მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს კეზერაშვილი პარტიაში ვითარების დალაგებას ცოლისძმის ხელით ცდილობს, რაც ვანოს შეიძლება დიდად არც მოსწონს" - რას ჰყვებიან "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში?
"დღეს კეზერაშვილი პარტიაში ვითარების დალაგებას ცოლისძმის ხელით ცდილობს, რაც ვანოს შეიძლება დიდად არც მოსწონს" - რას ჰყვებიან "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა მოს­ვლის­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი და, ცოტა არ იყოს, გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რა­მაც პარ­ტი­ა­ში ახა­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც მან თქვა, პარ­ტია მზად არის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, დათ­მოს რო­გორც ენმ-ს ოფი­სი, ასე­ვე, და­ტო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მან­და­ტე­ბი.

ამ სა­და­ვო შე­თა­ვა­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხა­ბე­იშ­ვილს მე­ო­რე დღეს გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. რო­გორც ის ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის უკვე ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ხა­ბე­იშ­ვი­ლის წი­ნა­და­დე­ბა პო­პუ­ლის­ტუ­რად შე­ა­ფა­სა და თავ­მჯდო­მა­რეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა ურ­ჩია.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ზო­გი­ერ­თებ­მა "გა­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბად“ შე­ა­ფა­სეს - პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ენმ გა­უ­რიგ­და "ოც­ნე­ბას“, რო­მე­ლიც ანე­იტ­რა­ლებს რო­გორც სა­ა­კაშ­ვილს, ისე მის პარ­ტი­ას და იმ ვერ­სი­ა­საც ან­ვი­თა­რე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ის­ტო­რია გან­მე­ორ­დეს და 2016 წლის მსგავ­სად, პარ­ტია კი­დევ ერთხელ გა­ი­ყოს.

რა ხდე­ბა ყვე­ლა­ზე მსხვილ, აწ უკვე ორად გახ­ლე­ჩილ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის არ­ჩე­ვის შემ­დეგ და მოვ­ლე­ნე­ბის რო­გორ გან­ვი­თა­რე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ თა­ვად პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ამა­ზე ambebi.ge-ს სან­დო წყა­რო უყ­ვე­ბა:

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ნა­წილ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბის ეჭვი არ­სე­ბობს. ხა­ბე­იშ­ვი­ლის უკან მდგარ ჩრდი­ლო­ვან ტი­პებს საქ­მე აქვთ დიდ ფულ­თან, რო­მე­ლიც მათ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის დროს იშო­ვეს. ხა­ბე­იშ­ვი­ლი არ არის იმ ტი­პის პო­ლი­ტი­კო­სი, პარ­ტი­ის საქ­მე წაღ­მა წა­იყ­ვა­ნოს. მას არა მარ­ტო სა­ხე­ლი­სუფ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრიც არ აღიქ­ვამს სე­რი­ო­ზულ ლი­დე­რად. მის­მა სკან­და­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბამ გან­ცვიფ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია მე­ლი­ას ფლანგზე, მათ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ბალ პო­ლი­ტი­კურ კლას­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. გა­მო­დის ისე, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ აქვთ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის უნა­რი და ქუ­ჩის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან. რა სა­სა­ცი­ლოა, ბი­ძი­ნას რა ჯან­და­ბად უნდა ჩვე­ნი ოფი­სი? არ ეს­მით, რომ ბი­ძი­ნა თუ ანად­გუ­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ანად­გუ­რებს მი­შას და - პი­რი­ქით, ცალ-ცალ­კე ეს არ გა­მო­დის. ბი­ძი­ნა ცდი­ლობს, რომ ენმ გა­ა­ნად­გუ­როს, რათა 2024-ში კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავ­დეს და თავ­მჯდო­მა­რე რომ ხარ, თვი­თონ აცხა­დებ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას და ერთ დღე­ში ანად­გუ­რე­ბი­ნებ? ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რი­გე­ბის "ვორ­დინ­გი" - გა­უშ­ვი მიშა და ყვე­ლა­ფერს და­გით­მობთ. მე­ლი­ას უკან ახა­ლა­ია ნამ­დვი­ლად არ დგას, მისი ერთ-ერთი კო­ზი­რი ისაა, რომ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ, ჩა­მო­ი­შო­რა - ვანო თუ არ მი­ი­ღო, ახა­ლა­ია იგი­ვე არაა? თუმ­ცა ახა­ლა­ი­ას ჯგუ­ფი შე­საძ­ლოა, არ თა­ნა­უგ­რძნობ­დეს ვა­ნოს, ვი­ნა­ი­დან ბაჩო და ვანო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც კონფრონ­ტა­ცი­ა­ში იყ­ვნენ.

