პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს
"სააკაშვილი საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ.

  • მი­რი­ამ ლექსმა­ნი

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვე­შაა. მისი საქ­მის გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბა უნდა დას­რულ­დეს! სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბა უნდა დას­რულ­დეს! ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბის სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბაა.

მე არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დე და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ნება მის­ცენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ყო­ველ­გვა­რი გა­და­დე­ბის გა­რე­შე სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა უცხო­ეთ­ში გა­აგ­რძე­ლოს. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 283-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა მოკ­ვდეს სა­პა­ტიმ­რო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და იმა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მას და­ე­მარ­თოს, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია”, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი

აუსტრე­ვი­ჩუ­სის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, ერთი მხრივ, მის სი­ცო­ცხლეს გა­და­არ­ჩენს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შანსს მის­ცემს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ პრო­ევ­რო­პუ­ლია, მათ და­სავ­ლეთ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ. ამა­ვე დროს, ჩვენ ვხე­დავთ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე­თი გა­ცხა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ელე­მენ­ტა­რულ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას უგუ­ლე­ბელ­ყოფს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­აღ­ვი­ძა და ქვე­ყა­ნა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა, უკვე 16 თვეა ცი­ხე­ში იტან­ჯე­ბა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ექ­რო­ბის­თვის სა­მა­გი­ე­როს მი­ზღვაა, ან წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა - მე მო­ვუ­წო­დებ {მთავ­რო­ბას}, რომ სა­ა­კაშ­ვილს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში, ეს გა­და­არ­ჩენს მის სი­ცო­ცხლეს და ქვე­ყა­ნას შანსს მის­ცემს, ევ­რო­პუ­ლი სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და აუსტრე­ვი­ჩუს­მა.

  • მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვა

არ არ­სე­ბობს დიდი კონ­სპი­რა­ცია, თით­ქოს ჩვენ გვიხ­დის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ან თით­ქოს ძა­ლას გვა­ტანს სა­ა­კაშ­ვი­ლი - ეს აბ­სურ­დია. ჩვენ გვა­დარ­დებს ეს სა­კი­თხი და უნდა გვა­დარ­დებ­დეს, რად­გან ეს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხია, ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში, - გა­ნა­ცხა­და მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ.

მან მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა შე­ა­ჩე­როს არა მხო­ლოდ იმ პო­ლი­ტი­კურ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­საც ის იგებს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში და­ტო­ვე­ბით, არა­მედ იმა­ზეც, თუ რას კარ­გავს ამ პრო­ცეს­ში, რად­გან გრე­გო­რო­ვას თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, რომ ახლა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნი­ხი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის ბედი და არა მა­გა­ლი­თად კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი.

"ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო და ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, ვინც მის­მენთ - სა­ქარ­თვე­ლოს წინ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა აქვს. ევ­რო­კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს 12-პუნ­ქტი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ას და იმას თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ შეს­რუ­ლე­ბას. გზის და­სას­რულს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიც კი შე­იძ­ლე­ბა ელო­დოს სა­ქარ­თვე­ლოს. თუმ­ცა ჩვენ უკვე ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, ჩვენ ასე­ვე გვეს­მის მე­სი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რო­მელ პერ­სო­ნას შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გა­და­წყვეტს პრობ­ლე­მას.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა თქმა უნდა, არის პო­ლა­რი­ზა­ცია პო­ლი­ტი­კურ სპექტრში და შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. არ არის არა­ნა­ი­რი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ ვი­თა­რე­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, უფრო პი­რი­ქით, რამ­დე­ნად დიდ­ხან­საც გრძელ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა, ის მე­ტად მწვავ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­თა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით.

რა­ტომ ვსა­უბ­რობ ამა­ზე ახლა? იმი­ტომ, რომ ეს არის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა უნდა ფო­კუ­სირ­დეს. თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, რომ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სხვა­გან გა­ხედ­ვა. ის ასა­ხავს ყვე­ლა­ფერს, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ პრობ­ლე­მე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის ნა­წილ­ში - სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია, დე­ზინ­ფორ­მა­ცია. არ არ­სე­ბობს დიდი კონ­სპი­რა­ცია, რომ ჩვენ გვიხ­დის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ან, რომ ძა­ლას გვა­ტანს სა­ა­კაშ­ვი­ლი - ეს აბ­სურ­დია. ჩვენ გვა­დარ­დებს ეს სა­კი­თხი იმი­ტომ, რომ უნდა გვა­დარ­დებ­დეს, რად­გან ეს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხია და ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში. ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლებ­საც ისი­ნი მო­ი­გე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში და­ტო­ვე­ბით, არა­მედ იმა­ზეც, რა­საც და­კარ­გავთ, რად­გან ჩვენ გვი­წევს დღეს დე­ბა­ტე­ბი გვქონ­დეს პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარ­ზე, ნაც­ვლად მა­გა­ლი­თად კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი­სა“, - გა­ნა­ცხა­და მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ.

