საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, ჩხრეკა ჩაატარა.
FBI-ში აღნიშნულ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი, ბობ ბაუერი ამბობს, ჩხრეკა ჩატარდა ისე, რომ საჯაროდ ამის შესახებ ცნობილი არ ყოფილა "ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე."
"მათ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი საიდუმლო დოკუმენტი", - ამბობს ბაიდენის ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი "მასალა და ხელნაწერი“, რომელიც ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდშია გაკეთებული, ამოიღეს და შესასწავლად წაიღეს.
ინფორმაციისთვის, 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ბაიდენის თქმით, ის მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
რუსების ხელია
აბა ჰე, ამერიკელებო, გვაჩვენეთ როგორი რეპუტაციის უნდა იყოს პრეზიდენტი.