სამხრეთ მექსიკაში, ზოოპარკის დირექტორმა ზოოპარკის ბინადარი, ოთხი თხა დაკლა და მათი ხორცით საშობაო წვეულებისთვის კერძები მოამზადა. ამის შესახებ "გარდიანი" მექსიკურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ცხოველები დაკლეს, ამან საფრთხე შეუქმნა იმ ადამიანების ჯანმრთელობასაც, რომლებმაც მათი ხორცი მიირთვეს, რადგან საუბარია თხის ისეთ ჯიშებზე, რომელთა ხორციც საკვებად არ გამოიყენება.
რუბენ ნავა 12 იანვარს ზოოპარკის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიზეზი ზოოპარკში ირმის სიკვდილი იყო. თუმცა მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზოოპარკში ზოგიერთი ცხოველი ნავას ბრძანებით გაიყიდა, ზოგიც დაკლეს და შეჭამეს.
ცნობისთვის, მექსიკას დიდი ხანია პრობლემა აქვს კერძო მოქალაქეების მიერ ეგზოტიკური ცხოველების უკანონო შეძენის გამო. წლების განმავლობაში მექსიკაში ნარკორეალიზატორები აშენებდნენ ლომების, ვეფხვების და სხვა გარეული ცხოველების კერძო მეურნეობებს. ხშირ შემთხვევაში, გარეული ცხოველები გარბიან კერძო მფლობელებისგან და თავს ესხმიან ადამიანებს.