  • ანა ფო­ტი­გა

მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის გამო ის სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში გა­უშ­ვან, - თქვა ანა ფო­ტი­გამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბის დროს.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა პი­რა­დად აღ­წე­რა ის ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სურ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რა საფრ­თხე ელო­და სა­ა­კაშ­ვილს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის მა­ინც დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ა­კაშ­ვილს არ ეპყრო­ბი­ან ისე, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს. მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის გამო ის სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უშ­ვან. ის სა­პა­ტიმ­რო­ში კვდე­ბა და ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ფო­ტი­გამ.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არტო
2

ადრე თუ გვიან ყველა კვდება. აგერ კლინტონების, გეითსისა და პრინც ენდრიუს ახლო მეგობარმა აშშ-ს განსაკუთრებული რეჟიმის კამერაში თავის ჩამოხრჩობა მოახერხა)) ასე რომ ან ჭამოს ან შეეგუოს იმას რომ მოკვდება.

ქართველი ქ.
0

იულია ტიმოშენკოს მსგავსმა გეგმამ ვერ გაამართლა,გადადი B გეგმაზე,ჭამე და შენც დაისვენებ და მსოფლიოც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სააკაშვილი საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს

"სააკაშვილი საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები იმართება.

სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარები სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ.

  • მირიამ ლექსმანი

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მისი საქმის განხილვის გადადება უნდა დასრულდეს! საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს! ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული ევროპული მისწრაფების სრულიად საწინააღმდეგო ქმედებაა.

მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, ნება მისცენ მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი გადადების გარეშე სამედიცინო მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს საპატიმროში. საქართველოს ხელისუფლებას მის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რაც შეიძლება მას დაემართოს, სრული პასუხისმგებლობა აკისრია”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

  • პეტრას აუსტრევიჩუსი

აუსტრევიჩუსის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ერთი მხრივ, მის სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას ევროპული სახის შენარჩუნების შანსს მისცემს.

"საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამბობს, რომ პროევროპულია, მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და მიმდინარეობს ისეთი გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას უგულებელყოფს.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა და ქვეყანა ძირფესვიანად შეცვალა, უკვე 16 თვეა ციხეში იტანჯება. ეს პოლიტიკური პაექრობისთვის სამაგიეროს მიზღვაა, ან წარსულში დაბრუნება - მე მოვუწოდებ {მთავრობას}, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს უფლება მკურნალობის მიზნით წავიდეს უცხოეთში, ეს გადაარჩენს მის სიცოცხლეს და ქვეყანას შანსს მისცემს, ევროპული სახე შეინარჩუნოს“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

  • მარკეტა გრეგოროვა

არ არსებობს დიდი კონსპირაცია, თითქოს ჩვენ გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან თითქოს ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი და უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია, ადამიანი კვდება საპატიმროში, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება შეაჩეროს არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომელსაც ის იგებს სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, თუ რას კარგავს ამ პროცესში, რადგან გრეგოროვას თქმით, სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი.

"ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველებო, ვინც მისმენთ - საქართველოს წინ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ევროკომისია განიხილავს 12-პუნქტიან რეკომენდაციას და იმას თუ რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება მათ შესრულებას. გზის დასასრულს კანდიდატის სტატუსიც კი შეიძლება ელოდოს საქართველოს. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს მიმდინარე საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით საკანონმდებლო მცდელობას, რომელიც მიმართულია ოლიგარქიზაციასთან გასამკლავებლად, ჩვენ ასევე გვესმის მესიჯები საქართველოს ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით თუ რომელ პერსონას შეეხება აღნიშნული კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ კანონმდებლობა არ გადაწყვეტს პრობლემას.

კიდევ ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და შედეგად საზოგადოებაში. არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ ვითარება უმჯობესდება, უფრო პირიქით, რამდენად დიდხანსაც გრძელდება დაპირისპირება, ის მეტად მწვავდება დეზინფორმაციითა და მანიპულაციით.

რატომ ვსაუბრობ ამაზე ახლა? იმიტომ, რომ ეს არის გამოწვევები, რომელზეც ყველა უნდა ფოკუსირდეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგან გახედვა. ის ასახავს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებისა და რეფორმების ნაწილში - სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია. არ არსებობს დიდი კონსპირაცია, რომ ჩვენ გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან, რომ ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი იმიტომ, რომ უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია და ადამიანი კვდება საპატიმროში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებსაც ისინი მოიგებენ სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, რასაც დაკარგავთ, რადგან ჩვენ გვიწევს დღეს დებატები გვქონდეს პოლიტიკურ პატიმარზე, ნაცვლად მაგალითად კანდიდატის სტატუსისა“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

  • ანა ფოტიგა

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვან, - თქვა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს.

"რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად აღწერა ის ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სურდა. იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხე ელოდა სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის მაინც დაბრუნდა საქართველოში. სააკაშვილს არ ეპყრობიან ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში დაუყოვნებლივ გაუშვან. ის საპატიმროში კვდება და ამაზე საქართველოს მომავალი ძალიან არის დამოკიდებული”, - განაცხადა ფოტიგამ.