ავტორი:

ბორუსან კატმა კოლეჯ "სპექტრში" სასწავლო ცენტრი გახსნა

ბორუსან კატმა კოლეჯ "სპექტრში" სასწავლო ცენტრი გახსნა

2023 წელი კომპანია ბორუსან კატმა სიახლით დაიწყო და 2 თებერვალს კოლეჯ „სპექტრში“ თავისი ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სასწავლო ცენტრი გახსნა. ბორუსან კატი საქართველოს ბაზარზე 25 წელია ოპერირებს, როგორც კატერპილარის ოფიციალური დილერი და მომხმარებელს საგზაო სამშენებლო ტექნიკას და ენერგო სისტემებს სთავაზობს.

როგორც „კომერსანტთან“ კომპანიის HR ხელმძღვანელმა, რუსუდან ჭანუყვაძემ განაცხადა, ბორუსან კატი არის კომპანია, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანურ კაპიტალს ანიჭებს.

„შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა „კაპიტალი“ და არა „ადამიანური რესურსი“, რადგან თანამშრომლების განვითარებით, კომპანია ცდილობს მეტი ღირებულება შესძინოს თავისი გუნდის თითოეულ წევრს. კომპანიის მიდგომა ასეთია: ბორუსან კატში კარიერა განვითარების ტოლფასია და, ამ ჭრილში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორად შერჩეულ პარტნიორებთან თანამშრომლობაა.“

კოლეჯ „სპექტრთან“ კომპანია ბორუსან კატს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. სტაჟირების პროგრამით თანამშრომლობის ფარგელბში უკვე არა ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გაიარა სტაჟირება და დასაქმდა კიდეც.

კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორ მათე ტაკიძის თქმით, ახალი სასწავლო ცენტრის გახსნით, კოლეჯის სტუდენტებს თანამედროვე აღჭურვილობასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. “მადლიერები ვართ ბორუსან კატის ჩვენი მუდმივი გაძლიერებისთვის“.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ სასწავლო ცენტრის გახსნით, ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამიერიდან ჩვენი ტექნიკოსების სწავლა-განვითარების პროცესებს კოლეჯის პროფესიონალ ტრენერებთან ერთად წარვმართავთ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილი კადრები ჩავრთოთ კოლეჯის სტუდენტების განვითარების პროცესში. ჩვენი დევიზია „ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებებს უკეთესი სამყაროსთვის“. - განაცხადა ბორუსან კატის დირექტორმა, ბაშარ გუვენმა.

ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში ბატონი სუათ ქოლუქირიქი, განათლების და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თამარ კვინიკაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს დუალური სწავლების განვითარების კოორდინატორი ბატონი პეტრე წულუკიძე, ბორუსან კატისა და კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლები.

R