პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის აეროსტატი აშშ-ის თავზე და პენტაგონის განცხადება  - რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ იყენებს მას ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ
ჩინეთის აეროსტატი აშშ-ის თავზე და პენტაგონის განცხადება  - რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ იყენებს მას ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ

პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბით, თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ ჩი­ნე­თის ჯა­შუ­შურ სა­ჰა­ე­რო ბურთს, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­ზე დაფ­რი­ნავს.

  • აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბურთს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან მას შემ­დეგ, რაც ის აშშ-ის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში გა­მოჩ­ნდა და მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე დაფ­რი­ნავს.

"აე­როს­ტა­ტი ამ­ჟა­მად კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის სი­მაღ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა მოძ­რა­ობს და არ წარ­მო­ად­გენს სამ­ხედ­რო, ან ფი­ზი­კურ საფრ­თხეს ად­გილ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ამ ტი­პის სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბის აქ­ტი­ვო­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა დრო­საც და­ფიქ­სირ­და. მისი აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, აშშ-ის მთავ­რო­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იმოქ­მე­და სენ­სი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ცა­ვად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პენ­ტა­გო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მა­ღა­ლი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით, აე­როს­ტა­ტი ჩი­ნუ­რია და ჯო ბა­ი­დე­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია.

ამას­თან, გა­და­წყდა, რომ სა­ჰა­ე­რო ბურ­თი არ ჩა­მო­აგ­დონ, რად­გან ნამ­სხვრე­ვე­ბი, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყოს.

  • რა არის ჯა­შუ­შუ­რი სა­ჰა­ე­რო ბურ­თი და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს?

ეს არის სა­ჰა­ე­რო ბურ­თი დაზ­ვერ­ვის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. მა­გა­ლი­თად, და­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს კა­მე­რა. ბურთზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს რა­დარს და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბებს.

ჯა­შუ­შუ­რი ბურ­თი, რო­გორც წესი, მუ­შა­ობს 24 000 მეტ­რი­დან 37 000 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე. ეს საკ­მაო სი­მაღ­ლეა და გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, კო­მერ­ცი­უ­ლი ავი­ა­მი­მოს­ვლი­სას თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნის სი­მაღ­ლე­ზე.

ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დაზ­ვერ­ვის კვლე­ვე­ბის პრო­ფე­სო­რი, ჯონ ბლექსლენ­დი ამ­ბობს, რომ ჯა­შუ­შუ­რი ბურ­თე­ბი არ გვთა­ვა­ზო­ბენ მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ისე­თი­ვე დო­ნეს, რო­გორ­საც თა­ნამ­გზავ­რე­ბი, მაგ­რამ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მარ­ტი­ვია, ხოლო გაშ­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით ია­ფია. იმის­თვის, რომ თა­ნამ­გზავ­რი გაგ­ზავ­ნო კოს­მოს­ში, სა­ჭი­როა კოს­მო­სუ­რი გამ­შვე­ბი, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს.

აე­როს­ტა­ტებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ უფრო მეტი ტე­რი­ტო­რი­ის სკა­ნი­რე­ბა უფრო და­ბა­ლი სი­მაღ­ლი­დან, შე­უძ­ლი­ათ უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­რონ მო­ცე­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რად­გან უფრო ნელა მოძ­რა­ო­ბენ, ვიდ­რე თა­ნამ­გზავ­რე­ბი.

  • სად გა­მო­ი­ყე­ნეს პირ­ვე­ლად?

ჯა­შუ­შუ­რი ბურ­თე­ბი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს 1860-იან წლებ­ში ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს. კონ­ფე­დე­რა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ეს იდეა ბოლო წლებ­ში გა­ა­ცო­ცხლა, მაგ­რამ ბუშ­ტე­ბი მხო­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­ყე­ნა.

"სხვის ატ­მოს­ფე­რო­ში მის გა­საშ­ვე­ბად უნდა მი­ი­ღოთ ნე­ბარ­თვა, ან თუ აპი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, მა­შინ უნდა ელო­დოთ, რომ ეს კარ­გად არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს ბლექსლენ­დი.

ექ­სპერ­ტი კრე­იგ სინ­გლ­ტო­ნი ამ­ბობს, რომ ასე­თი ბურ­თე­ბი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და აშშ-სა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცივი ომის დროს და იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის იაფი მე­თო­დი.

  • რა­ტომ გა­უშ­ვა ჩი­ნეთ­მა ჯა­შუ­შუ­რი სა­ჰა­ე­რო ბურ­თი აშშ-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

ბლექსლენ­დის აზ­რით, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ჩი­ნე­ლებს წი­ნას­წარ არ სცოდ­ნო­დათ, მათ სა­ჰა­ე­რო ბურთს აშშ-ში რომ აღ­მო­ა­ჩენ­დნენ. უფრო მე­ტიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩი­ნე­თის მი­ზა­ნი იყო, რომ ამე­რი­კე­ლებს მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მარ­ტი­ვად ეპო­ვათ მათი სა­დაზ­ვერ­ვო ბურ­თი და ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბურ­თი გა­უშ­ვეს, შე­საძ­ლოა, იყოს აშშ-ის შერ­ცხვე­ნის მცდე­ლო­ბა და მსოფ­ლი­ოს­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ჩი­ნეთს შე­უძ­ლია ასე­თი ფორ­მით აწარ­მო­ოს დაზ­ვერ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა აშშ-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ბლექსლენ­დის თქმით, მე­ო­რე მი­ზე­ზი ისაა, რომ ჩი­ნეთს სურს, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის ფაქ­ტი, რომ ჩი­ნე­თი თა­ვი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აგ­რძე­ლებს მას­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, აკო­პი­რებს მათ ტექ­ნო­ლო­გი­ურ მიღ­წე­ვებს და მათ­სა­ვე წი­ნა­აღ­მდეგ უფრო კარ­გად იყე­ნებს.

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი, ალექ­სან­დრე ნილი ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია ჯა­შუ­შუ­რი ბურ­თი ახა­ლი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია აშშ-სა და ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ის შე­ზღუ­დუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა. რე­ა­ლუ­რად კი ჩი­ნე­თის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი არ­მია ბევ­რად უფრო ეფექ­ტი­ან სა­დაზ­ვერ­ვო სა­შუ­ა­ლე­ბებს ფლობს, რომ­ლი­თაც აშშ-ზე თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბას წარ­მა­ტე­ბუ­ლად აგ­რძე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
2

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს მეტეოროლოგიური ზონდი (აეროსტატი) ეკუთვნის ჩინეთს, რომელიც მათივე განცხადებით აცდა კურს.

ის გადაადგილდება აშშ-ის მონტანას შტატის საჰაერო სივრცეში ძალიან მაღალ 60 000 ფუტ (დაახლოებით 18 კმ ) სიმაღლეზე და აქედან გამომდინარე სამგზავრო ლაინერებისათვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ფრენებს ახორციელებენ 40 000 ფუტ (დაახლოებით 12 კმ ) სიმაღლეზე.

აშშ-ის შესაბამისი სამსახურების განცხადებით ეს ზონდი, რომელიც დაახლოებით 3-4 ავტობუსის ზომისაა ქვეყნის საჰაერო სივრცეში „კიდევ რამდენიმე დღე“ დარჩება.

სულ ბოლო ინფორმაციით პენტაგონის განცხადებით აღმოჩენილია მეორე ჩინური აეროსტატი, რომელიც გადაადგილდება ლათინური ამერიკის თავზე.

სინამდვილეში ეს მეტეოროლოგიური ზონდია თუ ჯაშუშური აეროსტატი ამის დადგენა აშშ-თვის სირთულეს არ წარმოდგენს, საჭიროა მხოლოდ მისი ჩამოგდება და ვიზუალური დათვალიერება.

მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მიწაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი არ ჩამოგდება ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ მისმა ნაწილებმა შესაძლოა დააზიანოს შენობა-ნაგებობები და ადამიანები.

ლევანი
13

ისე ეს ავსტრალიელი ძალიან მაგარი მეზღაპრეა ეტყობა, 1860 წელს ამერიკელებს ბურთზე სათვალთვალო ხელსაწყო ქონდათო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

ჩინეთის აეროსტატი აშშ-ის თავზე და პენტაგონის განცხადება  - რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ იყენებს მას ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ

ჩინეთის აეროსტატი აშშ-ის თავზე და პენტაგონის განცხადება  - რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ იყენებს მას ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ

პენტაგონის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ ჩინეთის ჯაშუშურ საჰაერო ბურთს, რომელიც შეერთებული შტატების თავზე დაფრინავს.

  • აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს.

"აეროსტატი ამჟამად კომერციული საჰაერო მიმოსვლის სიმაღლეზე გაცილებით მაღლა მოძრაობს და არ წარმოადგენს სამხედრო, ან ფიზიკურ საფრთხეს ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის. ამ ტიპის საჰაერო ბურთების აქტივობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვა დროსაც დაფიქსირდა. მისი აღმოჩენის შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ იმოქმედა სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, მაღალი დამაჯერებლობით, აეროსტატი ჩინურია და ჯო ბაიდენი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია.

ამასთან, გადაწყდა, რომ საჰაერო ბურთი არ ჩამოაგდონ, რადგან ნამსხვრევები, შესაძლოა, ადამიანებისთვის ზიანის მომტანი იყოს.

  • რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი და რა შესაძლებლობა აქვს?

ეს არის საჰაერო ბურთი დაზვერვისთვის საჭირო აღჭურვილობით. მაგალითად, დამაგრებული აქვს კამერა. ბურთზე მიმაგრებული აღჭურვილობა შეიძლება მოიცავდეს რადარს და სხვა მოწყობილობებს.

ჯაშუშური ბურთი, როგორც წესი, მუშაობს 24 000 მეტრიდან 37 000 მეტრ სიმაღლეზე. ეს საკმაო სიმაღლეა და გაცილებით მეტია, კომერციული ავიამიმოსვლისას თვითმფრინავების ფრენის სიმაღლეზე.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის კვლევების პროფესორი, ჯონ ბლექსლენდი ამბობს, რომ ჯაშუშური ბურთები არ გვთავაზობენ მუდმივი მეთვალყურეობის ისეთივე დონეს, როგორსაც თანამგზავრები, მაგრამ მათი გამოყენება უფრო მარტივია, ხოლო გაშვება გაცილებით იაფია. იმისთვის, რომ თანამგზავრი გაგზავნო კოსმოსში, საჭიროა კოსმოსური გამშვები, აღჭურვილობა, რომელიც ასობით მილიონი დოლარი ღირს.

აეროსტატებს ასევე შეუძლიათ უფრო მეტი ტერიტორიის სკანირება უფრო დაბალი სიმაღლიდან, შეუძლიათ უფრო მეტი დრო გაატარონ მოცემულ ტერიტორიაზე, რადგან უფრო ნელა მოძრაობენ, ვიდრე თანამგზავრები.

  • სად გამოიყენეს პირველად?

ჯაშუშური ბურთები პირველად გამოიყენეს 1860-იან წლებში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. კონფედერაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. შეერთებულმა შტატებმა ეს იდეა ბოლო წლებში გააცოცხლა, მაგრამ ბუშტები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამოიყენა.

"სხვის ატმოსფეროში მის გასაშვებად უნდა მიიღოთ ნებართვა, ან თუ აპირებთ ამის გაკეთებას ნებართვის გარეშე, მაშინ უნდა ელოდოთ, რომ ეს კარგად არ იქნება მიღებული“, - ამბობს ბლექსლენდი.

ექსპერტი კრეიგ სინგლტონი ამბობს, რომ ასეთი ბურთები ფართოდ გამოიყენებოდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირში ცივი ომის დროს და იყო ინფორმაციის შეგროვების იაფი მეთოდი.

  • რატომ გაუშვა ჩინეთმა ჯაშუშური საჰაერო ბურთი აშშ-ის ტერიტორიაზე?

ბლექსლენდის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინელებს წინასწარ არ სცოდნოდათ, მათ საჰაერო ბურთს აშშ-ში რომ აღმოაჩენდნენ. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ჩინეთის მიზანი იყო, რომ ამერიკელებს მათ ტერიტორიაზე მარტივად ეპოვათ მათი სადაზვერვო ბურთი და ამას თავისი მიზეზები აქვს.

მისივე თქმით, პირველი მიზეზი, რის გამოც ბურთი გაუშვეს, შესაძლოა, იყოს აშშ-ის შერცხვენის მცდელობა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ჩინეთს შეუძლია ასეთი ფორმით აწარმოოს დაზვერვის საქმიანობა აშშ-ის ტერიტორიაზე.

ბლექსლენდის თქმით, მეორე მიზეზი ისაა, რომ ჩინეთს სურს, შეერთებულმა შტატებმა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ჩინეთი თავისი ტექნოლოგიების გამოყენებით აგრძელებს მასზე მეთვალყურეობას, აკოპირებს მათ ტექნოლოგიურ მიღწევებს და მათსავე წინააღმდეგ უფრო კარგად იყენებს.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, ალექსანდრე ნილი ამბობს, რომ მართალია ჯაშუშური ბურთი ახალი გამაღიზიანებელია აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაში, მაგრამ სავარაუდოდ, ის შეზღუდული სადაზვერვო ღირებულებისაა. რეალურად კი ჩინეთის მოდერნიზებული არმია ბევრად უფრო ეფექტიან სადაზვერვო საშუალებებს ფლობს, რომლითაც აშშ-ზე თვალ-ყურის დევნებას წარმატებულად აგრძელებს.