ავტორი:

"მე კვლავ რუსი ვარ. მე მიყვარს რუსული კულტურა... მეზიზღება, როდესაც პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთშია არეული" - ჟერარ დეპარდიე

"მე კვლავ რუსი ვარ. მე მიყვარს რუსული კულტურა... მეზიზღება, როდესაც პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთშია არეული" - ჟერარ დეპარდიე

ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ გერმანულ გამოცემა Augsburger Allgemeine-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს არ შეუცვლია მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ის კვლავ რუსად თვლის თავს.

"მე კვლავ რუსი ვარ. მე მიყვარს რუსული კულტურა", - განაცხადა 74 წლის მსახიობმა და დასძინა, რომ ურჩევნია თავი აარიდოს უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარს.

მან ასევე ითხოვა, რომ არ არიონ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთში: "მეზიზღება, როდესაც პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთშია არეული“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ჯარის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, დეპარდიემ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები. მან ომს მიუღებელი "ტრიუკი“ უწოდა. ამის საპასუხოდ,

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მსახიობს არ ესმოდა რაზე იყო საუბარი, რადგან არ იცნობდა დღის წესრიგს და მზადყოფნა გამოთქვა, აუცილებლობის შემთხვევაში, მისთვის აეხსნა სიტუაცია.

გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ დეპარდიემ დახურავს თავისი კომპანიები რუსეთში, პროექტების არარსებობის გამო.