მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ლომჯარიას და მის გუნდს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური, გლობალური ჯილდო გადასცა
ნინო ლომჯარიას და მის გუნდს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური, გლობალური ჯილდო გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ სა­ხალ­ხო დამ­ცველს ნინო ლომ­ჯა­რი­ას და მის გუნდს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლის ყო­ველ­წლი­უ­რი გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო გა­დას­ცა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნინო ლომ­ჯა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

"მქონ­და პა­ტი­ვი მი­მე­ღო ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის "2022 წლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო" მე და ჩემი გუნ­დის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცი­სა და ლი­დე­რო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გზა­ზე. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, ურზა ზე­ი­ამ და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ასის­ტენ­ტმა, ერინ ბარ­კლიმ და­ა­ჯილ­დო­ვა. დიდი მად­ლო­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რეს აღ­ნიშ­ნულ ჯილ­დო­ზე წარ­მო­მედ­გი­ნა ევ­რო­პის რე­გი­ო­ნი" - წერს ლომ­ჯა­რია.

მი­სი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან სულ 10 უფ­ლე­ბა­დამ­ცველს გა­და­ე­ცა.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებ­სა­იტ­ზე ნათ­ქვა­მია, რომ ნინო ლომ­ჯა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი ით­ვლე­ბო­და ყვე­ლა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში. დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ლომ­ჯა­რი­ას ომ­ბუდსმე­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, ის და მისი გუნ­დი ად­ვო­კა­ტი­რე­ბას უწევ­დნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამას ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კერ­ძო­ე­ბის გა­რე­შე ახერ­ხებ­დნენ.

ნინო ლომ­ჯა­რია 2017 წლის 7 დე­კემ­ბრი­დან, 2022 წლის 8 დე­კემ­ბრამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილი-მარქარიანი
0

ვულოცავ ლომჯარიას: ლომჯარია ღირსეულად დაჯილდოვდა სააკიანის ტუალეტის ქაღალდათ მომსახურეობისათვის...

პილატე
3

მისცეს ის 30 ვერცხლი. იუდამ ამბორით გასცა უფალი ჩვენი და ჩაითვალა კიაფასაგან ის ავადსახსენებელი 30 ვერცხლი. ამათ კი ცრუ დასმენებით და ცილისწამებებით მიიღეს ის დამსახურებული ჯილდო 30 ვერცხლი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ნინო ლომჯარიას და მის გუნდს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური, გლობალური ჯილდო გადასცა

ნინო ლომჯარიას და მის გუნდს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური, გლობალური ჯილდო გადასცა

საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და მის გუნდს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"მქონდა პატივი მიმეღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის "2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო" მე და ჩემი გუნდის მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და ლიდერობისთვის ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე. გამარჯვებულები სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ურზა ზეიამ და სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ დააჯილდოვა. დიდი მადლობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს აღნიშნულ ჯილდოზე წარმომედგინა ევროპის რეგიონი" - წერს ლომჯარია.

მისივე ცნობით, აღნიშნული ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 10 უფლებადამცველს გადაეცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, სახალხო დამცველის ოფისი ითვლებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ლომჯარიას ომბუდსმენობის პერიოდში, ის და მისი გუნდი ადვოკატირებას უწევდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას ყველა მიმართულებით და ამას ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ახერხებდნენ.

ნინო ლომჯარია 2017 წლის 7 დეკემბრიდან, 2022 წლის 8 დეკემბრამდე იყო საქართველოს სახალხო დამცველი.