კარატისტი იკა სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ხალგაზრობის სამინისტრო ავრცელებს.
"ქართველი კარატისტი იკა სულამანიძე კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია!
-67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ესტონელი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, იკა ლუსამანიძის მსგავსად, დღეს ევროპის ჩემპიონი გახდა კაატისტი უტა ფონიავაც.
ასევე იხილეთ: