ავტორი:

შეთავაზება ქართველ ემიგრანტებს - ბინა პირველადი შენატანის გარეშე

შეთავაზება ქართველ ემიგრანტებს - ბინა პირველადი შენატანის გარეშე

ბინის შეძენა პირველადი შენატანის გარეშე, ალბათ, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს შესაძლებელია. „ტოპლაინ ქონსთრაქშენს“ ქართველი ემიგრანტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ეძლევათ შანსი, პროექტში FIDELIO, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, უძრავი ქონება ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე შეიძინონ. ამასთან, მათზე მორგებული გადახდის პირობებით ისარგებლონ.

ალბათ, ჩნდება კითხვები, რატომ ემიგრანტები? ან რა მიზეზით უნდა შეიძინონ უძრავი ქონება ტურისტულ ზონაში და არა პირობითად, დედაქალაქში?

პასუხები მარტივია - არავისთვისაა უცხო, რომ ქართველი ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო მონაცემებით, 2021 წელს, ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6%-ით მეტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო (საბოლოო სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა), გამოდის, რომ საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 100 000-ს ბევრად აჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში მყოფი ადამიანების 88.6% შრომისუნარიან (64 წლამდე) ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

ამასთან, არავისთვისაა უცხო, რომ ემიგრანტების უმრავლესობა ქვეყანას საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ტოვებს. ხოლო იქ გამომუშავებულ თანხას (რაც ყოველწლიურად მზარდ ფულად გზავნილებშიც ისახება) უძრავ ქონებაში აბანდებს.

სწორედ ამიტომ, კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მათთვის საქმე გაამარტივა და ტურისტულ ზონაში, შეკვეთილში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპლექსში უძრავი ქონების შეძენა თითქმის, დაუჯერებელი პირობით გახადა შესაძლებელი.

FIDELIO სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია, რომელიც ზღვის დონიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს. პროექტი ჯამში 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შედგება, რომელთა მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

რაც ყველაზე მთავარია, პროექტს საინვესტიციო ღირებულება აქვს, რაც რეგიონის ტურისტული მიმზიდველობიდან გამომდინარეობს. სტატისტიკის მიხედვით, გურიაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც დიდწილად სწორედ შეკვეთილის განვითარების ფაქტორმა განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ საკუთარ მომხმარებლებს გაქირავების სერვისსაც სთავაზობს, FIDELIO-ში შეძენილი ბინა, ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტალდაბანდებაა.

ამდენად, შეგიძლიათ პირველადი შენატანის გარეშე, თქვენზე მორგებული პირობებით შეიძინოთ ბინა, შემდეგ კი კომპანია მის გაქირავებაში დაგეხმარებათ - სტაბილური შემოსავლის მისაღებად ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა.

რაც მთავარია, კომპანია მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს, რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს, რაც საქართველოში არმყოფი ადამიანებისთვის დამატებითი კომფორტია.

ამასთან, მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი 24/7-ზე, შიდა და გარე ტერიტორიების დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

ამდენად, თუ არ იმყოფებით საქართველოში, არ გაქვთ ჯერ დანაზოგი, მაგრამ გსურთ უძრავი ქონების შეძენა დისტანციურად, შეგიძლიათ „ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ შემოთავაზებით ისარგებლოთ.

R