ავტორი:

"ტანგო არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს" - არჩილ თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

"ტანგო არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს" - არჩილ თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

"ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, სიმღერები და ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს და ამიტომ არის, რომ საქართველოს მსოფლიოს არაერთ დარბაზში ტაშს უკრავენ თავისი კულტურის გამო", - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე, რა დროსაც კარასინმა თქვა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, ხოლო ფრენების აღდგენის საკითხი თბილისის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული“.

თალაკვაძის თქმით, საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.

"რაც შეეხება დღეს საქართველოს პოზიციას რეგიონში, საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და უპირველეს ამოცანად კვლავ აყენებს თავის ეროვნული ინტერესების დაცვას, ეს არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნის შემდგომი განვითარება, პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ასე ჭირდება. ამისთვის მუშაობს დღეს მთელი ხელისუფლება”,- განაცხადა თალაკვაძემ.