Grammy-ს 65-ე დაჯილდოება ამჯერადაც უამრავი ცნობილი ადამიანის მონაწილეობით წარიმართა. ბევრ მათგანს დაუფასდა ინდუსტრიაში შეტანილი წვლილი, თუმცა ყველაზე გამორჩეული Beyonce გახდა. შემსრულებელმა, ლოს ანჯელესში გამართულ დაჯილდოებაზე, 9 ნომინაციიდან 4-ში - ჯილდო მიიღო და ისტორიაშიც შევიდა: Beyonce მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ - 32-ჯერ გახდა ჯილდოს მფლობელი. "წლის ალბომის" ჯილდო Harry Styles-ს გადაეცა, "საუკეთესო ახალბედა არტისტი" კი Samara Joy გახდა. "წლის ჩანაწერის" ჯილდო Lizzo-ს ერგო და "წლის სიმღერა" კი Bonnie Raitt გახდა.
დაჯილდოებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა წითელი ხალიჩაა. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები.
წყარო: nytimes
მოამზადა: ანა სიბოშვილმა