნა­ზე ვი­სა­უბ­როთ. გლო­ბა­ლუ­რად რომ შევ­ხე­დოთ, ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნია და ამ დროს არა­ბე­თი ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ას. თურ­ქე­თი, ირა­ნი, კავ­კა­სია კი ერთ ზო­ნა­შია. ერ­თსაც გე­ტყვით, კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი ძლი­ე­რი მი­წისძვრა კავ­კა­სი­ა­ში არ მომ­ხდა­რა. იგი­ვე 1939 წლის თურ­ქე­თის მი­წისძვრა რომ გა­ვიხ­სე­ნოთ. ჩვენს რე­გი­ონს ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი სე­ის­მუ­რო­ბა აქვს, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია სპი­ტა­კის მი­წისძვრის ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნოთ, 1991 წელს მომ­ხდა­რი რა­ჭის მი­წისძვრა, იგი­ვე სი­დი­დის იყო, რაც სპი­ტა­კის შემ­თხვე­ვა­ში.

- დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ბიძ­გე­ბი აჭა­რის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­შიც იგ­რძნეს.

- სე­ის­მურ რუ­კებ­ზე, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც იგ­რძნეს, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, საკ­მა­ოდ შო­რია და ეს ცოტა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის მი­წისძვრა რომ მომ­ხდა­რი­ყო, გა­უძ­ლებ­და ის შე­ნო­ბე­ბი, რაც თბი­ლის­შია?

- მსგავ­სი მას­შტა­ბის კი არა, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში იყო, 7-8 ბალი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 და 6-ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრაც კი დიდ ქა­ლა­ქებ­თან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შეგ­ვიქ­მნი­და. გა­გახ­სე­ნებთ, 2002 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ მი­წისძვრას, რომ­ლის მაგ­დი­ტუ­დაც 4.5 ბალი იყო. მა­შინ 12 ათა­სი შე­ნო­ბა და­ზი­ან­და და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. აი, ეს გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ არ ვართ მზად სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის­თვი­საც კი და ამ მხრივ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ და­უც­ვე­ლე­ბი ვართ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეწუხებული
2

ვაი რა გველის.. ღმერთის ამარა ვართ. ეს რაღაც ხარა ხურა მაღლივი კორპუსები რომ შენდება ფულს რომ ათეთრებენ.. მანდ მაცხოვრებლების გამკვირვებია. ამ შენობების გამძლეობის ნდობა შიძლება!????. მეორეს მხრივ რა ქნას ხალხმა???....

კორესპოდენტებს
1

ხალხო რა დაგემართათ, 7,5 მაგნიტუდა ეს დაახლოებით 10 ბალის ინტენსივობის მიწისძვრაა და მიწის რელიეფის დაბზარვა იწყება? არცერთი მრავალსართულიანი თურქული შენობა ამას, თან ორჯერ განმეორებულს, ვერ გაუძლებდა, თან სურათებიც გამოგიჭიმავთ, შეამოწმეთ წყაროში, ალბათ გინდოდათ გეთქვათ რომ 7.5 ბალი იყო.პატივისცემით,

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მსგავსი მასშტაბის კი არა, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა" - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი და რისი გაკეთებაა საჭირო კატასტროფის ასარიდებლად

"მსგავსი მასშტაბის კი არა, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა" - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი და რისი გაკეთებაა საჭირო კატასტროფის ასარიდებლად

6 თებერვალს, გვიან ღამით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგთა ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მას შემდეგ არაერთი ბიძგი განმეორდა, დღის განმავლობაში კიდევ ერთი ძლიერი მიწიძვრა მოხდა. ამჯერად 7.5 მაგნიტუდა.

  • მომხდარიდან მალე, თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ეგვიპტეში, ლიბანსა და ერაყშიც.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას.

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მომხდარი საქართველოზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ეპიცენტრი ჩვენგან შორს მდებარეობს. თუმცა მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის მიწისძვრას საქართველოს დიდი ქალაქები ვერ გაუძლებდნენ...

- ბატონო ზურაბ, რამდენად მოსალოდნელი იყო ამ მასშტაბის მიწისძვრა კონკრეტულ რეგიონებში?

- მოსალონდელი იყო იმ მხრივ, რომ თურქეთის სეისმურ რუკას თუ დახედავთ, ეს ზოლი, სადაც გამთენიისას მიწისძვრა მოხდა, სეისმურად სახიფათო ზონად არის გამოყოფილი. სეისმური საფრთხის რუკაზე ეს ორი ზოლი ყველაზე დიდი რისკის შემცველად მიიჩნევა.

- მსგავსი მასშტაბის მიწისძვრა, ზარალით, გარდაცვლილთა რაოდენობით, ბოლოს როდის მოხდა მსოფლიოში?

- უფრო დიდი მასშტაბისაც ყოფილა. ჩილეში მოხდა რამდენიმე მიწისძვრა, იაპონიაში, 2011 წელს, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, გავიხსენოთ ინდონეზიის 2004 წლის მიწისძვრა, სადაც მსხვერპლიც გაცილებიც დიდი იყო. შეგახსენებთ თურქეთშიც, 1999 წელს მომხდარ მიწისძვრას, იზმირთან, ოღონდ დასავლეთით. მაშინ თითქმის 20 ათასი ადამიანი დაიღუპა. თვითონ მიწისძვრა ასეთი ძლიერი არ იყო, მაგრამ მჭიდროდ დასახლებულ არეალში მოხდა, რამაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთი სეისმურად აქტიური ზონაა. ასეთი სიძლიერის მიწისძვრა გასული საუკუნის 1939 წელსაც მოხდა.

- უმძიმესი კადრები ვნახეთ, სადაც ჩანს, რომ ერთ ზოლში ზოგიერთი კორპუსი მთლიანად ჩამოიშალა და ზოგიც ხელუხლებად დგას...

- ეს ძალიან დამახასიათებელი სურათია და პირდაპირ დაკავშირებულია შენობების ხარისხთან. ზოგადად, მიწისძვრისგან დაცვის პროგნოზი არ არსებობს. მაგალითად ის, რომ სეისმოლოგებმა თქვან, რომ ამა და ამ ადგილას მოხდება ასეთი მიწისძვრა, ჯერჯერობით შეუძლებელია. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ საერთოდ ასეთი რამის პროგნოზირება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომელია სეისმურად აქტიური ტერიტორიები, სადაც მდებარე შენობების დაცვა მაინც არის შესაძლებელი, ვგულისხმობ აშენების პროცესში ამის გათვალისწინებას.

- სირია და თურქეთი, ორივე ქვეყანა აღმოჩნდა დაზარალებული...

- 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან მდებარეობს, მართალია, თურქეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ საზღვართან ახლოს. როდესაც ასეთი სიძლიერის მიწისძვრაა, ბიძგები შორს იგრძნობა და ახლოს მდებარე შენობების დაზიანება და ნგრევაც მოსალოდნელია.

- დღეს, საქართველოში ალბათ ყველა ფიქრობს, ჩვენც ხომ არ გვემუქრება საფრთხე?

- არა, ეს მიწისძვრა ჩვენგან საკმაოდ შორს მოხდა, რომ რაიმე გავლენაზე ვისაუბროთ. გლობალურად რომ შევხედოთ, ერთიანი რეგიონია და ამ დროს არაბეთი ეჯახება ევრაზიას. თურქეთი, ირანი, კავკასია კი ერთ ზონაშია. ერთსაც გეტყვით, კონკრეტულად ასეთი ძლიერი მიწისძვრა კავკასიაში არ მომხდარა. იგივე 1939 წლის თურქეთის მიწისძვრა რომ გავიხსენოთ. ჩვენს რეგიონს ოდნავ ნაკლები სეისმურობა აქვს, მაგრამ შეგვიძლია სპიტაკის მიწისძვრის ამბავი გავიხსენოთ, 1991 წელს მომხდარი რაჭის მიწისძვრა, იგივე სიდიდის იყო, რაც სპიტაკის შემთხვევაში.

- დღეს, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ბიძგები აჭარის ზოგიერთ რეგიონშიც იგრძნეს.

- სეისმურ რუკებზე, რომელიც გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნეს, მაგრამ ვერ გეტყვით, საკმაოდ შორია და ეს ცოტა რთული წარმოსადგენია.

- საქართველოში მსგავსი მასშტაბის მიწისძვრა რომ მომხდარიყო, გაუძლებდა ის შენობები, რაც თბილისშია?

- მსგავსი მასშტაბის კი არა, რაც ამ შემთხვევაში იყო, 7-8 ბალი, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც კი დიდ ქალაქებთან სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდა. გაგახსენებთ, 2002 წელს თბილისში მომხდარ მიწისძვრას, რომლის მაგდიტუდაც 4.5 ბალი იყო. მაშინ 12 ათასი შენობა დაზიანდა და ადამიანები დაიღუპნენ. აი, ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ მზად საშუალო სიმძლავრის მიწისძვრისთვისაც კი და ამ მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ დაუცველები ვართ.