საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვიტა სასამართლომ?
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აკო ჭე­ლი­ძეს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს კი 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი. მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი­დან ბრალს მხო­ლოდ აკო ჭე­ლი­ძე აღი­ა­რებს, თუმ­ცა, ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულს გა­მო­რი­ცხავს.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის დედა, იზა ომა­ძე არ დას­წრე­ბია. სხდო­მას დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბო­და ორი­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და აკო ჭე­ლი­ძე ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აკო ჭე­ლი­ძეს - 17, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს კი, 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დაც­ვის მხა­რეს ჰქონ­და გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი.

2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

რა კომენტარებია .. რაღაც ბოლომდე ვერ ხვდებით რა ტრაგედიაა. ვინც დაიღუპა ეს უუუბიჭიერესი , უდანშაულო ნიკა და კიდე დამატებით ეს ორი უსულგულო, რაღაცას აყოლილი ხალგაზრდები!! მთელი ცხოვრება ამ ცოდვით უნდა იარონ. სად არის ის ვინც ყველაფრი ასე ასე დაალაგა!! რატომ იმას არ სჯით. ეს უსამართლობაა. ასე შემთხვევით ორი გამოშტერებული ბიჭიარ იღებს იარაღს და კლავს!?. 10 გასროლით და საერთოდ ვინ არს მაგათი პატრონი! ვისი შვილები არიან..

თომა
2

მალე გამოვლენ 

ავტორი:

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.

განაჩენის გამოცხადებას მოკლული ახალგაზრდის დედა, იზა ომაძე არ დასწრებია. სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ორივე მსჯავრდებული.

ცნობისთვის, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს - 17, გიორგი კავილაძეს კი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.