ავტორი:

"დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა... ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს" - რა თქვა დაკითხვაზე ნინო ნადირაძემ?

"დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა... ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს" - რა თქვა დაკითხვაზე ნინო ნადირაძემ?

საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობენ, "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე იკითხება.

  • როგორც მან დაკითხვისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მათ კლინიკაში მოათავსეს, მასზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება.

"პირველი წამიდან, როცა სააკაშვილი კლინიკაში მოიყვანეს, მე დავიბარე თანამშრომლები და ავუხსენი, რომ მათ მოუწევდათ დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი სტაფის შერჩევა, რომელსაც ძალიან ეშინოდა ამ რთულ სიტუაციაში აღმოჩენის. ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. ძნელია, როცა 24 საათი მიკროფონით გდარაჯობს ჟურნალისტი, როცა სულ ვიღაც გწყევლის.

ნუ, ჩემზე რა ზეწოლაც ხორციელდებოდა, ეს ცალკე საკითხია... ყველაზე სამარცხვინო, რაც დამაბრალეს იყო, რომ თურმე 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა. ეს სხვადასხვა გამოცემებშიც კი დაწერეს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როცა მე ოჯახი მყავს, პატივსაცემი. მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მივდიოდი.

მაშინ ადვოკატი დიმა საძაგლიშვილი იყო, ჭკუიდან გადავედი და ტელეფონით ავუვარდი მას. მიპასუხა, რა ვქნათო, ჩვენს მომხრეებს ვერ გავაკონტროლებთო. ვუთხარი, აბა მე როგორ ვიმუშაო, როგორ დავბრუნდე ოჯახში და ჩემს მამამთილს როგორ ჩავხედო თვალებში-თქო? ჩემს პროფესიას ეწირება ჩემი ოჯახის სიმშვიდე", - აღნიშნა ნადირაძემ.

  • ნინო ნადირაძემ, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით იკითხება, აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, „ვივამედის“ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებების თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას.

"უნდობლობა არამხოლოდ სიტყვიერად, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს პერსონალის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად იმიტომ, რომ მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ბულინგს, ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად იმიტომ, რომ არ მაქვს უფლება ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, მედდები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და შეგვიძლია ეს წარმოვადგინოთ, რომ თუ ამ მიმართულებით საქმეს მსვლელობა მივეცით" - აცხადებს ნინო ნადირაძე.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: