მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააცანით და შეაყვარეთ პატარებს ახალი ნაწარმოების გმირები - წიგნის კითხვის დღე "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“
გააცანით და შეაყვარეთ პატარებს ახალი ნაწარმოების გმირები - წიგნის კითხვის დღე "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“

4 თე­ბერ­ვა­ლი, "სიდ­რის კლუ­ბი ბა­ზა­ლეთ­ზე“ სა­ბავ­შვო წიგ­ნის კი­თხვის დღეა. ამ დღეს კლუბ­ში მი­სულ პა­ტა­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის მოწ­ვე­უ­ლი მწე­რა­ლი და ილუსტრა­ტო­რი ლელა ცუც­ქი­რი­ძე დე­ვიდ უო­ლი­ამ­სის სა­ხა­ლი­სო წიგნს "ცუდი მამა“ წა­რუდ­გენს. დე­ვიდ უო­ლი­ამ­სის ეს მხი­ა­რუ­ლი, ალაგ-ალაგ კი სევ­დი­ა­ნი წიგ­ნი გი­ამ­ბობთ მამა-შვილ­ზე, რო­მე­ლიც უდ­რტვინ­ვე­ლად უძ­ლებს გა­ჭირ­ვე­ბას, ოღონდ კი ერ­თად იყ­ვნენ. წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია 12-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი სა­ჩუქ­რად წიგ­ნის ერთ ეგ­ზემპლი­არს მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა.

"სიდ­რის კლუ­ბი ბა­ზა­ლეთ­ზე ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის კულ­ტუ­რუ­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და შე­მეც­ნე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი. ვზრუ­ნავთ ადა­მი­ა­ნე­ბის მათ შო­რის, პა­ტა­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე. ვცდი­ლობთ მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვი­სა და გან­ტვირ­თვის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ. 4 თე­ბერ­ვა­ლი "სიდ­რის კლუ­ბი ბა­ზა­ლეთ­ზე“ წიგ­ნის კი­თხვის დღედ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვიწ­ვი­ეთ სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან მო­სულ პა­ტა­რებს გა­აც­ნობს სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რალ­სა და მის ნა­წარ­მო­ებს, ვფიქ­რობ სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა და კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნის თუ ავ­ტორ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ დრო­ში, როცა წიგ­ნის მი­მართ ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სია,“ - გან­მარ­ტავს "სიდ­რის კლუ­ბი ბა­ზა­ლეთ­ზე“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაალ ხე­ლა­ძე.

"დე­ვიდ უო­ლი­ამ­სის წიგ­ნი “ცუდი მამა” სა­თა­უ­რი­დან­ვე გარ­კვე­ულ ინ­ტრი­გას აჩენს, რა­ტომ აირ­ჩია მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტორ­მა ეს სა­თა­უ­რი, იქ­ნებ იმი­ტომ, რომ უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს მკი­თხვე­ლებ­ში, მარ­თლა ცუდ მა­მა­ზეა წიგ­ნი თუ პი­რი­ქით, კარგ მა­მა­ზე, ეს წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. წიგ­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა არა მარ­ტო ში­ნა­არ­სით, არა­მედ დი­ზა­ი­ნი­თაც და და­სუ­რა­თე­ბუ­ლია უხვი, გრა­ფი­კუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით. “ცუდი მამა” მარ­ტი­ვი, სა­ხა­ლი­სო ენი­თაა და­წე­რი­ლი და ერა­ტი ამო­წუნ­თქვით იკი­თხე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რას გვას­წავ­ლის წიგ­ნი? მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს- თა­ნად­გო­მას, სიყ­ვა­რულს და მე­გობ­რო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის. ასე რომ ყვე­ლას ვურ­ჩევ მის წა­კი­თხვას - რო­გორც მო­ზარ­დებს, ასე­ვე უფ­რო­სებს. წიგ­ნის კი­თხვა და ზო­გა­დად, წიგ­ნი­ე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ზარ­დე­ბის­თვის, მათი თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის, ფან­ტა­ზი­ის, კოგ­ნი­ტუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი, რო­მე­ლიც დწტვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­ეო აქ­ტი­ვო­ბე­ბით, წიგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რესს და­აბ­რუ­ნებს. ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტერ­სო და სა­ხა­ლი­სო შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა უკუ­კავ­ში­რი ბავ­შვე­ბის­გან,“ - აღ­ნიშ­ნავს ლელა ცუც­ქი­რი­ძე.

მას­პინ­ძლო­ბა "სიდ­რის კლუ­ბი ბა­ზა­ლეთ­ზე“ ამით არ დას­რულ­დე­ბა, წიგ­ნის კი­თხვის შემ­დეგ პა­ტა­რებს ელო­დე­ბათ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი. მშობ­ლე­ბი კი შეძ­ლე­ბენ სიდ­რის კლუ­ბის მყუდ­რო გა­რე­მო­ში ისი­ა­მოვ­ნონ შუშ­ხუ­ნა სიდ­რი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით. სა­ღა­მოს კი, დი­ჯეი და პრო­დი­უ­სე­რი GogiGunia ფოლკ­ლო­რი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ჟღე­რა­დო­ბის ჰარ­მო­ნი­ულ სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთი ბავ­შვის­თვის - 15 ლარი.

გთხოვთ წი­ნას­წარ დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ მა­გი­დის და­სა­ჯავ­შნად ნო­მერ­ზე + 995 599 14 24 11

“სიდ­რის კლუ­ბი ბა­ზა­ლეთ­ზე” მწვა­ნე იდე­ო­ლო­გი­ის მქო­ნე ბიზ­ნე­სია, რომ­ლის ფლაგ­მა­ნი პრო­დუქ­ტია, ნუ­ლო­ვა­ნი ემი­სი­ის სა­წარ­მო­ში ორ­გა­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ხი­ლის (ვაშ­ლის, ჟოლო, ბრო­წე­უ­ლი, ფე­ი­ხოა, მოც­ვი, კე­ხუ­რი, ალუ­ბა­ლი და სხვა.) წვე­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ფერ­მენ­ტა­ცი­ის შე­დე­გად წარ­მო­ე­ბუ­ლი და­ბა­ლალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, შუშ­ხუ­ნა სიდ­რი და იქვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბია. კლუ­ბი ბა­ზა­ლე­თის ტბის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში მდე­ბა­რე­ობს, მწვა­ნე ინ­ჟი­ნე­რინ­გის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ რე­გის­ტრი­რე­ბულ მწვა­ნე შე­ნო­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია "ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში ან გა­მო­ი­წე­რეთ ონ­ლა­ინ სა­ი­ტი­დან https://palitral.ge/ და ისარ­გებ­ლეთ სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გააცანით და შეაყვარეთ პატარებს ახალი ნაწარმოების გმირები - წიგნის კითხვის დღე "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“

გააცანით და შეაყვარეთ პატარებს ახალი ნაწარმოების გმირები - წიგნის კითხვის დღე "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“

4 თებერვალი, "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ საბავშვო წიგნის კითხვის დღეა. ამ დღეს კლუბში მისულ პატარებს სპეციალურად მათთვის მოწვეული მწერალი და ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე დევიდ უოლიამსის სახალისო წიგნს "ცუდი მამა“ წარუდგენს. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. წიგნი განკუთვნილია 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ღონისძიებაზე მოსული თითოეული სტუმარი საჩუქრად წიგნის ერთ ეგზემპლიარს მიიღებს. აღნიშნული წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ გამოსცა.

"სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების მათ შორის, პატარების განწყობაზე. ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. 4 თებერვალი "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ წიგნის კითხვის დღედ გამოვაცხადეთ, სპეციალურად მოვიწვიეთ სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოსულ პატარებს გააცნობს საინტერესო მწერალსა და მის ნაწარმოებს, ვფიქრობ სახალისო იქნება და კმაყოფილები დარჩებიან. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის თუ ავტორთა პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით ამ დროში, როცა წიგნის მიმართ ნაკლები ინტერესია,“ - განმარტავს "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

"დევიდ უოლიამსის წიგნი “ცუდი მამა” სათაურიდანვე გარკვეულ ინტრიგას აჩენს, რატომ აირჩია მსოფლიო ბესტსელერების ავტორმა ეს სათაური, იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს მკითხველებში, მართლა ცუდ მამაზეა წიგნი თუ პირიქით, კარგ მამაზე, ეს წიგნის წაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. წიგნი ძალიან საინტერესოა არა მარტო შინაარსით, არამედ დიზაინითაც და დასურათებულია უხვი, გრაფიკული ილუსტრაციებით. “ცუდი მამა” მარტივი, სახალისო ენითაა დაწერილი და ერატი ამოწუნთქვით იკითხება, რაც მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურაში. რას გვასწავლის წიგნი? მარადიულ ღირებულებებს- თანადგომას, სიყვარულს და მეგობრობას, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებს შორის. ასე რომ ყველას ვურჩევ მის წაკითხვას - როგორც მოზარდებს, ასევე უფროსებს. წიგნის კითხვა და ზოგადად, წიგნიერება აუცილებელია მოზარდებისთვის, მათი თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ფანტაზიის, კოგნიტური და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ასეთი ღონისძიებები კი, რომელიც დწტვირთული იქნება სახალისო და საინტერეეო აქტივობებით, წიგნის მიმართ ინტერესს დააბრუნებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერსო და სახალისო შეხვედრა იქნება, რომელსაც აუცილებლად ექნება უკუკავშირი ბავშვებისგან,“ - აღნიშნავს ლელა ცუცქირიძე.

მასპინძლობა "სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ამით არ დასრულდება, წიგნის კითხვის შემდეგ პატარებს ელოდებათ სამაგიდო თამაშები. მშობლები კი შეძლებენ სიდრის კლუბის მყუდრო გარემოში ისიამოვნონ შუშხუნა სიდრითა და მრავალფეროვანი, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძებით. საღამოს კი, დიჯეი და პროდიუსერი GogiGunia ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება ერთი ბავშვისთვის - 15 ლარი.

გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

შეგახსენებთ, რომ წიგნის შეძენა შესაძლებელია ,,ბიბლუსის“ მაღაზიებში ან გამოიწერეთ ონლაინ საიტიდან https://palitral.ge/ და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.