პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამინისტრომ სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა" - კულტურის მინისტრის განცხადებით, "პაოლო იაშვილის შემოქმედების მავანთაგან დასაცავად" ახალი წიგნი გამოიცა
"სამინისტრომ სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა" - კულტურის მინისტრის განცხადებით, "პაოლო იაშვილის შემოქმედების მავანთაგან დასაცავად" ახალი წიგნი გამოიცა

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ პოეტ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის 130-ე წლის­თავ­ზე, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის და­სა­ცა­ვად, ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა სა­ხელ­წო­დე­ბით – "ელე­ნე და­რი­ა­ნის დღი­უ­რე­ბი – ტექ­სტი და ავ­ტო­რი პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი“.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს ასე­ვე მი­ნის­ტრ თეა წულ­კი­ა­ნის მიერ მე­დი­ი­ის­თვის მი­ცე­მულ კო­მენ­ტარს, სა­დაც წუ­ლუ­კი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში "მა­ვანს სურ­და, შე­ე­ბღა­ლა პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა და ეს ვინ­მე ელე­ნე ბაქ­რა­ძის­თვის მი­ე­წე­რათ, მაგ­რამ მათი ეს მცდე­ლო­ბა კრა­ხით დას­რულ­და“.

"ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­შე­წყო­ბით, ჩვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბით გა­მო­ი­ცა წიგ­ნი, წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ერ­თის მხრივ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის 130 წლის­თავს და ასე­ვე, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის დაც­ვას მა­ვან­თა­გან, რომ­ლებ­მაც შარ­შან და შარ­შან­წინ, ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­წმი­ფო მუ­ზე­უ­მის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ოს­ნო­ბით, გა­და­წყვი­ტეს შე­ე­ბღა­ლათ პა­ო­ლოს, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის მიერ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ამ დიდი ქარ­თვე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა. შე­ე­ბღა­ლათ იმით, რომ წა­ერ­თმი­ათ პა­ო­ლოს­თვის მისი შე­მოქ­მე­დე­ბა და მი­ე­წე­რათ ეს ვინ­მე ელე­ნე ბაქ­რა­ძის­თვის.

ეს წარ­მა­ტე­ბა მათ ვერ მო­ი­პო­ვეს, კრა­ხით დას­რულ­და მათი ეს მცდე­ლო­ბა და სა­მი­ნის­ტრომ ეს სა­მარ­ცხვი­ნო პლა­გი­ა­ტის ფაქ­ტი აღ­კვე­თა, “- ამ­ბობს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

წიგ­ნის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით სა­მი­ნიტ­როს ვებგ­ვერ­დზე ვკი­თხუ­ობთ:

"პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის და­სა­ცა­ვად პო­ე­ტის და­ბა­დე­ბის 130-ე წლის­თავ­ზე" ელე­ნე და­რი­ა­ნის დღი­უ­რე­ბის“ ავ­ტო­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­კი­თხი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კვლე­ვე­ბის­თვის, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ახალ გა­მოწ­ვე­ვად იქცა.გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვი, ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი არ­გუ­მენ­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ "ელე­ნე და­რი­ა­ნის დღი­უ­რე­ბის“ ავ­ტო­რი პა­ო­ლო იაშ­ვი­ლია.

პო­ე­ტის ავ­ტო­რო­ბა­ში და­ეჭ­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მა­შინ, როცა მა­ვანთ მისი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მოწ­მე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ცო­ცხა­ლი აღარ ეგუ­ლე­ბო­დათ. ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მქო­ნე ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე­თა და მკვლე­ვარ­თა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­სა თუ აღი­ა­რე­ბა­ზე უარი თქვეს და არ გა­ი­ზი­ა­რეს ის, რაც კომ­პე­ტენ­ტურ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს.

პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ამ ფორ­მით ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბის კი­დევ ერთი ცდა იყო 2021 წლის ბო­ლოს გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის მიერ კრე­ბუ­ლის - "ელე­ნე ბაქ­რა­ძე-და­რი­ა­ნი“ - გა­მო­ცე­მა.

ამ კრე­ბულ­ში არა მხო­ლოდ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის, არა­მედ სხვა ავ­ტორ­თა (მათ შო­რის - ანა კა­ლან­და­ძის, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის) შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბიც აღ­მოჩ­ნდა მით­ვი­სე­ბუ­ლი და მათი ავ­ტო­რო­ბაც ელე­ნე ბაქ­რა­ძეს მი­ა­წე­რეს. ამის გამ­ჟღავ­ნე­ბის­თა­ნა­ვე წიგ­ნის დამ­ფი­ნან­სე­ბელ­მა - სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრომ შე­ა­ჩე­რა წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და დაგ­მო სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის უხე­ში ფაქ­ტი.ცოტა ხნის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­მა, კერ­ძო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის წყა­ლო­ბით, ხე­ლახ­ლა გა­მოს­ცა კრე­ბუ­ლი და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის აქტი.კრე­ბუ­ლი კვლა­ვაც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით გა­მო­ი­ცა: გა­რე­კანს ისევ აწე­რია "ელე­ნე ბაქ­რა­ძე-და­რი­ა­ნი“, წიგნ­ში კი შე­ტა­ნი­ლია პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი პო­ე­ტუ­რი ციკ­ლი­დან "ელე­ნე და­რი­ა­ნის დღი­უ­რე­ბი“.

ამ ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე 2022 წელს სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო და ერთ აკა­დე­მი­ურ კრე­ბუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო კომ­პე­ტენ­ტურ მკვლე­ვარ­თა, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე­თა, ტექ­სტო­ლოგ­თა, მე­თო­დო­ლოგ­თა, ის­ტო­რი­კოს­თა ის ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც 1997-2022 წლებ­ში ამ თე­მა­ზე შექ­მნი­ლა და ეფუძ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ანა­ლი­ზის პრინ­ცი­პებს, თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვით მე­თო­დებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

შე­დე­გად, 2022 წელს, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან - და­ბა­დე­ბის 130-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ხელ­შე­წყო­ბით და ფონ­დის - "ცის­ფერ­ყან­წელ­თა ხსოვ­ნი­სათ­ვის“ - მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მო­ი­ცა წიგ­ნი "ელე­ნე და­რი­ა­ნის დღი­უ­რე­ბი. ტექ­სტი და ავ­ტო­რი - პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი“. წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და სტამ­ბა "სე­ზან­ში“.კრე­ბულ­ში თავი მო­ი­ყა­რა იმ ძველ­მა თუ ახალ­შექ­მნილ­მა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ­მა მა­სა­ლამ, რო­მე­ლიც სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რულ-ტექ­სტობ­რივ ანა­ლიზს ეფუძ­ნე­ბა.

ამ კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მით, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტთა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ანა­ლი­ზი­სა და დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კი­დევ ერთხელ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ქარ­თუ­ლი სიმ­ბო­ლის­ტუ­რი სკო­ლის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლის, პო­ე­ტის, ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სის, პრო­ზა­ი­კო­სის, მთარ­გმნე­ლის, "ქარ­თვე­ლი ევ­რო­პე­ის­ტის“ - პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და და­დას­ტურ­დე­ბა, რომ პო­ლე­მი­კა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კურ დის­კურ­სში გა­და­ი­ზარ­და, უსაგ­ნოა და მას მხო­ლოდ პლა­გი­ა­ტი უდევს სა­ფუძ­ვლად. ეს მით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საქ­მე ეხე­ბა კო­მუ­ნის­ტუ­რი დიქ­ტა­ტუ­რის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი პო­ე­ტის ავ­ტო­რი­ტეტ­სა და მისი შე­მოქ­მე­დე­ბის დაც­ვას." - ნათ­ქვა­მია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხდე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

პაოლომ მას უწოდა "დარიანული" ეს იქნებოდა მისი მემკვიდრეობის დაცვა. ელენე ბაქრაძე კი ქართულს ვერ ლაპარაკობდა, იყო რუსული აზროვნები და რუსული კულტურის შვილი. ბებიაჩემი იტყოდა ქართველი არ იყო შინაგანადო.

გივი.
1

მავანი ვინაა? რამე რომ იყოს. საქართველოს ისტორიის კულტურისა და ლიტერატურის გაყალბებისთვის სასჯელი არ არსებობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოზე და რა მოლოდინები აქვთ მის უფლებადამცველებს
ავტორი:

"სამინისტრომ სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა" - კულტურის მინისტრის განცხადებით, "პაოლო იაშვილის შემოქმედების მავანთაგან დასაცავად" ახალი წიგნი გამოიცა

"სამინისტრომ სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა" - კულტურის მინისტრის განცხადებით, "პაოლო იაშვილის შემოქმედების მავანთაგან დასაცავად" ახალი წიგნი გამოიცა

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ პოეტ პაოლო იაშვილის დაბადების 130-ე წლისთავზე, მისი შემოქმედების დასაცავად, ახალი წიგნი გამოიცა სახელწოდებით – "ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი პაოლო იაშვილი“.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კულტურის სამინისტრო ავრცელებს ასევე მინისტრ თეა წულკიანის მიერ მედიიისთვის მიცემულ კომენტარს, სადაც წულუკიანი აღნიშნავს, რომ ლიტერატურის ეროვნულ მუზეუმში "მავანს სურდა, შეებღალა პაოლო იაშვილის შემოქმედება და ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიეწერათ, მაგრამ მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდა“.

"ჩვენი ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი, წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთის მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს და ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ, ლიტერატურის სახელწმიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის.

ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და სამინისტრომ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა, “- ამბობს თეა წულუკიანი.

წიგნის შესახებ დამატებით ინფორმაციის სახით სამინიტროს ვებგვერდზე ვკითხუობთ:

"პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად პოეტის დაბადების 130-ე წლისთავზე" ელენე დარიანის დღიურების“ ავტორის იდენტიფიკაციის საკითხი ლიტერატურული კვლევებისთვის, გარკვეულწილად, ახალ გამოწვევად იქცა.გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ "ელენე დარიანის დღიურების“ ავტორი პაოლო იაშვილია.

პოეტის ავტორობაში დაეჭვება განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მაშინ, როცა მავანთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოწმეთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. ამ პროცესში ჩართულმა პირებმა საწინააღმდეგო აზრის მქონე ლიტერატურათმცოდნეთა და მკვლევართა მტკიცებულებებისა და არგუმენტების მიღებასა თუ აღიარებაზე უარი თქვეს და არ გაიზიარეს ის, რაც კომპეტენტურმა მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს.

პაოლო იაშვილის შემოქმედების ამ ფორმით ეჭვქვეშ დაყენების კიდევ ერთი ცდა იყო 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ კრებულის - "ელენე ბაქრაძე-დარიანი“ - გამოცემა.

ამ კრებულში არა მხოლოდ პაოლო იაშვილის, არამედ სხვა ავტორთა (მათ შორის - ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის) შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნიმუშებიც აღმოჩნდა მითვისებული და მათი ავტორობაც ელენე ბაქრაძეს მიაწერეს. ამის გამჟღავნებისთანავე წიგნის დამფინანსებელმა - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეაჩერა წიგნის გავრცელება და დაგმო საავტორო უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტი.ცოტა ხნის შემდეგ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა, კერძო შემოწირულობების წყალობით, ხელახლა გამოსცა კრებული და განაცხადა, რომ ეს იყო სამინისტროსათვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი.კრებული კვლავაც საავტორო უფლებების უგულებელყოფით გამოიცა: გარეკანს ისევ აწერია "ელენე ბაქრაძე-დარიანი“, წიგნში კი შეტანილია პაოლო იაშვილის ლექსები პოეტური ციკლიდან "ელენე დარიანის დღიურები“.

ამ ყოველივეს ფონზე 2022 წელს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დამუშავებულიყო და ერთ აკადემიურ კრებულად გამოცემულიყო კომპეტენტურ მკვლევართა, ლიტერატურათმცოდნეთა, ტექსტოლოგთა, მეთოდოლოგთა, ისტორიკოსთა ის ნაშრომები, რომლებიც 1997-2022 წლებში ამ თემაზე შექმნილა და ეფუძნება პროფესიული ანალიზის პრინციპებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებსა და შეხედულებებს.

შედეგად, 2022 წელს, პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღთან - დაბადების 130-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამინისტროს ხელშეწყობით და ფონდის - "ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ - მონაწილეობით გამოიცა წიგნი "ელენე დარიანის დღიურები. ტექსტი და ავტორი - პაოლო იაშვილი“. წიგნი დაიბეჭდა სტამბა "სეზანში“.კრებულში თავი მოიყარა იმ ძველმა თუ ახალშექმნილმა არგუმენტირებულმა მასალამ, რომელიც სწორედ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ანალიზს ეფუძნება.

ამ კრებულის გამოცემით, დარგის სპეციალისტთა პროფესიონალური და კომპეტენტური ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე, კიდევ ერთხელ განხორციელდება XX საუკუნის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პოეტის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პროზაიკოსის, მთარგმნელის, "ქართველი ევროპეისტის“ - პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და დადასტურდება, რომ პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა და მას მხოლოდ პლაგიატი უდევს საფუძვლად. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქმე ეხება კომუნისტური დიქტატურის შედეგად გარდაცვლილი პოეტის ავტორიტეტსა და მისი შემოქმედების დაცვას." - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხდებაში.