სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს
"ლელო“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს

"ლელო“ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს ზუ­რაბ აბა­ში­ძეს პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იბა­რებს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სთხოვს მას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

რო­გორც სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ჩაშ­ლას, ზედ­მი­წევ­ნით სრულ­დე­ბა, ასე­ვე ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ეხე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის ჩაშ­ლას, ამი­ტომ სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა.

ამას­თან, სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, სა­ტან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან მო­მა­ვალ­ში, ყვე­ლა და­მა­ტე­ბი­თი გზა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან და­ა­კავ­ში­რებს, გახ­დე­ბა რუ­სე­თი­დან სამ­ხედ­რო ძა­ლის მარ­ტი­ვად შე­მოყ­ვა­ნის გზა.

სა­მა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ ყვე­ლა კი­თხვას ზუ­რაბ აბა­ში­ძემ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე უნდა უპა­სუ­ხოს.

"ჩვენ გუ­შინ ვი­ხი­ლეთ და მო­ვის­მი­ნეთ, რო­გორ აძ­ლევს და­ვა­ლე­ბას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­გორ გას­ცემს მას­ზე და­ვა­ლე­ბებს, რომ გა­ნი­ხი­ლოს ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი რუ­სე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნე­ბის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად და შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ზუს­ტად ასე­ვე, მაგ­რამ ბევ­რად უფრო მკაცრ ტონ­ში მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­თი­თე­ბა, რომ ჩაშ­ლი­ლი­ყო და­სავ­ლე­თის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი, რო­გო­რიც იყო ანაკ­ლი­ის პორ­ტი. ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მი­თი­თე­ბით შლის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და და­სავ­ლე­თის­თვის, მაგ­რამ ახორ­ცი­ე­ლებს იმ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­საც სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის. რუ­სე­თი დღეს არის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ და სან­ქცი­ე­ბის თა­ვის არი­დე­ბის­თვის მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სატ­რან­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და ამა­ში მათი მო­კავ­ში­რე არის სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ამ ჩა­ნა­წე­რი­დან იკ­ვე­თე­ბა, სა­დაც ზემ­დგო­მი ესა­უბ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ქვე­შევ­რდო­მის წარ­მო­მად­გე­ნელს, ვგუ­ლის­ხმობ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის რე­ჟიმს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რად­გან აბა­ში­ძეს არა­ვინ ეკი­თხე­ბა არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, ის უბ­რა­ლოდ შუ­ა­მა­ვა­ლია რუ­სეთს და ივა­ნიშ­ვილს შო­რის”, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის სა­უ­ბა­რი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავ­რცელ­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე და კა­რა­სი­ნი ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ აბა­ში­ძე მას გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ზემო ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­რა­ლე­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ ჩა­ნა­წე­რი ორ­ჯერ მო­ის­მი­ნა და სას­კან­და­ლო რა არის, ჯერ ვერ მიხ­ვდა. მი­სი­ვე თქმით, როცა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბი­ან და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ლარსი ორმხრივ დაკეტილია ! სასწრაფოდ გააგებინეთ ლარსის სატრანზიტო არხის, ანუ ქართულ რუსულ ლენდლიზის ჩაკეტვა ევროპარლამენტარებს კუბილიუსს, ფოტიგას, კრამონსა და რასას , კამსამოლკას , რომ უკრაინასთან რუსი ერი მეომრებიანად დაიმშა, ეკონომიკა ჩაკვდა, ტანკსა და რაკეტას ვერ აწარმოებს, აცნობეთ წვანილოვსკის შეუტიოს ქალაქს-მოსკოვს ცხადია და ლურჯყვითელა ალამი ააფრიალოს კრემლის ქონგურებზე და ტახტზე მოირჭმოს იქა თავად, ძირს კრემლი, ჩეკა და ევროპარლამენტში მათი მეხუთე კოლონა, კრემლის ლიმიტით რომ ბრიტანულ სკამებზე ჩაჯდა!

!!!
1

საწყალი საქართველოს მოსახლეობა თქვენნაირი "პოლიტიკოსების" ხელში! ლაყლაყის მეტი რომ არაფერი იცით! აბაშიძეს თუ როდესმე დავიცავდი არც კი მეგონა! მაგრამ თქვენნაირი კრიმინალების ხელში ეტყობა არც არის გასაკვირი. რა არის ამ სატელეფონო საუბარში სასკანდალო? ჰუმანიტარული კატასტროფისკენ მიდიოდა ლარსზე მდგომარეობა. ჯერ კიდევ საფხულში გადამზიდველები იყვნებ საშინელ მდგომარეობაში, რამიდენინე დღე იდგნენ ერთ ადგილზე, საპირფარეშო არა, საჭმელი არა... თუ ასეა მომატებული ტრაფიკი, უნდა მოიძებნოს სხვა გზები აბა რა... მაგრამ თქვენ რა გესმით ეკონომიკის, ჩარჩენილები ხართ უაზრო ჯოს! ჯოს! დროში და აფრიალებთ ჩაწერების კრიმინალურ დროშას!

ხალხს უვარგისს და უვარგისს შორის რომ უწევს არჩევანი მაგაზე მეტი უბედურება რა არის სახელმწიფოსთვის!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ლელო“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს

"ლელო“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს

"ლელო“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს, რათა საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება.

როგორც სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის ყველა დავალება, რომელიც შეეხება საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტების ჩაშლას, ზედმიწევნით სრულდება, ასევე ზედმიწევნით ასრულებს ხელისუფლება რუსეთის დავალებას, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსის მიღების ჩაშლას, ამიტომ სატრანსპორტო დერეფნის გაფართოების თაობაზე გაცემული დავალების შესრულება სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, სატანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალი პროექტები უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევაა, რადგან მომავალში, ყველა დამატებითი გზა, რომელიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებს, გახდება რუსეთიდან სამხედრო ძალის მარტივად შემოყვანის გზა.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ზურაბ აბაშიძემ უახლოეს დღეებში, კომიტეტის სხდომაზე უნდა უპასუხოს.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მოვისმინეთ, როგორ აძლევს დავალებას რუსეთის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად წარმომადგენელს, როგორ გასცემს მასზე დავალებებს, რომ განიხილოს ახალი პროექტები რუსეთის და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების გასაფართოებლად და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ასევე, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრ ტონში მიიღო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მითითება, რომ ჩაშლილიყო დასავლეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით შლის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენი ქვეყნისთვის და დასავლეთისთვის, მაგრამ ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს პუტინის რეჟიმისთვის. რუსეთი დღეს არის სანქციების ქვეშ და სანქციების თავის არიდებისთვის მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამონაწილეობით სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ამაში მათი მოკავშირე არის სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ამ ჩანაწერიდან იკვეთება, სადაც ზემდგომი ესაუბრება საკუთარი ქვეშევრდომის წარმომადგენელს, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს, რადგან აბაშიძეს არავინ ეკითხება არანაირი გადაწყვეტილების მიღებას, ის უბრალოდ შუამავალია რუსეთს და ივანიშვილს შორის”, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა. მისივე თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშირდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.