მე­ლი­ამ 40% აიღო, რაც არაა პა­ტა­რა ციფ­რი და გა­მო­დის, რომ ენმ-ს ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თუ არ მოხ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ფრაქ­ცი­ე­ბის სა­ხით, პარ­ტია გა­ი­ყო­ფა და მე­ლი­ას თა­ვი­სი ელექ­ტო­რა­ტი გაჰ­ყვე­ბა. თუმ­ცა მან თქვა, რომ სა­ნამ მიშა არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რებს. შე­საძ­ლოა, ვა­ნოს მხრი­დან ბი­ძი­ნას­თან არის ასე­თი გა­რი­გე­ბა (არ ვიცი, ამა­ში მიშა მო­ნა­წი­ლე­ობს, თუ - არა), რომ პარ­ტი­ის დათ­მო­ბის ხარ­ჯზე გა­უშ­ვან მიშა, შე­იძ­ლე­ბა ხა­ბეს "ვორ­დინ­გი“ იმის ნი­შა­ნიც იყოს, რომ ამა­ზე გა­რიგ­დნენ. პარ­ტი­ის დათ­მო­ბა უკვე მოხ­და - ხა­ბესნა­ირ კაცს რომ მო­იყ­ვან სა­თა­ვე­ში, ეს ნიშ­ნავს დათ­მო­ბას. პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­გაჩ­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი. მი­შამ იმი­ტომ მი­უ­ლო­ცა ხა­ბეს, რომ მისი სურ­ვი­ლია პარ­ტია არ გა­ი­ყოს, არ და­ი­შა­ლოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის რო­მე­ლი­მეს მხა­რეს და­ი­ჭერ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" არის მო­ლო­დი­ნი, რომ ენმ 2016 წლის ანა­ლო­გი­უ­რად გა­ი­ყო­ფა. მა­შინ პარ­ტი­ამ მო­ნო­ლი­თი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, და­კარ­გა წყე­ბა მო­ლა­პა­რა­კე თა­ვე­ბის, თუმ­ცა დარ­ჩა ელექ­ტო­რა­ტი. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ნიკა დიდ ელექ­ტო­რატს წა­იყ­ვანს. ეს რომ არ მოხ­დეს, მი­შამ რო­მე­ლი­მეს მხა­რე უნდა და­ი­ჭი­როს - რო­მელ მხა­რე­საც ის და­ი­ჭერს, ელექ­ტო­რა­ტიც იმ მხა­რეს წავა. სა­ბო­ლო­ოდ, პარ­ტი­ის ბედი მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­მელ მხა­რე­საც მიშა არ და­ი­ჭერს, ის აღ­მოჩ­ნდე­ბა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ როლ­ში.

ვანო ხა­ბე­იშ­ვილს პარ­ტი­ას გა­ა­ნად­გუ­რე­ბი­ნებს, ახლა თუ მიშა გა­უშ­ვეს, ეს რა­ღაც შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა და 2024-ში "ოც­ნე­ბა“ უმ­რავ­ლე­სო­ბით მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ვანო კერ­კე­ტი კა­კა­ლია და არ წავა პო­ლი­ტი­კი­დან, ამას­თა­ნა­ვე, არა­ვინ იცის, 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ბო­ლოს, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ვის­თან რაზე შე­თან­ხმდა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახლა ის და ბი­ძი­ნა ერთ თა­მაშს თა­მა­შობ­დნენ, მათი მი­ზა­ნია, მიშა გა­უშ­ვან, ენმ და­ა­სუს­ტონ და 2024-ში პრო­პორ­ცი­ულ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დეს "ოც­ნე­ბა“, ყვე­ლა­ფე­რი აქეთ მი­დის.

