მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის - "ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული"
"ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის - "ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული"

პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შტა­ბე­ბი იქ­მნე­ბა.

რო­გორც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ეს გეგ­მა პარ­ტი­ის ბი­უ­ჯე­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თვა­საც გუ­ლის­ხმობს.

მი­სი­ვე თქმით, გეგ­მა ზე­პარ­ტი­უ­ლია და შტა­ბებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა.

"ჩვე­ნი გუნ­დის და­პი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­საც მი­ვი­ღებთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შტა­ბის შექ­მნაა. ამ შტა­ბე­ბის­თვის ლო­ჯის­ტი­კის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბი­უ­ჯე­ტის ნა­წი­ლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თვა, ჩვე­ნი გეგ­მაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ერთ კან­დი­დატ­თან, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძეს­თან. მას ეყო­ლე­ბა გუნ­დი, შტა­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გა­მარ­თვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ის აი­ღებს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ, ხელი შე­უ­წყოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ზე­პარ­ტი­უ­ლი და შტა­ბებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­ეძ­ლე­ბა ყვე­ლას, ვის­თვი­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მინ­და ამ შტაბს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ერ­თად, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი­სა და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მოქ­მე­დე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნი­თა თუ გა­რეთ გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, რაც ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა.

"მე მი­ხა­რია, რომ ამ პარ­ტი­ა­ში "საქ­მე ლა­პა­რა­კის ნაც­ვლად“ მთა­ვა­რი მუ­შა­ო­ბის სტი­ლი იქ­ნე­ბა. ჩემ­თვის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ კარ­გად იცით. ეს არის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი გეგ­მა. პრე­ზი­დენ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი. შტა­ბე­ბის კარი ყვე­ლას­თვის ღიაა. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი სხვა პარ­ტი­ე­ბი­და­ნაც გვეხ­მა­რე­ბი­ან. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, გვექ­ნე­ბა იმის პრე­ზენ­ტა­ცია, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ მუ­შა­ო­ბას ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ და ეს გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ეს ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Დათო
0

სიძე კაცს დაავალეს ხელმძღვანელობა :)

ხაბე
0

დონ კიხოტი და სანჩო 

ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის - "ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული"

"ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის - "ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული"

პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები იქმნება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გეგმა პარტიის ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვასაც გულისხმობს.

მისივე თქმით, გეგმა ზეპარტიულია და შტაბებში გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

"ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს. "ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე მინდა ამ შტაბს, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ზემოაღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მოქმედება ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, რაც ძალიან მალე მოხდება.

"მე მიხარია, რომ ამ პარტიაში "საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მთავარი მუშაობის სტილი იქნება. ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.