6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 69 წლის ქალს, რომელმაც 33 წლის მეზობელ მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ეს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადეს.
დაპირისპირება მეზობლებს შორის სარწყავი წყლის გამო დაიწყო, ქალმა მამაკაცს დაზიანება ქვით მიაყენა, ოპერაციის შემდეგ, მამაკაცი გარდაიცვალა.
გამოძიება ბრალდებულს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები მუხლის დამძიმებას ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნით პროცესზე ბრალდებულმა ქალმა თქვა, რომ ქვის ჩარტყმის მომენტი საერთოდ არ ახსოვს, ახსოვს მანამდე განვითარებული მოვლენები, როცა გარდაცვლილმა მამაკაცმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.