ერ­თი­ცაა, მიშა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, 2024-მდე ფორ­მა­ში ვერ ჩად­გე­ბა, ამა­სო­ბა­ში კი სხვა მა­ხე­ე­ბიც იქ­ნე­ბა მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რათა "ოც­ნე­ბამ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ი­ხან­გრძლი­ვოს. ნიკა მე­ლი­ას დის­კრე­დი­ტა­ცია დიდი ხა­ნია მი­დის. ის პარ­ტი­ის მა­კონ­სო­ლი­დი­რე­ბე­ლი იყო და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რიც, თუმ­ცა აგო­რე­ბულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­დამ, და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ მე­ლი­ას­თვის ყვე­ლა­ფე­რი, მისი დის­კრე­დი­ტა­ცია გა­მო­იწ­ვია. 2024-მდე ჯერ დროა, "ოც­ნე­ბა“ არ ჩქა­რობს მი­შას გაშ­ვე­ბას, მისი გა­რან­ტი­ე­ბის იმე­დი არ აქვთ, რად­გან მიშა თუ გა­ვი­და და დრო­ზე მომ­ჯო­ბინ­და, ვა­ნოს და კე­ზე­რაშ­ვილს თუ და­იფ­რენს და ელექ­ტო­რატს მე­ლი­ას გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, პარ­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც მოხ­დე­ბა და ელექ­ტო­რა­ტის კონ­სო­ლი­დი­რე­ბაც, ეს კი ქო­ცებს არ აწყობთ. ბი­ძი­ნა არის ტაქ­ტი­კო­სი და ტაქ­ტი­კით ცდი­ლობს 2024 მო­ი­გოს, მან თუ ახლა არ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა ენმ, დიდი შან­სია, პრო­პორ­ცი­ულ­ში და­მარ­ცხდეს. ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა ჩვე­ნი პარ­ტი­ის და­სუს­ტე­ბა და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, აქეთ მი­დის საქ­მე და ამას აკე­თებს ქვეშ­ქვე­შა და გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი ვა­ნი­ჩკა. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რა­ღაც მო­მენ­ტში, სა­ჭი­რო თუ გახ­და, ის არე­ნა­ზეც გა­მო­ვი­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ბი­ძი­ნას ინ­ტე­რეს­ში შე­დის, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­სუ­ლე­ლე თქვას ხა­ბემ და პარ­ტი­ის მეტი დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს“.

ერთ-ერთი კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით კი შე­საძ­ლოა, ურ­თი­ერ­თო­ბა მე­რა­ბიშ­ვილ­სა და კე­ზე­რაშ­ვილს შო­რი­საც არ იყოს დი­დად და­ლა­გე­ბუ­ლი.

"დღეს კე­ზე­რაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ვი­თა­რე­ბის და­ლა­გე­ბას ცო­ლისძმის დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნის ხე­ლით ცდი­ლობს, რაც ვა­ნოს შე­იძ­ლე­ბა დი­დად არც მოს­წონს, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ალ­ბათ აი­ტანს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა იყოს მე­ლია იმ პარ­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩი­ქო­ვა­ნის ჭკუ­ა­ზე ივ­ლის... სწო­რედ ნი­კამ გა­უშ­ვა ეს პარ­ტი­ი­დან. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პარ­ტი­ის გა­ყო­ფა გარ­და­უ­ვა­ლია", - ამ­ბობს კი­დევ ერთი სან­დო წყა­რო ambebi.ge - სთან.

დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში შარ­შან მო­ექ­ცა, რო­დე­საც 2022 წლის იან­ვარ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ახა­ლი სამ­დივ­ნო წა­რად­გი­ნა. ამ სი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მდივ­ნად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლისძმა დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი. გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნიკა მე­ლი­ა­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა, შე­დე­გად კი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და მე­ლი­ა­სა და ჩი­ქო­ვანს შო­რის, რის მე­რეც მას პარ­ტი­ი­დან წას­ვლა მო­უ­წია. ამ­ჟა­მად ჩი­ქო­ვა­ნი აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს და მისი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თვა­ლი და ყური იქ­ნე­ბა...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1-ლ თე­ბერ­ვალს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, გი­ორ­გი გა­ბე­ლია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე ალა­პა­რაკ­და. მისი თქმით, გა­ბე­ლია 2012 წლი­დან წა­ლენ­ჯი­ხის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" facebook გვერდს მარ­თავ­და, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვეს. "მო­მი­ვი­და მე­ილ­ზე მე­სი­ჯი, რომ ჩახ­სნი­ლი ხარ ენმ-ს ად­მი­ნო­ბი­დან. 4 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით, ამის მერე მი­რე­კავს დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი და მე­უბ­ნე­ბა, რომ პი­რა­დად მე ჩაგ­ხსე­ნი ად­მი­ნო­ბი­და­ნო. როცა ვკი­თხე, რა­ტომ-მეთ­ქი, პარ­ტი­ის სა­კუთ­რე­ბაა და ესე გა­დავ­წყვი­ტეო. პარ­ტი­ა­ში, რო­გორც გა­ვი­გე, არა­ნა­ი­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ უკა­ვია და რო­გორც მი­თხრეს, არის ბა­ტო­ნი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა. 24 სა­ა­თის არ­ჩე­უ­ლია პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და უკვე წმენ­დაა. მთა­ვა­რი დარ­ტყმა იყო ამა­ზე, რომ რად­გან ნიკა მე­ლი­ას ვე­დე­ქით გვერ­დში, მოხ­და ასე­თი რამ," - გა­ნა­ცხა­და გა­ბე­ლა­ი­ამ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ბე­იშ­ვი­ლის ფრთას, ისი­ნი კვლავ აა­ნონ­სე­ბენ, რომ მე­ლი­ა­ზე ბევ­რი კომ­პრო­მა­ტი აქვთ, რა­საც როცა სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ, გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ. მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არე­უ­ლო­ბა მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში ჯერ მხო­ლოდ იწყე­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ვერის უბნის მელოდიებში მღერიან დასაჭერია ყველა დასაჭერია ეეხ საცოდავო საქართველოვ რეგიონებში ხომ გხრავენ და გხრავენ --------

ალექს
1

ჩვენ გვაქვს რაღაც საშუალო სიცილიურ მოწყობასთან ლენინური აბრებით და ვგავართ რუსეთს, რომელსაც პუტინის ბრიაშკა ამერიკის მფარველობის ქვეშ ძარცვავს, ანუ ანგრევს , შედეგად მათ აქვთ სახელმწიფო, უკანონო , გადატრიალებით მოსული ბალშევიკების , რომლებიც ლენინის მემკვიდრეებია და არა უავგუსტესის , რომ მოაკვდინეს ცოლშვილიანად მეფე იმპერატორი !აქვთ სახელმწიფო, რომელიც მსოფლიში პირველ ადგილზეა დაზვერილი წიაღისეულის, რკინა, ურანი (მეორე ყაზახეთია ) , ნახშირი, ოქრო, ალმასი, ნავთობი, გაზი, ხეტყე , ამათი ექსპორტით ტრილიონებს ღებულობს , ამავე დროს ყავს 18 მილიონი მიუსაფარი რომელსაც საკვების ფულიც არ აქვს , არც ბინა, არც წამალი, გაყინული, სამაგიეროდ ფორბსის სიაში 115 მილიარდერი ყავს , რომელთაგან არცერთს საკუთარი ჯიბიდან ერთი ჯავშანჟილეტიც კი არ უყიდია რუსი ჯარისკაცისათვის (რუცკოი) , უკრაინაში რომ ძმებს ხოცავენ და ისინი ამათ ხოცავენ, ჟილეტი კი არცერთს არ აქვს ! ანუ რუსეთს და უკარაინას ვამსგავსებ ერთმანეთს , კი, ერთი დიდი სახელმწიფოს ასეთვე დიდი ორი ნაწილია და მესამეა ბელარუსი , სამი ვეშაპის სამყაროა და ისინი საშვილიშვილოდ წაიკიდნენ და ვიღაც დეგენერატებს უნდათ ჩვენ ჩავერიოთ ?! ხომ გაგვსრისეს ? ამათ დააწყნარებს ბაგრატიონი კრემლში, დიახ, გვეკუთვნის ტახტი , პუტინი ხაროში ! წვანილოვსკი ნა სცენუ , იმარიაჟოს , გაართობს ხალხს მაყურებელს, მიშა ვივამედში, ბიძამისი ზაკულისაში (კვაჩკოვი)!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"დღეს კეზერაშვილი პარტიაში ვითარების დალაგებას ცოლისძმის ხელით ცდილობს, რაც ვანოს შეიძლება დიდად არც მოსწონს" - რას ჰყვებიან "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში?

"დღეს კეზერაშვილი პარტიაში ვითარების დალაგებას ცოლისძმის ხელით ცდილობს, რაც ვანოს შეიძლება დიდად არც მოსწონს" - რას ჰყვებიან "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში?

"ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოსვლისთანავე საკმაოდ ხმაურიანი და, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადება გააკეთა, რამაც პარტიაში ახალი დაპირისპირება გამოიწვია. როგორც მან თქვა, პარტია მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, დათმოს როგორც ენმ-ს ოფისი, ასევე, დატოვოს პარლამენტისა და საკრებულოების მანდატები.

ამ სადავო შეთავაზებასთან დაკავშირებით, ხაბეიშვილს მეორე დღეს განმარტებების გაკეთება მოუწია. როგორც ის ამბობს, ყველაფერი, რასაც ამბობს, სააკაშვილის გადარჩენას ემსახურება. "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ხაბეიშვილის წინადადება პოპულისტურად შეაფასა და თავმჯდომარეს სპეკულაციებისგან თავშეკავება ურჩია.

ხაბეიშვილის განცხადება ზოგიერთებმა "გარიგების მცდელობად“ შეაფასეს - პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ენმ გაურიგდა "ოცნებას“, რომელიც ანეიტრალებს როგორც სააკაშვილს, ისე მის პარტიას და იმ ვერსიასაც ანვითარებენ, რომ შესაძლოა, ისტორია განმეორდეს და 2016 წლის მსგავსად, პარტია კიდევ ერთხელ გაიყოს.

რა ხდება ყველაზე მსხვილ, აწ უკვე ორად გახლეჩილ ოპოზიციურ პარტიაში ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ და მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებენ თავად პარტიის წარმომადგენლები, ამაზე ambebi.ge-ს სანდო წყარო უყვება:

"ნაციონალების" ნაწილში ხელისუფლებასთან გარიგების ეჭვი არსებობს. ხაბეიშვილის უკან მდგარ ჩრდილოვან ტიპებს საქმე აქვთ დიდ ფულთან, რომელიც მათ სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს იშოვეს. ხაბეიშვილი არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, პარტიის საქმე წაღმა წაიყვანოს. მას არა მარტო სახელისუფლო პოლიტიკური ძალები, ოპოზიციური სპექტრიც არ აღიქვამს სერიოზულ ლიდერად. მისმა სკანდალურმა განცხადებამ განცვიფრება გამოიწვია მელიას ფლანგზე, მათთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა განცხადება, რომელიც დაბალ პოლიტიკურ კლასზე მიანიშნებს. გამოდის ისე, რომ "ნაციონალებს" არ აქვთ საპარლამენტო საქმიანობის უნარი და ქუჩის პოლიტიკოსები არიან. რა სასაცილოა, ბიძინას რა ჯანდაბად უნდა ჩვენი ოფისი? არ ესმით, რომ ბიძინა თუ ანადგურებს "ნაციონალურ მოძრაობას“, ანადგურებს მიშას და - პირიქით, ცალ-ცალკე ეს არ გამოდის. ბიძინა ცდილობს, რომ ენმ გაანადგუროს, რათა 2024-ში კონკურენტი არ ჰყავდეს და თავმჯდომარე რომ ხარ, თვითონ აცხადებ კაპიტულაციას და ერთ დღეში ანადგურებინებ? ეს შეიძლება იყოს გარიგების "ვორდინგი" - გაუშვი მიშა და ყველაფერს დაგითმობთ. მელიას უკან ახალაია ნამდვილად არ დგას, მისი ერთ-ერთი კოზირი ისაა, რომ ძველი სახეები, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებოდნენ, ჩამოიშორა - ვანო თუ არ მიიღო, ახალაია იგივე არაა? თუმცა ახალაიას ჯგუფი შესაძლოა, არ თანაუგრძნობდეს ვანოს, ვინაიდან ბაჩო და ვანო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კონფრონტაციაში იყვნენ.

მელიამ 40% აიღო, რაც არაა პატარა ციფრი და გამოდის, რომ ენმ-ს ერთობის შენარჩუნება თუ არ მოხდება პოლიტიკური ფრაქციების სახით, პარტია გაიყოფა და მელიას თავისი ელექტორატი გაჰყვება. თუმცა მან თქვა, რომ სანამ მიშა არ გათავისუფლდება, გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. შესაძლოა, ვანოს მხრიდან ბიძინასთან არის ასეთი გარიგება (არ ვიცი, ამაში მიშა მონაწილეობს, თუ - არა), რომ პარტიის დათმობის ხარჯზე გაუშვან მიშა, შეიძლება ხაბეს "ვორდინგი“ იმის ნიშანიც იყოს, რომ ამაზე გარიგდნენ. პარტიის დათმობა უკვე მოხდა - ხაბესნაირ კაცს რომ მოიყვან სათავეში, ეს ნიშნავს დათმობას. პრაქტიკული გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ გაგაჩნია პოლიტიკური ინტელექტი. მიშამ იმიტომ მიულოცა ხაბეს, რომ მისი სურვილია პარტია არ გაიყოს, არ დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რომელიმეს მხარეს დაიჭერდა. "ნაციონალებში" არის მოლოდინი, რომ ენმ 2016 წლის ანალოგიურად გაიყოფა. მაშინ პარტიამ მონოლითი შეინარჩუნა, დაკარგა წყება მოლაპარაკე თავების, თუმცა დარჩა ელექტორატი. ჩათვალეთ, რომ ნიკა დიდ ელექტორატს წაიყვანს. ეს რომ არ მოხდეს, მიშამ რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს - რომელ მხარესაც ის დაიჭერს, ელექტორატიც იმ მხარეს წავა. საბოლოოდ, პარტიის ბედი მასზეა დამოკიდებული. რომელ მხარესაც მიშა არ დაიჭერს, ის აღმოჩნდება "ევროპული საქართველოს“ როლში.

ვანო ხაბეიშვილს პარტიას გაანადგურებინებს, ახლა თუ მიშა გაუშვეს, ეს რაღაც შეთანხმების საფუძველზე მოხდება და 2024-ში "ოცნება“ უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ვანო კერკეტი კაკალია და არ წავა პოლიტიკიდან, ამასთანავე, არავინ იცის, 7-წლიანი პატიმრობის ბოლოს, მერაბიშვილი ვისთან რაზე შეთანხმდა. არაა გამორიცხული, რომ ახლა ის და ბიძინა ერთ თამაშს თამაშობდნენ, მათი მიზანია, მიშა გაუშვან, ენმ დაასუსტონ და 2024-ში პროპორციულში უმრავლესობით მოვიდეს "ოცნება“, ყველაფერი აქეთ მიდის.

ერთიცაა, მიშა ისეთ მდგომარეობაშია, 2024-მდე ფორმაში ვერ ჩადგება, ამასობაში კი სხვა მახეებიც იქნება მოფიქრებული, რათა "ოცნებამ“ ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. ნიკა მელიას დისკრედიტაცია დიდი ხანია მიდის. ის პარტიის მაკონსოლიდირებელი იყო და საკმაოდ აქტიურიც, თუმცა აგორებულმა საინფორმაციო პროპაგანდამ, დაებრალებინათ მელიასთვის ყველაფერი, მისი დისკრედიტაცია გამოიწვია. 2024-მდე ჯერ დროა, "ოცნება“ არ ჩქარობს მიშას გაშვებას, მისი გარანტიების იმედი არ აქვთ, რადგან მიშა თუ გავიდა და დროზე მომჯობინდა, ვანოს და კეზერაშვილს თუ დაიფრენს და ელექტორატს მელიას გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს, პარტიის შენარჩუნებაც მოხდება და ელექტორატის კონსოლიდირებაც, ეს კი ქოცებს არ აწყობთ. ბიძინა არის ტაქტიკოსი და ტაქტიკით ცდილობს 2024 მოიგოს, მან თუ ახლა არ გაანეიტრალა ენმ, დიდი შანსია, პროპორციულში დამარცხდეს. ერთადერთი საშუალებაა ჩვენი პარტიის დასუსტება და განეიტრალება, აქეთ მიდის საქმე და ამას აკეთებს ქვეშქვეშა და გონებამახვილი ვანიჩკა. არც ისაა გამორიცხული, რაღაც მომენტში, საჭირო თუ გახდა, ის არენაზეც გამოვიდეს. ჯერჯერობით, ბიძინას ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი სისულელე თქვას ხაბემ და პარტიის მეტი დისკრედიტაცია მოახდინოს“.

ერთ-ერთი კულუარული ინფორმაცით კი შესაძლოა, ურთიერთობა მერაბიშვილსა და კეზერაშვილს შორისაც არ იყოს დიდად დალაგებული.

"დღეს კეზერაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ვითარების დალაგებას ცოლისძმის დიმიტრი ჩიქოვანის ხელით ცდილობს, რაც ვანოს შეიძლება დიდად არც მოსწონს, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ აიტანს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს მელია იმ პარტიაში, რომელიც ჩიქოვანის ჭკუაზე ივლის... სწორედ ნიკამ გაუშვა ეს პარტიიდან. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის გაყოფა გარდაუვალია", - ამბობს კიდევ ერთი სანდო წყარო ambebi.ge - სთან.

დიმიტრი ჩიქოვანი მედიის ყურადღების ცენტრში შარშან მოექცა, როდესაც 2022 წლის იანვარში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სამდივნო წარადგინა. ამ სიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივნად დასახელებული იყო თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილის ცოლისძმა დიმიტრი ჩიქოვანი. გასული წლის ივლისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, შედეგად კი კონფლიქტი მოხდა მელიასა და ჩიქოვანს შორის, რის მერეც მას პარტიიდან წასვლა მოუწია. ამჟამად ჩიქოვანი აქტიურად უჭერდა მხარს ლევან ხაბეიშვილს და მისი გამარჯვების შემდეგ კი, როგორც ამბობენ, დავით კეზერაშვილი თვალი და ყური იქნება...

საინტერესოა, რომ 1-ლ თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი გაბელია დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, გაბელია 2012 წლიდან წალენჯიხის "ნაციონალური მოძრაობის" facebook გვერდს მართავდა, თუმცა ამის უფლება ჩამოართვეს. "მომივიდა მეილზე მესიჯი, რომ ჩახსნილი ხარ ენმ-ს ადმინობიდან. 4 ადამიანი ვიყავით, ამის მერე მირეკავს დიმიტრი ჩიქოვანი და მეუბნება, რომ პირადად მე ჩაგხსენი ადმინობიდანო. როცა ვკითხე, რატომ-მეთქი, პარტიის საკუთრებაა და ესე გადავწყვიტეო. პარტიაში, როგორც გავიგე, არანაირი თანამდებობა არ უკავია და როგორც მითხრეს, არის ბატონი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა. 24 საათის არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ და უკვე წმენდაა. მთავარი დარტყმა იყო ამაზე, რომ რადგან ნიკა მელიას ვედექით გვერდში, მოხდა ასეთი რამ," - განაცხადა გაბელაიამ. წაიკითხეთ სრულად

რაც შეეხება ხაბეიშვილის ფრთას, ისინი კვლავ აანონსებენ, რომ მელიაზე ბევრი კომპრომატი აქვთ, რასაც როცა საჭიროდ მიიჩნევენ, გამოაქვეყნებენ. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არეულობა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ჯერ მხოლოდ იწყება...

იხილეთ ასევე: