ავტორი:

"ცუდად ვარ ორი დღეა, ისეთ სტატუსებს ვხედავ... მრცხვენია თქვენს მაგივრად" - თიკა ჯამბურია "ვოისის" გამარჯვებულს გამოესარჩლა: რას წერს მომღერალი?

"ცუდად ვარ ორი დღეა, ისეთ სტატუსებს ვხედავ... მრცხვენია თქვენს მაგივრად" - თიკა ჯამბურია "ვოისის" გამარჯვებულს გამოესარჩლა: რას წერს მომღერალი?

მეგაშოუ "ვოისის" გარშემო სკანდალი არ წყდება. უამრავი მილოცვის მიუხედავად, ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ცუდ შეფასებებს ღიად უწერენ, პირად გვერდზეც... წერენ, რომ პროექტი დადგმული იყო და "ხეჩანოვის გამარჯვება - მოსყიდული".

"ვოისის" გარშემო ატეხილ სკანდალზე მომღერალი თიკა ჯამბურია წერს და იმ ხალხს აკრიტიკებს, ვინც პროექტის გამარჯვებული უარყოფითად შეაფასა.

"საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს !!!!! ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამიანის ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით, ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით. მიუხედავად იმისა, რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები, და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო, ვლანძღო და ვწყევლო….. რა ხდება, ხალხო!!!

რა დღეში ხართ, მრცხვენია მართლა თქვენს მაგივრად, ისეთ სტატუსებს წერთ. დიახ მეც არ მომეწონა მისი ინტერვიუ, დიახ ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა, მაგრამ ამ გოგოს შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია, ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი, თუ როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ჰქონდა ევროვიზიის...

ასე რომ, არა უშავს, ისწავლეთ თანაგრძნობა, ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგებაც. ამ უნიჭიერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ, დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ, იმიტომ რომ, მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან …… ირუს კი წარმატებები იმ გზაზე, რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა", - წერს ჯამბურია.

ცნობისთვის, მეგაშოუ "ვოისის" გამარჯვებული 22.8%-ით 21 წლის ირუ ხეჩანოვი გახდა. 2023 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს ის წარადგენს. გამარჯვებული მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა.

ხეჩანოვის მენტორი დათო ფორჩხიძე გახლდათ. მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი კონკურსანტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი ევროვიზიაზე.

ნახეთ ასევე: