ავტორი:

"მადლობა იმისთვის, რასაც წარმოადგენ ჩემს ცხოვრებაში..." - უკრაინის პირველი ლედი 45 წლის გახდა, ზელენსკის ემოციური მილოცვა მეუღლეს

"მადლობა იმისთვის, რასაც წარმოადგენ ჩემს ცხოვრებაში..." - უკრაინის პირველი ლედი 45 წლის გახდა, ზელენსკის ემოციური მილოცვა მეუღლეს

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა იუბილარია. ის 45 წლის გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის.

"ჩემო ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რასაც წარმოადგენ ჩემს ცხოვრებაში; ახლა აქ ყოფნისთვის; უკრაინის გამარჯვების რწმენისთვის; იმისთვის, რომ მაძლიერებ წლების განმავლობაში - ყოველ საათსა და წუთს. და მადლობა კიდევ ერთხელ ამ რთული წლისთვის და იმისთვის, როგორც წარმოადგინე უკრაინა მთელს მსოფლიოში.

მადლობა ჩვენი მშვენიერი შვილებისთვის...გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ, დაე, მალე დადგეს ადამიანების ორკებზე გამარჯვების დღე, ჩვენსა და ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ამას ვისურვებდი, სიყვარულო, გილოცავ! " - წერს ზელენსკი "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: