ავტორი:

"სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა სააკაშვილს საცივი, ეს თავად სოფომ დამიდასტურა" - "ვივამედის" დირექტორი

"სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა სააკაშვილს საცივი, ეს თავად სოფომ დამიდასტურა" - "ვივამედის" დირექტორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით იკითხება "ვივამედის" ხელმძღვანელი ნინო მადირაძე.

  • სააკაშვილის კვების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ნადირაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ სააკაშვილს საკვების მიღების პრობლემა არ აქვს და ის შეგნებულად არ უწყობს ექიმებს ხელს მისი გამოჯანმრთელების დაჩქარებაში.

"ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის. მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება, შესაბამისად, ის ექიმებს ხელს არ უწყობს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ახალ წელს ის გაუმასპინძლდა ჩემს ექიმს, ექთანს. საცივი ჰქონდა, ასევე ოლივიე, თუ არ ვიტყუები. გაგვახარა ჩემმა პერსონალმა, თავადაც მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო. ერთად შეხვდნენ ახალ წელს.

ეს საცივი სოფო ნიჟარაძის დედას გაუკეთებია, სოფოსგან მაქვს ამაზე დასტური." - განაცხადა ნადირაძემ.

ასევე იხილეთ: