ავტორი:

რუსი მილიარდერის ქართველი რძალი საქართველოს "მის რუსეთთან“ ერთად სტუმრობს - ვის სანახავად ჩამოვიდა მიმი შელია და რა ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში?

რუსი მილიარდერის ქართველი რძალი საქართველოს "მის რუსეთთან“ ერთად სტუმრობს - ვის სანახავად ჩამოვიდა მიმი შელია და რა ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში?

ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები ფოტომოდელი და ინფლუენსერი საქართველოშია. მირანადა (მიმი) შელიამ გადაწყვიტა, რომ სამშობლოში ბებია, ბაბუა და დედმამიშვილი მოენახულებინა. შელია სოციალურ ქსელებში საქართველოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა, როგორც ჩანს, მოდელი საქართველოში მარტო არ ჩამოსულა. მიმი შელიასთან ერთად საქართველოშია "მის რუსეთი 2015“ სოფია ნიკიტჩუკი, რომელიც ასევე "ვიცე მის მსოფლიოს" ტიტულს ატარებს.

გოგონები თბილისის ცენტრში, სასტუმრო "სტამბაში“ ცხოვრობენ. ნიკიტჩუკის გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გუშინ ჯვრის მონასტერი მოინახულეს.

ნიკიტჩუკი ჯვარზე...

„სიყვარული“ - ქართულად წერს, ნიკიტჩუკი სტამბიდან გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე.

უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, შელია სკანდალში გაეხვა. ქალმა "ინსტაგრამზე" ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩემო "უკეთილშობილესო" ქართველო კეთილისმსურველებო, ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით. შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი. რომ მწერთ, იხურება "ინსტაგრამი" და რით რეალიზდებიო, მე უკვე რეალიზებული ვარ ყველა ასპექტში, თქვენგან განსხვავებით. ნუ ნერვიულობთ, პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ, აქ ამ პლატფორმაზე. უსურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის..." - წერდა მაშინ შელია.

ომის დაწყების შემდეგ, მირანდა შელიას ეს პირველი მოგზაურობაა სამშობლოში, განსხვავებით, უახლოესი მეგობრის ქეთა თოფურიასგან. თუმცა შელიას "საპატიო“ მიზეზი ჰქონდა. ინფლუენსერს 2022 წლის სექტემბერში, მოსკოვის მახლობლად მდებარე ელიტური კლინიკა "ლაპინოში“ ვაჟი შეეძინა.

ქართველმა ფოტომოდელმა ერთი წელია, რაც ხაბაროვსკელი მილიარდერის იგორ ნეკლუდოვის შვილიშვილზე, გრიშა მამურინზე იქორწინა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მირანდამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამიდან" მეუღლის ყველა ფოტო წაშალა და ორსულობის ბოლო თვეები მეგობრებთან ერთად დუბაიში ისვენებდა...

ჩვენი წყარო ამბობდა, რომ მშობიარობამდე წყვილი შერიგდა, მაგრამ სოციალურ ქსელში გრიშასა და მირანდას საერთო ფოტოები გამქრალია. შვილის შეძენის შემდეგ, მირანდა ძველებურად მოგზაურობს და მეგობრებთან ერთად ატარებს დროს.

იხილეთ ასევე: