Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო მინისტრებს, რომ ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ - არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს" - პრემიერი
"მინდა მივმართო მინისტრებს, რომ  ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ - არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს" - პრემიერი

მე მინ­და მივ­მარ­თო მი­ნის­ტრებს, რომ და­ი­ბა­რონ ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი და ფა­სე­ბი გო­ნივ­რულ ზღვარ­ზე ჩა­მოვ­წი­ოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, არ შე­იძ­ლე­ბა, ერთ ლიტრ ბენ­ზინ­ზე 80-90-თეთ­რი­ა­ნი, თით­ქმის 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფას­ნა­მა­ტი იყოს.

"ჩემი და­ვა­ლე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ნავ­თო­ბის ბაზ­რის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს და­დას­ტუ­რე­ბულ სა­ბო­ლოო სუ­რათს წარ­მო­ად­გე­ნენ. ჩვე­ნი ჩა­რე­ვის შე­დე­გად, რო­გორც იცით, ფა­სე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­რე­გუ­ლირ­და და შემ­ცირ­და, თუმ­ცა ახლა ჩემს წი­ნა­შეა დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბი და ვხე­დავ, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მარ­ჟე­ბია და ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ჯერ კი­დევ მა­ღა­ლი მო­გე­ბით მუ­შა­ო­ბენ, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

მე მინ­და მივ­მარ­თო მი­ნის­ტრებს, რომ და­ი­ბა­რონ ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი და ფა­სე­ბი გო­ნივ­რულ ზღვარ­ზე ჩა­მოვ­წი­ოთ. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ერთ ლიტრ ბენ­ზინ­ზე 80-90 თეთ­რი­ა­ნი, თით­ქმის 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფას­ნა­მა­ტი იყოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს სა­კი­თხი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში და­რე­გუ­ლირ­დეს.

მჯე­რა, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და ფა­სებს შამ­ცი­რე­ბენ. ამ სა­კითხს მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი სჭირ­დე­ბა, რათა ცდუ­ნე­ბა არ გაჩ­ნდეს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
his
0

იგივე ეხება საშემოსავლოს და დღგს. გაიგეთ რა

ზაზა
5

მიშას შეცდომებებს იმეორებს, ბიზნესს უპირიპირდება................

ავტორი:

"მინდა მივმართო მინისტრებს, რომ ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ - არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს" - პრემიერი

"მინდა მივმართო მინისტრებს, რომ  ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ - არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს" - პრემიერი

მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90-თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს.

"ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო. თებერვლის ბოლოს დადასტურებულ საბოლოო სურათს წარმოადგენენ. ჩვენი ჩარევის შედეგად, როგორც იცით, ფასები ამ მიმართულებითაც დარეგულირდა და შემცირდა, თუმცა ახლა ჩემს წინაშეა დეკემბრის მონაცემები და ვხედავ, რომ ძალიან მაღალი მარჟებია და ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ, რაც მიუღებელია.

მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. აუცილებელია, ეს საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირდეს.

მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქე იმპორტიორები ხალხის მდგომარეობას გაითვალისწინებენ და ფასებს შამცირებენ. ამ საკითხს მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება, რათა ცდუნება არ გაჩნდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.